იმყოფებოდა თუ არა გახარია მოსკოვში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

43
VIEWS

 განახლება მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას შოთა აფხაიძემ მიმართა, რომელიც აცხადებს, რომ ის ნიუსფრანტის რედაქტორი არასოდეს ყოფილა, თუმცა თავად ნიუსფრანტის 2020 წლის თებერვლის მასალაში ის ამ გამოცემის რედაქტორად არის მოხსენიებული. აფხაიძე ასევე უარყოფს მის ამჟამინდელ კავშირს “ევრაზიულ ინსტიტუტთან” და აცხადებს, რომ ის ორგანიზაციაში მხოლოდ 2013-2014 წლებში საქმიანობდა. მისი თქმით, მას ამჟამად ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი აქვს დაფუძნებული და როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი საქმიანობს.


26 თებერვალს, 13:48 საათზე, “ევრაზიული ინსტიტუტის” წარმომადგენელმა და News Front-ის ქართული გამოცემის რედაქტორმა შოთა აფხაიძემ გიორგი გახარიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში აღნიშნული იყო, რომ “პროდასავლური ევროატლანტიზაციის კურსის მხარდამჭერი, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომი ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მოსკოვს სტუმრობს!” აფხაძის ინფორმაციით, გახარიას გვერდს მოსკოვის პოლიტელიტებთან დაახლოებული საფრანგეთის შსს მინისტრ კრისტოფერ კასტანერი უმშვენებდა. პოსტს თან ახლდა ფოტო, რომელიც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ის კასტანერისა და გახარიას მოსკოვში ვიზიტს აღბეჭდავდა. 26 თებერვლის 22:16 საათზე აფხაიძემ ამ თემაზე გამოქვეყნებულ მეორე პოსტში გიორგი გახარიას ვიზიტის განრიგი დეტალურად აღწერა. გიორგი გახარიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ აფხაიძის მიერ გამოქვეყნებული ცნობა გამოცემა “ალიამ” და ვებგვერდმა taonews.ge-მაც გამოაქვეყნეს.
;;

 

;

26 თებერვალს ყოფილი პრემიერ მინისტრის თბილისში ყოფნას ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებული ფოტო ადასტურებს.  აფხაიძის პოსტზე თანდართული ფოტო კი რეალურად 2019 წელსაა გადაღებული. გიორგი გახარიას მოსკოვში ვიზიტს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი სოფიო მდინარაძეც უარყოფს. 

შოთა აფხაიძის მიერ პირველ პოსტზე თანდართული ფოტო რეალურად არა 2021 წელს მოსკოვში, არამედ 2019 წელს საქართველოში საფრანგეთის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფ  კასტანერის ვიზიტის დროსაა გადაღებული.

;

ტელეკომპანია პირველმა 26 თებერვლის 21:04 საათზე გიორგი გახარიას ფოტოები გაასაჯაროვა. მედია საშუალების ინფორმაციით, ფოტოები 26 თებერვალს კოსტავას ქუჩაზე იყო გადაღებული. სწორედ ამ ფოტოების საპასუხოდ შოთა აფხაიძემ მისი მეორე პოსტი გამოაქვეყნა. ავტორი ირწმუნებოდა, რომ გახარიამ თბილისში დაბრუნება საღამოს ცხრა საათისთვის მოასწრო.

;;

“მითების დეტექტორი” მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს სოფიო მდინარაძეს დაუკავშირდა. მდინარაძემ თანამდებობა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა. სოფიო მდინარაძემ გავრცელებული ცნობები გახარიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ უარყო და აღნიშნა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

წყაროების შესახებ

taonews.ge-ის საიტი 21 თებერვალს შეიქმნა, მისი “ჩვენს შესახებ” განყოფილება ამ დროისთვის ცარიელია, თუმცა როგორც ტელეკომპანია ობიექტივის ყოფილი წამყვანის ნიკოლოზ მჟავანაძის ფეისბუქ ანგარიშიდან ვიგებთ, taonews.ge სწორედ მჟავანაძეს ეკუთვნის.

;;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

წყარო

ალია
ალია-ჰოლდინგი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist