ისტორიის გაყალბება: გერმანიამ საქართველოს ისტორიული ტერიტორიები დააკარგვინა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

dfg
2.8k
VIEWS

8 ივნისს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა ადვოკატ კახა როდინაძის სტატია, სათაურით „გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის დაკარგვაში“. სტატიის ავტორი ვიკიპედიის მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თითქოს 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელშეკრულებით გერმანიამ საბჭოთა რუსეთს ის ტერიტორიები წაართვა, რომელიც ისტორიულად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა; ხოლო 1918 წლის 28 მაისს დადებული ფოთის ხელშეკრულებით, გერმანიას საქართველოს სტრატეგიული წერტილების ოკუპაციის უფლება ეძლეოდა.

კახა როდინაძე, ადვოკატი: “1918 წლის 3 მარტს, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე თითქმის 3 თვით ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმისა და ყარსის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომ ქართველ ხალხს… 1918 წლის 28 მაისს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, დაიდო ფოთის ხელშეკრულება გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აღიარა გერმანიის პროტექტორატი (მფარველობა), რითაც, სხვა პირობებთან ერთად, გერმანიას ჰქონდა გერმანული საექსპედიციო ძალებით საქართველოს სტრატეგიული წერტილების ოკუპაციის უფლება.”

სტატიაში მოყვანილი მტკიცებები დეზინფორაციაა, რადგან ისტორიული წყაროები საპირისპიროზე მეტყველებენ და ხაზს უსვამენ გერმანიის დახმარებას საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით; ხოლო ვიკიპედიის მასალები ვალიდური მტკიცებულებად არ გამოდგება, რადგან ვიკიპედიაზე სტატიის განთავსება და არსებული სტატიების რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ფაქტი 1. რუსეთმა ამიერკავკასიის ინტერესთა გაუთვალისწინებლად მოაწერა ხელი ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებას.

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში, ერთი მხრივ, ცენტრალურ სახელმწიფოებს – გერმანია, თურქეთი, ავსტრია-უნგრეთი და ბულგარეთი, ხოლო მეორე მხრივ საბჭოთა რუსეთს შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა, ამიერკავკასიის მთავრობის ინტერესთა უგულებელყოფით, ყარსი, არდაგანი და ბათუმი თურქეთის სასარგებლოდ დათმო. მეტიც, რუსეთმა 1917 წლის ბოლოს ფრონტიდან ჯარები მოხსნა და ამიერკავკასია ოსმალური ჯარების წინაშე დაუცველი დატოვა. რუსეთს გეორგიევსკის ტრაქტატით ევალებოდა საქართველოს ტერიტორიების დაცვა, თუმცა 1917 წელს მან კიდევ ერთხელ დაარღვია ეს ვალდებულება, რაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საგარეო პრიორიტეტების შეცვლის ფორმალურ იურიდიულ საფუძვლად იქცა. ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ 1918 წლის 10 თებერვალს მოწვეულმა ამეირკავკასიის სეიმმა ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოსმალეთისთვის გადაცემაზე უარი თქვა, თუმცა თურქეთი ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას მოითხოვდა. თურქეთის ჯარმა მესხეთი, ოზურგეთი და ბათუმი დაიკავეს.

1918 წლის 11 მაისს ბათუმში ამიერკავასია-ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია განახლდა, რომლის ფარგლებშიც ოსმალეთი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით მიღებული ტერიტორიების გაფართობასა და თბილისზე, ალექსანდროპოლსა (თანამედროვე გიუმრი) და ეჩმიაწინზე კონტროლს იხოვდა. ასეთ ვითარებაში საქართველოში გერმანული დელეგაციის ხელმძღვანელმა გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს აკაკი ჩხენკელს საქათველოს თურქეთის ოკუპაციისგან დაცვა და სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში მხარდაჭერა შესთავაზა.

"

ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება

ფაქტი 2. 1918  წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გერმანიის მხარდაჭერით გამოცხადდა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს გერმანიასთან აქტიური დიპლომატიური ურთიერთობებით და მათი უშუალო თანადგომით გახდა შესაძლებელი. 1918 წლის 24 მაისს თბილისში აკაკი ჩხენკელის ხელმოწერით, ქართველი დიპლომატის ზურაბ ავალიშვილის მიერ შედგენილი დეპეშა გაიგზავნა:

"

წყარო: ზურაბ ავალიშვილი, ქართველი დიპლომატი (საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში)

ფაქტი 3. 1918 წლის 28 მაისის, ფოთის შეთანხმებით, გერმანია ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა და მას სუვერინიტეტის განმტკიცებაში ეხმარებოდა.

"

1918 წლის 28 მაისს „დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“ ფოთში დაიდო. შეთანხმებას ხელს აწერდნენ, ერთი მხრივ, გერმანიის საიმპერატორო  მთავრობის წარმომადგენელი ბავარიის გენერალი-მაიორი ფონ-ლოსსოვი და საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი. იგი შედგებოდა ხუთი მუხლისაგან:

I. საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს.

II. საქართველო ნებას აძლევს გერმანიის მთავრობას ომის დასრულებამდე ისარგებლოს საქართველოს რკინიგზებით ოთხივე მოკავშირე სახელმწიფოების ჯარების და სამხედრო მასალის გადასატანად. რკინიგზების ამ კუთხით ზედამხედველობისათვის თბილისში არსდება განსაკუთრებული კომისია გერმანიის ხელმძღვანელობით, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. გათვალისწნებულია გერმანიის მცირე რაზმების დაყენება რკინიგზის სადგურებსა და ფოთის ნავსადგურში.

III-IV. დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების დაარსების შესახებ

V. მხარეებს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ოფიციალური ტრაქტატით.

ფოთის ხელშეკრულების მნიშნველობაზე საუბრობს თავის ნაშრომში საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი და აღნიშავს შემდეგს:

"

წყარო: ზურაბ ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკიაში

1918 წლის 27 აგვისტოს გერმანიამ მეორე ეგზისტენციალური საფრთხეც აარიდა საქართველოს. საბჭოთა რუსეთთან გერმანიის მიერ დადებული დამატებითი ხელშეკრულების მე-15 მუხლში ეწერა “საბჭოთა რუსეთი თანახმაა გერმანიამ აღიაროს საქართველოს დამოუკიდებლობა“. ეს საქართველოს ხელს-ფეხს უხსნიდა გამხდარიყო საერთაშორისო სამართლის სრულფასოვანი წევრი.

ფაქტი 4. 1918 წლის 28 მაისს ფოთში დადებული დამატებითი შეთანხმებით გერმანია საქართველოს ეკონიმკურ დახმარებას უწევდა.

დამატებითი შეთანხმებით გერმანია საქართველოს სესხს გამოუყოფდა. გერმანია პასუხისმგებლობას იღებდა საქართველოსთან გემთა მიმოსვლა უზურნველეყო  და შეემსუბუქებინა საქარხნო, ნახევრად დამუშავებული საქონლისა და სანოვაგის ჩამოტანა. ასევე გერმანიას ენიჭებოდა განსაკუთრებული უფლება რკინიგზებისა და ფოთის ნავსადგურის გამოყენების და მადნეულის მოპოვების, თუმცა მას ზედამხეველობას საქართველოს მთავრობა გაუწევდა.

ფაქტი 5. გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური დახმარებით საქართველომ თავიდან აიცილია ოსმალური ოკუპაცია 1918 წელს

1918 წლის 10 ივნისს გერმანიის ჯარი საქართველოში შემოვიდა. მათ ასევე შეუერთდნენ საქართველოში მცხოვრები გერმანელები, რომლებიც აქ მე-18 საუკუნიდან ცხოვრობდნენ და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლს ასრულებდნენ, ასევე გერმანელი ტყვეები. კავკასიაში გერმანული ექსპედიის ხელმძღვანელი ბარონი ფრიდრიხ ფონ კრესენშტაინი თავის მოგონებებში “ჩემი მისია კავკასიაში” აღნიშნავს, რომ გერმანიამ საქართველოში 19500 ჯარისკაცი შემოიყვანა ქვეყნის დაცვის მიზნით. გერმანია ეხმარებოდა საქართველოს ინსტიტუციების მშენებლობაში, რადგან გერმანია საქართველოს კავკასიაში ლიდერ და საყრდენ ქვეყნად განიხილავდნენ. სწრაფადვე ფორმირებულმა სამხედრო რაზმებმა 1918 წელს დაიკავეს ძირითადი სადგურები და ქართულ ჯართან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს და შეაჩერეს ოსმალური ოკუპაცია. ამასთანავე ფოთში დადებული ხელშეკრულების პოლიტიკური ზეგავლენით, იმ პერიოდში, არავის შეეძლო საქართველოს ოკუპაცია, მათ შორის არც ოსმალეთის იმპერიას.

"

გერმანელთა ჯარის შემოსვლა თბილისში, 1918.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

"

ქართული არმიის შენაერთი გერმანელი ჯარისკაცის დაკრძალვაზე, თბილისი, 1918წ.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ვიკიპედიის შესახებ

ვიკიპედია არის თავისუფალი, მრავალენოვანი ღია ონლიან-ენციკლოპედია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მასალის რედაქტირების და გავრცელების შესაძლებლობას აძლევს. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე ვიკიპედიის მასალებზე საავტორო უფლებები არავის არქონა შეუძლია მოითხოვოს. ამ პლატფორმაზე მასალების განთავსების სიადვილე მისი კრიტიკის მთავარი მიზეზია, რადგან არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე.

წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტების განხილვა კი სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდზე ხდება.

"


“მითების დეტექტორის” ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist