ინფორმაცია, თითქოს არასამთავრობოებმა ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოთხოვეს, მცდარია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

39
VIEWS

2021 წლის 12 მარტს, ვებ-გვერდ Goal.ge-ზე ინფორმაცია, შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “ქართულმა არასამთავრობოებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს”. Მასალაში ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ დოჰას ტურნირზე მიღწეულ წარმატებაზე და მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებაზეა საუბარი. ინფორმაციას ერთვის სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას და ნიკოლოზ ბასილაშვილის ფოტოები, რაც სათაურთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სახალხო დამცველიც ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მხარდამჭერია.

Goal.ge: “რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა. რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერი 3 სეტში დაამარცხა, რის შემდეგაც ქართულმა არასამთავრობოებმა ტურნირის ორგანიზატორებს მიმართეს”.

12

მასალას სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას მიმართ ნეგატიური კომენტარები მოჰყვა.

3

სოციალურ ქსელში goal.ge-ს მასალა ამავე ვების ფეისბუკ გვერდმა, ასევე სპორტმა გამოაქვეყნა.

4

goal.ge-ს პუბლიკაციის სქრინები ნინო ლომჯარიას და ბასილაშვილის ფოტოთი და სათაურით, რომლის თანახმადაც ქართული არასამთავრობოები ბასილაშვილის ტურინირიდან მოხსნას ითხოვდნენ  ფეისბუქ გვერდებზე  “მიხეილ უკრაინოლოგი”, “კონსერვატიული პლატფორმა” და “Gakharia” გამოქვეყნდა. მიხეილ უკრინოლოგისა და გახარიას გაზიარებას ამ ინფორმაციის მიმართ კრიტიკული კომენტარი ახლდა თან.

56

7

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი არასამთავრობოები ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნას ითხოვენ, მცადრია. Goal.ge-ს სტატიის სათაური სახალხო დამცველის ფოტოსთან ერთად მანიპულაციური, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არასამთავრობოებთან ერთად ქართველი სპორტსმენების ტურნირიდან მოხსნა ნინო ლომჯარიამაც მოითხოვა.

აღნიშნულ მასალას ომბუდსმენის ოფისი  გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო და ის სახალხო დამცველის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიად შეაფასა.

8

Goal.ge-ს მიერ გამოქვეყნებული მასალა წყაროდ რუსთავი 2-ის სიუჟეტს ეყრდნობა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი აცხადებს, თითქოს არასამთავრობო ორგანზიაციებმა ბასილაშვილის მოხსნის მოთხოვნით ტურნირის ორგანიზატორებს მიმართეს:

Რუსთავი 2: “ბასილაშვილის ინტერესების დამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე ორგანიზაციამ თბილისიდან, სპორტსმენის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა”.

მიუხედავად იმისა, რომ goal.ge-ს წყარო ბასილაშვილის ადვოკატის რუსთავი 2-ზე გაკეთებული განცხადებაა, გამოცემა ერთი წყაროს კომენტარზე დაყრდნობით სათაურში მტკიცებით ფორმაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ არასამთავრობოების მიერ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნის მოთხოვნა რეალური ფაქტია. უფრო მეტიც, ამ მცდარ ქმედებას ვიზუალური მანიპულაციის გზით ის სახალხო დამცველსაც მიაწერს.

გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურნენ ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე არასამთვრობო ორგანზიაციის წარმომადგენლები, რომლებმაც უარყვეს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ფაქტი დისკრედიტაციულ კამპანიად შეაფასეს.

Მითების დეტექტორი ორგანზიაცია “საფარის” ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას დაუკავშრდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია საინფორმაციო ომის წარმოებად შეაფასა.

Ბაია პატარაია: “როდესაც ცნობილი ადამიანია გარეული დანაშაულში და ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლოსადმი ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, საინფირმაციო ომის წარმოება სასამართლო დავაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბასილაშვილის მხარე გათამამდა დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და გადაწყვიტა შეტევაზე გადმოსვლა. ბასილაშვილის რეპუტაცია დაუპირისპირეს არასამთავრობოების რეპუტაციას იმ იმედით, რომ წარმატების პიკში მყოფი სპორტსმენი ხალხის აგრესიას ადვილად მიმართავდა მსხვერპლის უფლებადამცველ ორგანიზაციებზე.”

განცხადება გააკეთა ასევე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.

Პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის: “ცალსახად ვამბობთ, რომ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება ერთის მხრივ ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, ხოლო მეორეს მხრივ, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას”.


Goal.ge-ს არქივი
Gakharia-ს არქივი
Მიხეილ უკრაინოლოგის არქივი
Სპორტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist