“ქართული მარშის” დამფუძნებელი კრემლის და რუსული პროპაგანდისტული მედიების ბრალდებებს იმეორებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დალია 1
137
VIEWS

18 აგვისტოს “ქართული მარშის” დამფუძნებელმა ერმილე ნემსაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს შესახბ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი დალია გრიბაუსკაიტეს მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოს სისხლიან დიქტატორად შეფასებასა და პრეზიდენტობის დატოვებისკენ მოწოდებას შეეხებოდა, სადაც “ქართული მარშის” ლიდერმა ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი  KGB-ს აგენტობაში დაადანაშაულა.

3

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის KGB-ს აგენტობაში დადანაშაულების შესახებ დეზინფორმაციებს, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტს ეფუძნება, კრემლი 2015 წლიდან ავრცელებს და პერიოდულად რუსულ მედიაში ჩნდება.

EUvsDisinfo-ს ინფორმაციით, კგბ-ს აგენტობაზე ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ცნობები, კრემლის დეზინფორმაციაა, რომელიც 2015 წელს დაიწყო. ამ ფაქტის “დამადასტურებელი” დოკუმენტები, რომლებიც ლიეტუვის მკვიდრთა გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრის ვებ-გვერდის გატეხვის შემდეგ გავრცელდა, ყალბია.

დოკუმენტი, რომელიც თითქოს ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტის  KGB-ს აგენტობას ადასტურებს, უზუსტობებს შეიცავს

56

დოკუმენტები დაწერილი იყო გრამატიკული შეცდომებით და შეიცავდა ისეთ ფორმულირებებს, რაც საბჭოთა კავშირში 1982 წელს (წერილის დაწერის თარიღი) არ იყო გამოყენებული.

დოკუმენტში ნახსენები პოლიციის სპეციალური სამსახურის დეპარტამენტი, ამ დოკუმეტის გამოქვეყნების დროს 1982 წელს არ არსებობდა, იყო მხოლოდ სპეციალური მილიცია.

ამას გარდა, წერილში დრო დღევანდელი ფორმატით (22:40) არის მითითებულიია, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საათისა და წუთების განცალკევებისთვის იყენებდნენ არა ორწერტილს, არამედ წერტილს – 22.40, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტში დიდი ალბათობით დაიწერებოდა “22 საათი და 40 წუთი”.

  • ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია ლიეტუვის ყოფილ პრეზიდენტზე?

დალია გრიბაუსკაიტეს კგბ-ს აგენტობის შესახებ ყალბ ცნობებს 2015-2019 წლებში ავრცელებდნენ სპუტნიკ საქართველო, Ria Novosti, lenta.ru, segodnia.ru, Русское Агентство Новостей და rubaltic.ru. 

35

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტის შესახებ კრემლისტური დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის მიერ ადრე მომზადებულ მასალაში:

სპუტნიკის დეზინფორმაცია, თითქოს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი კგბ-ს აგენტი იყო.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა, რუსეთი
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist