ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ისრაელიდან გამოუსადეგი ვაქცინები შემოაქვთ, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

26
VIEWS

1 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა გივი ჩაჩანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მისი მტკიცებიღ, “კვალიფიციურ ქართველ ექიმზე” დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში ისრაელიდან იქ “დაბრაკული” ვაქცინები შემოაქვთ. კერძოდ,  ვაქცინები, რომელთაც ისრაელში უკუჩვენებები გამოიწვია. ტექსტის ავტორი კვალიფიციური ექიმის ვინაობას არ აკონკრეტებს და ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. პოსტს 9 თებერვლის 12:00 საათის მონაცემებით 337 გაზიარება აქვს.

;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ისრაელიდან დაბრაკული ვაქცინები შემოაქვთ, ტყუილია. საქართველო Covax პლატფორმის წევრია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებულ ვაქცინებს მიიღებს. საწყის ეტაპზე კომპანია Pfizer-ის ვაქცინების შემოტანა იგეგმება, რაც ისრაელშიც დამტკიცებულია და მასშტაბური ვაქცინაცია მიმდინარეობს.

  • რომელი ვაქცინის შემოტანა იგეგმება საქართველოში და რომელ ვაქცინა გამოიყენება ისრაელში?

30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 250 დოზა თებერვლის ბოლოს შემოვა, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, მარტში განიხილება AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანაც.

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინებზე წვდომის Covax პლატფორმის წევრია და ქვეყანაში სწორედ ამ პლატფორმაზე განთავსებული, შესაბამისად, WHO-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინები შემოვა. ამირან გამყრელიძის თქმით, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს შეუძლია აარჩიოს, თუ Covax პლატფორმის რომელ ვაქცინას შემოიტანს ქვეყანაში.

რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაცია პირველ ეტაპზე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ეს ვაქცინა უკვე მიღებულია და არა “დაბრაკული.” ისრაელმა ასევე დაამტკიცა Moderna-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა და შეთანხმება დადო AstraZeneca-სთან, ამ კომპანიების ვაქცინების შეტანა ქვეყანაში 2021 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

ამ დროისათვის ისრაელის მოსახლეობის 61.3% აცრილია და ამ მონაცემით ის მსოფლიოში ლიდერი სახელმწიფოა.

;

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, უკუჩვენებები აცრილი მოსახლეობის მხოლოდ 0.3%-ს გამოუვლინდა, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა და ვაქცინის დადასტურებამდე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ისინი უკვე დაფიქსირებული და განხილული იყო, მათ უმრავლესობა კი მალევე გაქრა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

 

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist