ჰოუმლენდი: მე-6 სეზონის მთავარი პერსონაჟები ფეიკ ნიუსი და სიმართლე არიან

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

567
686
VIEWS

ამერიკული სერიალი Homeland (სამშობლო) ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად არის მიჩნეული. IMDB-ის შეფასებით, მისი რეიტინგი 8.3/10, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. (ambien) მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობაზე და მის თანამშრომლებზე უამრავი ნამუშევარი არსებობს, Homeland გამორჩეულია იმით, რომ იგი საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენებსა და აქტუალურ საკითხებს კვალდაკვალ მიჰყვება. სერიალი სატელევიზიო ქსელ “Showtime”-ის ეთერში 2011 წლიდან გადის და მიმდინარე წლის 9 თებერვალს ბოლო, მე-8 სეზონის პრემიერა შედგება.

სერიალის მთავარი გმირი, კერი მეთისონი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელია. პირველ სეზონში აშშ საზღვაო ძალების სერჟანტი, ნიკოლას ბროუდი ალ-ქაიდას ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში გმირად ბრუნდება, თუმცა კერი მეთისონი დარწმუნებულია, რომ სერჟანტი ტერორისტებმა გადაიბირეს და იგი აშშ-ის წინააღმდეგ გეგმავს მოქმედებას.

სერიალის მე-6 სეზონი 2016 წელს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებსა და შემდგომ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პერიოდს ემთხვევა. რეალური ფაქტებისგან განსხვავებით, სერიალში აშშ-ის პრეზიდენტი ქალი – ელიზაბეთ ქეინი ხდება. საინტერესოა ის, რომ მის წინააღმდეგ ცილისმწამებულ კამპანიაში ბოტები, ტროლები და დეზინფორმაცია საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობდნენ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის დიდ დოზაზე, სერიალში ამან უფრო ფართო მასშტაბები მიიღო. პრეზიდენტი ქეინი ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანს ტროლებისა და ბოტების “ფაბრიკის” ხელმძღვანელობასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიაში ადანაშაულებს.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სერიალის მსახიობის, მენდი პატინკინის (სერიალში სოლ ბერინსონი) თქმით, მე-6 სეზონის მთავარი პერსონაჟები “ყალბი ამბები” (Fake News) და “სიმართლე” არიან.

სერიალი, მისი მსახიობები და მთელი შემოქმედებითი გუნდი, 170 სხვადასხვა პრესტიჟულ ნომინაციაზე (მათ შორის, EMMY, GOLDEN GLOBE) იყო წარდგენილი და საერთო ჯამში 60 ჯილდო აქვს მოგებული.

სერიალი შეგიძლიათ იხილოთ imovies.ge-ზე.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist