ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინით არ აიცრება, ტყუილია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

13 მარტს გაზეთ “ახალი თაობის” ონლაინ ვერსიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინით არ აიცრება.” სტატიაში მოყვანილია ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი, სადაც აღნიშნავს, რომ სტატუსით არ ისარგებლებს და ვაქცინას იმ მოქალაქეებზე ადრე არ გაიკეთებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

“ახალი თაობის” მასალა გაზიარდა ჟურნალმა “სარკეს” ფეისბუქ გვერდსა და საჯარო ჯგუფებში, მათ შორის “პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მხარდამჭერები” და “კორონავირუსი/Covid-19 ერთად დავამარცხოთ.”

;

“ახალი თაობის” სტატიის სათაური დეზინფორმაციულია, რადგან ჯანდაცვის მინისტრს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. უშუალოდ ინფორმაციაში მითითებულ კომენტარში კი ეკატერინე ტიკარაძე იმაზე საუბრობს, რომ თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით ვაქცინაციის პროცესში არ ისარგებლებს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ის ასტრაზენეკას ვაქცინაზე უარს ამბობს. 

მას შემდეგ, რაც 13 მარტს საქართველოში  AstraZeneca-ს  კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი 43 200 დოზა შემოვიდა. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ის ვაქცინის გაკეთებას ჯერ არ აპირებს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აიცრება, რადგან ზოგიერთ ადამიანს ვაქცინა მასზე მეტად სჭირდება, ტიკარაძეს ამ განცხადებაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია არ დაუკონრეტებია.

ეკატერინე ტიკარაძე, 13 მარტი: „შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე.”

ტიკარაძეს არათუ უარი არ უთქვამს AstraZeneca-ს ვაქცინაზე, არამედ დღესვე აღნიშნა, რომ საქართველოში შემოტანილ AstraZeneca-ს ვაქცინის ხარისხის ეჭვქვეშ დასაყენებელი არავითარი მიზეზი არ არსებობს.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია შერჩეულ 82 სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალისთვის 15 მარტიდან დაიწყება, მედიკოსების დასარეგისტრირებლად საიტი booking.moh.gov.ge უკვე ფუნქციონირებს.

AstraZeneca-ს წარმოებული კოვიდსაწინააღმედგო ვაქცინის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist