ისტორიის გაყალბება: ქართველებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირებას სათავეში თურქი ოზგანი ედგა, კრემლი უდანაშაულოა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

000
759
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 30 ოქტომბერი-5 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა სპორტსმენ რომან რურუას ინტერვიუ, რომელშიც ის აფხაზეთის საკითხს თურქოფობიულ და ისლამოფობიურ კონტექსტში განიხილავს და აღნიშნავს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოება ეთნიკურად თურქ კონსტანტინე ოზგანს უკავშირდება. რურუას მტკიცებით, ოზგანი თურქეთისა და მუსლიმი ჩრდილოეთ კავკასიელების დავალებებს ასრულებდა, რომელთაც ზღვაზე გასასვლელის მოპოვება სურდათ.

რომან რურუა, სპორტსმენი: “იგი საშინელი ანტიქართული განწყობით გამოირჩეოდა. ნიშანდობლივია, რომ  კონსტანტინე ოზგანი არც აფხაზი იყო  და არც რუსი, იგი ეთნიკური თურქი იყო…ქართველებსა და აფხაზებს  შორის შუღლის ჩათესვას თურქი კაცი რომ ედგა სათვეში, ეს არაფერს გეუბნებათ?! ოზგანისთვის მაშინდელ ქართულ უშიშროებას უნდა მოევლო, მაგრამ საუბედუროდ, ვერ მოუარა!..ყველაფრის თავი და თავი იყო მუსულმანური სამყარო, ანუ ჩრდილოეთ კავკასია, რომელსაც უნდოდა, აფხაზეთი საქართველოსთვის გამოეგლიჯა, მასთნ კონფედერაცია შეექმნა და ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა. ამიტომაც იყო, რომ ჩეჩნები და სხვა ჩრდილოკავკასიელები აფხაზეთის ომში აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ გვეგონა რომ ისინი კრემლის დავალებით გვეომებოდნენ, მაგრამ ვცდებოდით.“

რომან რურუას განცხადებები ცრუ ინფორმაციას შეიცავს და ისტორიული ფაქტების მკვეთრი დამახინჯებაა. თურქეთის სახელმწიფოსთან კონსტანტინე ოგზანის პოლიტიკურ კავშირს არცერთი ფაქტი ადასტურებს. ოზგანი აფხაზური სეპარატისტული იდეოლოგიის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ღია პოლიტიკური კავშირები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან.

ტყუილი N1: კონსტანტინე ოზგანი თურქი იყო და თურქეთის დავალებით მოქმედებდა.
რეალობა: ოზგანი 1970-90-იან წლებში აფხაზეთში პოლიტიკური გამოსვლების აქტიური მონაწილე იყო და აფხაზეთის ასსრ-ში, ხოლო შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

კონსტანტინე ოზგანი 1939 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში დაიბადა. 1970-იანი წლებიდან ოზგანი აფხაზეთში პოლიტიკური გამოსვლების აქტიური მონაწილე იყო და შესაბამისად, მაღალ თანამდებობებსაც იკავებდა. ოზგანი საბჭოთა არმიის მაიორი იყო და “საპატიო ორდენით” არის დაჯილდოებული.

  • აფხაზეთის “უშიშროების საჭოს” მდივანი სტანისლავ ლაკობა თავის წიგნში “აფხაზეთი ორი იმპერიის შემდეგ XX-XIX ს.” აღნიშნავს, რომ ოზგანი აფხაზეთში პოლიტიკური გამოსვლების ერთ-ერთ აქტიური მონაწილე   იყო. ლაკობა ასევე წერს, რომ 1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, ოზგანი სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის წევრი იყო, რომელსაც აქტიური კავშირები ჰქონდა “კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციასთან”. აღსანიშნავია, რომ კონფედერაცია აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.
  • იური შანიბოვი, რომელიც 1995 წლამდე კონფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, თავის წიგნში “სულთან სუსნალიევი – კავკასიის მთიელ ხალხთა პირველი მეთაური”   იხსენებს, რომ ოზგანი კონფედერაციის საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომელსაც კონფედერაციისა და სამხრეთ რუსეთის კაზაკობის დაახლოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის “ატამანთა ატამანი” შეარქვეს. 1989 წლის 26 აგვისტოს სოხუმში ე.წ. კავკასიის მთიელ ხალხთა პირველი  ყრილობა ჩატარდა, სადაც “კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა” დაარსდა. 1991 წლის 1 ნოემბერს კავკასიის მთიელ ხალხთა მესამე  ყრილობაზე, რომელშიც მონაწილებას 16 კავკასიური ეთნოსის წარმომადგენელი იღებდა, ასამბლეა  “კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციად” ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქად სოხუმი გამოცხადდა. კონფედერაციის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ კონსტანტინე ოზგანი იყო, რომელიც კონფედერაციის შექმნის შემდეგ მასში არსებულ ერთ-ერთ ორგანოს –  თემების კომიტეტს – ხელმძღვანელობდა.
  • აფხაზთა კრების წევრი მალხაზ პატარაია “მითების დეტექტორთან” აღნიშნავს, რომ კონფედერაციის შექმა რუსული პროექტი იყო, რასაც ის ფაქტი ამტკიცებს, რომ კონფედერაცია აფხაზეთის ომის დასრულებისთანავე დაიშალა.
  • მალხაზ პატარაია იხსენებს, რომ ოზგანის ერთ-ერთი პირველი ანტი-ქართული აქტივობა 1978 წლის 4 მაისს გაგრაში მანიფესტაციის ორგანიზება იყო, სადაც ოზგანი და აქციის მონაწილეები, პრო-ქართული პოლიტიკის გამო, გაგრის ქალაქკომის პირველი მდივნის, კვანტალიანის გადაყენებას ითხოვნდნენ. მანიფესტაციების შედეგად, კვანტალიანის ნაცვლად თანამდებობაზე ასენიკო გვარამია დაინიშნა, რომელიც გუდაუთის რაიკომის პირველი მდივანის პოსტზე სწორედ კონსტანტინე ოზგანმა ჩაანაცვლა.
  • 1989 წლის 18 მარტს  სოფელ ლიხნში, აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები შეიკრიბნენ და ხელი მოაწერეს  ე.წ. ” ლიხნის წერილს”. მალხაზ პატარაიას თქმით, ლიხნის წერილის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ კონსტანტინე ოზგანი იყო, რომელიც  ამ პერიოდში უკვე აფხაზეთის სსრ-ს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე   გვევლინება. აღნიშნული დოკუმენტის ხელმომწერები საქართველოს სსრ-დან აფხაზეთის გამოყოფას მოითხოვდნენ.
  • საბჭოთა კავშირის დაშლისა და აფხაზეთის ომის შემდეგ, 1996-97 წლებში ოზგანი აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრის” პოსტს იკავებდა, 1997-99 წლებში ოზგანი ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი იყო, ხოლო 2002 წელს “პარლამენტის” ვიცე-სპიკერი გახდა.

ტყუილი 2: ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის დაწყება 1960-იანი წლებიდან კონსტანტინე ოზგანს უკავშირდება.

რეალობა: ანტიქართული იდეოლოგიის გავრცელება 1900-იან წლებში რუსეთმა დაიწყო.

ანტიქართული განწყობების გაღვივება 1960-იან წლებში არ დაწყებულა და ის ერთი მხრივ, რუსეთის იმპერიის პოლიტიკას, მეორე მხრივ კი, სტალინის ნაციონალისტურ პოლიტიკას უკავშირდება.
ანტიქართული იდეოლოგიის გავრცელება რუსეთმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შექმნამდე, მეოცე საუკუნის ათიან წლებში დაიწყო. პირველი ასეთი ფაქტი 1907 წელს დაფიქსირდა, როდესაც გამოქვეყნდა ვორონოვის   ბროშურა წარწერით: “Абхазия не Грузия” – აფხაზეთი საქართველო არ არის, რასაც შემდგომში რუსეთის მხრიდან ანტიქართული განწყობების გაღვივება მოჰყვა.

"

საბჭოთა კავშირის პერიოდში კი ე.წ. აფხაზური საკითხს საბჭოთა კავშირი ქართული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბერკეტად იყენებდა. როგორც კი ქართული საზოგადოება დაიწყებდა ბრძოლას თავისუფლებისთვის, აფხაზური სეპარატიზმი იყო ძალა, რომელიც არაეფექტიანს ხდიდა ამ ბრძოლას და საბოლოოდ ახშობდა მას, ვინაიდან იგი ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ დაპირისპირებას იწვევდა .


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist