ინფორმაცია, თითქოს კერძო სკოლაში დავალიანების გამო მოსწავლე სწავლას საჯარო სკოლაში ვეღარ გააგრძელებს, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33
VIEWS

1 მარტს ვებ-გვერდმა itv.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კერძო სკოლის მოსწავლეს, რომლის მშობელიც გადასახადს ვერ დაფარავს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საჯარო სკოლებშიც არ მიეცემა.  itv.ge-ის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მიიღო.
იდენტური ინფორმაცია ამავე დღეს საიტმა ttimes.ge-მაც გამოაქვეყნა.

საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ინფორმაცია 1 მარტს მანიპულაციურად გაშუქდა “ტვ პირველის” საინფორმაციო გამოშვებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბავშვი სხვა სკოლაში სწავლას იქამდე ვერ გააგრძელებს, ვიდრე მშობელი დავალიანებას ძველ სკოლაში არ დაფარავს.

;
;

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლის მოსწავლე სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სტატუსს კარგავს და სწავლის გაგრძელებას ვერც სხვა საჯარო ან კერძო სკოლაში შეძლებს, სიმართლეს არ შეესაბამება.  საქართველოს პარლამენტში შესული ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებსა და მშობლებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებს ეხება,  მოსწავლეს სხვა სკოლაში  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას არ შეუზღუდავს. 

კერძო სკოლებთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც კერძო სკოლებს უფლებას აძლევს, დავალიანების არსებობის შემთხვევაში მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველ მარტს განიხილეს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის შესახებ არსებულ კრიტიკას ინიციატივის თანაავტორი, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სინამდვილეში, კანონში შეტანილი ცვლილება ბავშვების უფლებებს გააძლიერებს, რამდენადაც კანონში  სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში მოსწავლის გადაყვანის პროცესში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გაიწერა და კერძო სკოლის ვალდებულება – მოთხოვნისთანავე გადასცეს მშობელს მოსწავლის დოკუმენტაცია – დარეგულირდა.

რა წერია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში?
“საკანონმდებლო ინიციატივა არ გულისხმობს, რომ თანხის გადაუხდელობის გამო კერძო სკოლის მოსწავლე საჯარო სკოლაშიც ვერ ისწავლის. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი შვილის სწავლის საფასურს დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხდის, კერძო სკოლას ეძლევა უფლება, მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს. თუმცა სტატუსის შეჩერება არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი იმ მშობლებისთვის, რომლებიც შვილის გადაყვანას სხვა საჯარო ან კერძო სკოლაში მოინდომებენ.  ამავე ინიციატივის საფუძველზე სკოლა ვალდებულია, მიმღები სკოლიდან წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე მოსწავლეს სტატუსი აღუდგინოს და მოსწავლის პირადი დოკუმენტაცია გაგზავნოს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, კერძო სკოლამ დავალიანების არსებობის გამო მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება განათლების სამინისტროში უნდა გააგზავნოს, მშობელმა კი ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანის თაობაზე განცხადებით  მიმართოს სკოლას. კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს გადასცეს.

იმ შემთხვევაში, თუ კერძო სკოლა დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ან შეეცდება, რომ ფინანსური დავალიანების გამო დოკუმენტაციის გაცემა შეაყოვნოს,  კანონპროექტის საფუძველზე მას ავტორიზაცია შეუჩერდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist