იყო თუ არა საქართველო სსრკ-ის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

2020 წლის 27 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “Historicana.ru – исторические фотографии” გამოაქვეყნა ქალაქ თბილისის ფოტო, სათაურით “საქართველო. სსრკ-ის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა. 70-იანები”.

1 დეკემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ”  გამოაქვეყნა ინტერვიუ კომუნისტური პარტიის ლიდერ თემურ ფიფიასთან, რომელიც ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი ადამიანის სოციალურ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, მისი დაშლის შემდეგ კი საქართველომ განვითარების პერსპექტივა დაკარგა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და მათ სოციალიზმის დაბრუნება სურთ.

;

Historicana.ru-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მანიპულაციურია და ფაქტობრივ მონაცემებს არ შეესაბამება. საქართველოს სსრ 70-იან წლებსა და სსრკ-ის არსებობის სხვა პერიოდში სიმდიდრითა და ეკონომიკის სხვადასხვა მაჩვენებლით სხვა საბჭოთა ქვეყნებს ჩამოუვარდებოდა და შესაბამისად ყველაზე მდიდარ რესპუბლიკას არ წარმოადგენდა.

მითების დეტექტორი ამ საკითხზე სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს გთავაზობთ.

  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი საშუალებაა სახელმწიფოების და რეგიონების შედარებისთვის. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, იქამდე, სანამ ცალკეული სახელმწიფოები დამოუკიდებლად არსებობას დაიწყებდნენ, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1990 წელს 1614.6 აშშ დოლარი იყო, რაც რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის მაჩვენებლებს ჩამოუვარდებოდა და მე-7 ადგილს იკავებდა.

სახელმწიფო მშპ, ერთ სულ მოსახლეზე ($)
საქართველო

უკრაინა

სომხეთი

აზერბაიჯანი

რუსეთი

ბელარუსი

ლიეტუვა

ლატვია

ესტონეთი

ყაზახეთი

ყირგიზეთი

თურქმენეთი

ტაჯიკეთი

უზბეკეთი

მოლდოვა

1614.6

1569.7

636.7

1237.3

3485.1

1704.7

2841.3

2796.3

3550.0

1647.5

608.9

869.6

496.4

651.4

972.1

წითლად აღნიშნულია სახელმწიფოები, რომელთა მაჩვენებელიც საქართველოზე მეტი იყო
წყარო: მსოფლიო ბანკი

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აღნიშნული სახელმწიფოების მშპ-ს 1990 წლამდე ვერ შევადარებთ, თუმცა შესაძლებელია, შევადაროთ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც სახელმწიფოს განვითარებაზე და სსრკ-ის შემადგენელი რესპუბლიკების ეკონომიკაზე ზოგად წარმოდგენას მოგვცემს.

უპირველეს ყოვლისა, შეგვიძლია რესპუბლიკები ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლით შევადაროთ. ვინაიდან და რადგანაც Historicana.ru-ს პოსტი ყურადღებას 70-იან წლებზე ამახვილებს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ წლებსა და ზოგადად მთლიან 2 ათლწლეულში (1970-1988) საქართველოს სსრ-ის ეროვნული შემოსავალი სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ შემოსავალს  ჩამორჩებოდა. მაგალითად, 1970 წელს საქართველოს ეროვნული შემოსავლის რაოდენობა 4099 მილიონ რუბლი შეადგენდა. ამ რაოდენობაზე მაღალი მონაცემები კი ამ წელს 6 სხვა რესპუბლიკას ჰქონდა (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ლიეტუვა) და საქართველო მე-7 ადგილს იკავებდა. 1980 წელს საქართველომ მონაცემებით მართალია, გაუსწრო ლიეტუვას, თუმცა მას გადაუსწრო აზერბაიჯანმა, შესაბამისად საქართველომ ვერც ამ პერიოდში დაიკავა აღნიშნულ მონაცემებში პირველი ადგილი.

;
ეროვნული შემოსავალი 1970-1988  (მილიონი რუბლი)

ასევე, შესაძლებელია, აღნიშნული მონაცემები ერთ სულ მოსახლეზე ვნახოთ, რათა მონაცემების შედარებისას მოსახლეობის რაოდენობის განსხვავებაც იყოს გათვალისწინებული. ამავე წყაროს მიხედვით, თუ ამ მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე დავიყვანთ, საქართველო მაინც არ ინაცვლებს პირველ ადგილას. ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს 1970 წელს რუსეთზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ყაზახეთზე, ლიეტუვაზე, მოლდოვაზე, სომხეთზე, თურქმენეთზე, ლატვიასა და ესტონეთზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ამ მონაცემებით საქართველო 15 რესპუბლიკას შორის მე-11 ადგილს იკავებდა.

;
ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 1970-1988 (რუბლი)

ამასთანავე, რესპუბლიკები შესაძლებელია სხვადასხვა ვიწრო სფეროებით შევადაროთ, როგორებიცაა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ა. შ. მაგალითად საქართველო არ გამოირჩეოდა პირველობით ისეთ საკითხში, როგორიცაა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ინდუსტრიული გამომუშავება, სადაც წამყვან როლს ისევ რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იკავებდნენ. საქართველოს მაჩვენებელი სხვა სახელმწიფოებს ასევე ჩამოუვარდებოდა ინდუსტრიასა და სოფლის მეურნეობაში მუშათა პროდუქტიულობის ზრდის მხრივ, რაზეც ამ სფეროების შემდგომი განვითარება იყო დამოკიდებული.

;
მთლიანი ინდუსტრიული გამომუშავება ერთ სულ მოსახლეზე როგორც სსრკ-ის საშუალოს პროცენტული შემადგენელი.

ასევე შეგვიძლია შევადაროთ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ბიუჯეტები, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთლიანი ბიუჯეტის შედარება მოსახლეობის განსხვავების ფაქტორს უგულებელყოფს. მთლიანი ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, 1970-1980 წლებში და საქართველო კვლავ არ იყო ბიუჯეტით ყველაზე მდიდარი სახელმწიფო და ამ მაჩვენებელშიც ჩამოუვარდებოდა მაგალითისთვის უკრაინას, ბელარუსს, უზბეკეთს და სხვა სსრ-ებს. ამ მხრივ, საქართველოს სსრ 70-იან წლებში მე-7 ადგილს იკავებდა.

;
რაოდენობა მოცემულია მილიარდ რუბლში

historicana.ru-ს მტკიცება ასევე ვერ მართლდება ვაჭრობის საკითხებში. საბჭოთა ფასების მიხედვით, 1989 წლისთვის ვაჭრობის დადებით სალდო საგარეო ვაჭრობაში  მხოლოდ აზერბაიჯანსა და ბელარუსს ჰქონდათ.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist