“ქართული გვერდი” ბუკნარში მომხდარ ინდიცდენტზე მანიპულაციურ პოსტს ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

2021 წლის 13 იანვარს “ქართული გვერდის” ანგარიშმა “გადარეული გურულების” ვიდეო შემდეგი ტექსტით გადააზიარა: “მთვრალი მუსლიმები გურულებს შვილების თავების დაჭრით ემუქრებიან”.  ვიდეოში გურიის სოფელ ბუკნარის ერთ-ერთი მკვიდრი, რომლის ვინაობაც მითითებული არ არის, 12 იანვარს სოფლის მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, 12 იანვრის ფიზიკური დაპირისპირებისას მუსლიმებმა თავად მოახდინეს ქრისტიანი თანასოფლელების პროვოცირება და პოლიციას არ ემორჩილებოდნენ. ქალი ამტკიცებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე მუსლიმმა ის და მისი მაზლი სცემა. ამასთანავე ის  აცხადებს, რომ მუსლიმები ქრისტიან თანასოფლელებს ბავშვებისთვის თავების დაჭრით ემუქრებიან.

ბუკნარის მკვიდრი: “აქ იდგა ხუთი გურული, გამოვიდნენ [მუსლიმები] ჯგროდ, ერთი თხუთმეტს ურტყამდა, გაიგდეს ჩემი მაზლი წიხლქვეშ და როდესაც გასაშველებლად მივედი ერთმა ხელი რო ჩამარტყა, ეს დაინახა იმ დაკავებულმა… მათმა აგრესიულმა მოქმედებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ გადადიოდნენ შეტევაზე და არც პოლიციას ეპუებოდნენ, აი, ასე ნასვამ მდგომარეობაში. არც ერთი გურული არ არის და ქრისტიანი არ არის იმის მომხრე, რომ აქ იყოს ძალადობა. ამდენი წელია ერთად უცხოვრიათ, მეზობლობენ, ერთმანეთის ჭირ-ვარამს იზიარებენ და აი, ეს არ უნდა ყოფილიყო და არც უნდა იმუქრებოდნენ, რომ სკოლაში ბავშვებს არ გაუშვებენ და თავებს დააჭრიან… კი, იმუქრებიან, რომ ერთსო ორ თავს გამოვატანთო, აი, ასე არის.”

;  ;

“ქართული გვერდი/Georgian Page”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მუსლიმები გურულებს თავების დაჭრით ემუქრებიან, მანიპულაციურია. ერთი რესპონდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული თუ ვისგან მოდიოდა მუქარა და ვინ იყო მუქარის ადრესატი, მთელ მუსლიმ თემსა და გურულებზეა განზოგადებული, რაც რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების საფრთხეს შეიცავს. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება კერძო სახლში ლოცვასთან დაკავშირებით დაიწყო. ქრისტიანები ადგილობრივი მუსლიმების მიერ შეძენილ სახლში სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. სოფელში 12 იანვარს ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე მუსლიმი (მათ შორის არასრულწლოვანი) დაშავდა. 13 იანვარს ბუკნარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქობულეთისა და გურიის მუფთა სოფლის მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ, თუმცა მოგვიანებით ვითარება კვლავ დაიძაბა და პოლიციის დამატებით ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

2021 წლის 14 იანვარს ბუკნარში მომხდარი ინციდენტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსლიმი თემის მიერ კერძო საკუთრებაში სალოცავის მოწყობა და ღვთისმსახურება კონსტიტუციით დაცული უფლებაა და სახელმწიფომ მისი განხორციელება უნდა უზრუნველყოს. “სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის მუსლიმების უფლებების შელახვის პირველი შემთხვევა. რელიგიური უმცირესობებისათვის საქართველოში რელიგიური ნიშნით დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სისტემური პრობლემაა.” – ნათქვამია განცხადებაში.

15 იანვარს სოფელ ბუკნარში მუსლიმმა თემმა პარასკევის ლოცვა შეასრულა. ლოცვის დასრულების შემდეგ დაპირისპირებულ მხარეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი მოლპარაკება გაიმართება. მოლაპარაკების მიზანი ვითარების განმუხტვა და თანასოფლელების შერიგებაა.


მითების დეტექტორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist