“ქართული მარშის” წევრი იდა ბახტურიძის 2017 წლის ვიდეოს უკონტექსტოდ ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

76
VIEWS

13 ოქტომბერს „ქართული მარშის“ წევრმა ინრი ონიანმა საკუთარ Facebook-ზე  უფლებადამცველის და ქალთა უფლებების აქტივისტის იდა ბახტურიძის ვიდეო შემდეგი ტექსტით გამოაქვეყნა: „ულტრა რადიკალ ფემინისტ-ლიბერასტის იდეა და ესენი მიისწარფვიან განვითარებისკენ?“ ვიდეო ტელეკომპანია „კავკასიაში“ 2017 წლის 12 მაისს გასული გადაცემა „ბარიერიდან“ ამოჭრილი 21-წამიანი მონაკვეთია, რომელშიც იდა ბახტურიძე ამბობს შემდეგს: “პროსტატის პრობლემის აღმოფხვრას ვიწყებთ ქალები იმის ორგანიზებით, რომ შევიტანთ რაღაცა ინიციატივას, რომ ავკრძალოთ პროსტატის პრობლემა და დავსაჯოთ კონკრეტული ადამიანები იმის გამო, რომ ამ დაავადების მატარებლები არიან.”

qhtbhrh “ქართული მარშის” წევრი იდა ბახტურიძის 2017 წლის ვიდეოს უკონტექსტოდ ავრცელებს

ინრი ონიანის მიერ გავრცელებული ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს იდა ბახტურიძე პროსტატის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. რეალურად, იდა ბახტურიძე აბორტის აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობს და საუბრობს აბორტის პრობლემაზე, რომელსაც უნდა უმკურნალო. ამ კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს პროსტატის პრობლემა, რომელიც დასჯით არ განიკურნება. სწორედ ეს სიტყვები არის ამოჭრილი ვიდეოში კონტექსტის გარეშე ფემინისტების რადიკალიზმის საილუსტრაციოდ.

ვიდეო ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ 2017 წლის 12 მაისის ეთერიდან ამოჭრილი ნაწყვეტია. აღნიშნული გადაცემა აბორტის აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივასა და დემოგრაფიულ პრობლემებს ეხებოდა. გადაცემაში იდა ბახტურიძის გარდა, სტუმრად  მიწვეული იყვნენ ელენე რუსეცკაია, ულტრანაციონალისტური ჯგუგების წარმოამდგენლები ზვიად ტომარაძე და ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

იდა ბახტურიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარების გზა მისი აკრძალვა არაა. სწორედ ამ აზრის საილუსტრაციოდ მან მაგალითად მოიყვანა პროსტატის პრობლემა, რომელიც მისი აზრით, დასჯით არ განიკურნება. სწორედ ეს სიტყვები არის ამოჭრილი ვიდეოში კონტექსტის გარეშე ფემინისტების რადიკალიზმის საილუსტრაციოდ. იდა ბახტურიძის თქმით, აბორტი ექსკლუზიურად ქალების სხეულს ეხება ისევე, როგორც პროსტატა ეხება მხოლოდ კაცების სხეულს, სწორედ ამიტომ ერთის ან მეორის აკრძალვა არასწორი მიდგომაა პრობლემის აღმოფხვრის გზაზე.

იდა ბახტურიძე: მე აქვე, დასაწყისშივე საუბრის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ვინც გამოვდივართ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ, არ ნიშნავს, რომ ვართ აბორტის მომხრეები, ეს არის ძალიან ცალსახა პოზიცია და ჩვენც მიგვაჩნია, რომ აბორტი, როგორც ერთადერთი თავდაცვის საშუალება დღეს ქალებისთვის, ეს არის პრობლემა. ეს არის ყველას პრობლემა, მაგრამ პრობლემის აღმოფხვრა არ იწყება მისი აკრძალვით, პრობლემის აკრძალვით. პრობლემას ვერ აკრძალავ. (buy modafinil new zealand) თუკი არ უმკურნალე. მე მაგალითად, ახლა შემიძლია, რომ გამოვიდე და ვთქვა და თან ძაან საინტერესო იქნება, შეიძლება ძალიან, მთლად ადეკვატური შედარება არ არის, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ახლა ვთქვა, რომ პროსტატის პრობლემის აღმოფხვრას ვიწყებთ ქალები იმის ორგანიზებით, რომ შევიტანთ რაღაცა ინიციატივას, რომ ავკრძალოთ პროსტატის პრობლემა და დავსაჯოთ კონკრეტული ადამიანები იმის გამო, რომ ამ დაავადების მატარებლები არიან.”

პოსტის ავტორი და მისი გავრცელება

15 ოქტომბრის მდგომარეობით ვიდეოს 9500 ნახვა, 242 რეაქცია, 129 კომენტარი და 130 გაზიარება აქვს. ვიდეოს კომენტარებში იდა ბახტურიძის მისამართით აგრესიული და შეურაცხმყოფელი გზავნილები ვრცელდება.

პირველად ვიდეო 2017 წლის მაისშივე Facebook-გვერდ Guram Sherozia’s Blog-ზე გავრცელდა. შეროზიას ბლოგს ვიდეო უკონტექსტოდ არ გაუვრცელებია, თუმცა იდა ბახტურიძის შედარება ჰქონდა გაკრიტიკებული, მის მსჯელობას კი “დამახინჯებულ აზროვნებას” უწოდებდა. ვიდეო აღნიშნულ გვერდზე დღემდე იძებნება.

13 ოქტომბერს ვიდეო სოციალურ ქსელში “ქართული მარშის” წევრმა ინრი ონიანმა ატვირთა. ინრი ონიანი “ქართული მარშის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაშიც მოხვდა. ის სოციალურ ქსელში ხშირად ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გზავნილებს ავრცელებს.

 

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist