ინფორმაცია, თითქოს ნორვეგიაში ინცესტი დაკანონებულია, ტყუილია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.1k
VIEWS

2018 წლის 18 აპრილს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში იურისტმა ვაჟა აბაკელიამ განაცხადა, რომ ნორვეგიაში ინცესტი დააკანონეს. ამასთანავე რესპონდენტი ნორვეგიელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს, აცხადებს რა, ნორვეგიელები, რომლებმაც  მსოფლიო “გააბინძურეს”, სჯობდა, საერთოდ არ გაჩენილიყვნენ.

ვაჟა აბაკელია, იურისტი: „როგორ იყო ნორვეგიაში შე კაი კაცო… ინცესტი დაიარსეს იქ და ერთსქესიანთა ქორწინებას აწვებიან და მაგარი ბიჭები გამოვიდნენ. მაგარია? – მე გეკითხებით თქვენ. ნავები კი არა, საერთოდ არ გაჩენილიყვნენ ამ ქვეყანაზე კაცო, მსოფლიო ის ქნეს, გააბინძურეს რაა!“.

ვაჟა აბაკელიას განცხადება დეზინფორმაციაა. ნორვეგიაში ინცესტი კანონით აკრძალულია. მითი დასავლურ ქვეყნებში ინცესტის დაკანონების შესახებ უკვე წლებია ვრცელდება და დასაველთში საქართველოს ინტეგრაციის შემთხვევაში იდენტობის დაკარგვის საფრთხეს უკავშირდება, რაც  სხვა საკითხებთან ერთად პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენს.

     1. ნორვეგიაში ინცესტი დასჯადია

ნორვეგიაში ინცესტი დანაშაულად ითვლება. ნორვეგიის სამოქალაქო კოდექსში ვკითხულობთ, რომ “ნებისმიერი პირი, რომელიც ამყარებს სექსუალურ კავშირს  დაღმავალი შტოს სისხლით ნათესავთან პასუხისმგებელია თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს 5 წლის ვადით. “

"

    2. მითები ინცესტის შესახებ უკვე წლებია ვრცელდება

ქართულ მედია სივრცეში ინცესტთან დაკავშირებული დეზინფორმაცია უკვე წლებია ვრცელდება, რომლის მიზანიც მოსახლეობაში  ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა. კრემლისტურ ჯგუფებს ინცესტის გარშემო დეზინფორმაციის გავრცელებით სურთ ევროპული ღირებულებები დანაშაულს და გარყვნილებას დაუკავშირონ და საზოგადოებაში იდენტობის დაკარგვის საფრთხე შექმნან. როგორც ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე ჩანს, პირველად ეს მითი ქართულ დისკურსში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შემოიტანა:

"

     3. როგორ რეგულირდება ინცესტი სვადასხვა ქვეყანაში

ევროპის უმეტეს ქვეყანაში (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრია, დანია, შვედეთი, ირლანდია, საბერძნეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ფინეთი, უნგრეთი, ხორვატია, ბულგარეთი და რუმინეთი)  კანონმდებლობა ნათესაური სექსუალური კავშირების მიმართ საკმაოდ მკაცრია. მაშინ, როცა კრემლისტური ჯგუფები დასავლეთის ქვეყნებში ინცესტის დაკნონების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, თავად რუსეთში სრულწლოვანთა შორის ინცესტუალური ურთიერთობები დღემდე არ არის დასჯადი ქმედება.

ქვეყანა კანონმდებლობა
იტალია ნათესაური სექსუალური კავშირები იტალიური კანონდებლობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2დან 8წლის ვადით.
საფრანგეთი 2010 წელს სახელმწიფომ  შეცვალა დამოკიდებულება ინცესტთან დაკავშირებით, მას მიენიჭა სექსუალური ძალადობის კვალიფიკაცია.
ამერიკა აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა გამორჩეულად მკაცრია. გარდა იმისა, რომ ქორწინების შეზღუდვა ნათესავების საკმაოდ ფართო წრეზე ვრცელდება,ზოგიერთ შტატში ახლო ნათესავებს შორის ქორწინების მსგავსი თანაცხოვრებაც დასჯადია.
გერმანია გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით ნათესაური სექსუალური კავშირი დასჯადია თავისუფლების აღკვეთით სამი წლის ვადით.
ბრიტანეთი 2003 წელს სექსუალი ძალადობის აქტში შესული ცვლიებების შედეგად ბრიტანეთში ინცესტის წინააღმდეგ კანონი გამკაცდრა, პოტენციური ძალადობისგან ადამიანების დასაცავად გაფართოვდა სექსუალური ძალადობის განსაზღვრის სპექტრი.
ირლანდია 1908 წლის 21 დეკემბერს შექმნილი ინცესტის აკრძალვის აქტის მიხედვით, ირლანდიის რესპუბლიკაში ინცესტი გახდა კრიმინალიზებული. ირლანდიის სახელმწიფო სოციალური სმასახურების დახმარებით ცდილობს არასრულწლოვნების დაცვას სექსუალური ძალადობისგან.
საქართველო 2007 წელს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით, საქართველოში ქორწინება აიკრძალა ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის.
მოლდოვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში სრულწლოვან ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირი მხოლოდ მოლდოვაშია დასჯადი სისხლის სამართლის წესით.
რუსეთი რუსული კანონმდებლობა სრულწლოვანთა შორის ინცესტს დღემდე არ კრძალავს.

პროპაგანდის მეთოდი

Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნორვეგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist