გუბაზ სანიკიძის სახელით და “პალიტრა ვიდეოს” ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

73
VIEWS

20 ოქტომებრს ფეისბუქ მომხმარებლებმა ტატო გიორგაძემ, კოგარაშ იი-მ, Andro Andersen-მა და Levan Nakashidze-მ გუბაზ სანიკიძის ფოტო და ციტატა გამოაქვეყნეს. ციტატის მიხედვით, გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ქრისტემ უდაბნოში 40 დღე იშიმშილა, მიხეილ სააკაშვილი კი უკვე 20 დღეა შიმშილობს, რაც შემთხვევითი არაა. გამოქვეყნებულ ფოტოებზე დატანილია გამოცემა Palitravideo.ge-ის ლოგო.

"
გუბაზ სანიკიძის გავრცელებულ ციტატა ყალბია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებიდან 20 დღის შემდეგ სანიკიძემ იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა, არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება, ხოლო  გავრცელებული ფოტო Palitravideo.ge-ის ფეისბუქ გვერზე გამოქვეყნებული ამ ტიპის ფოტოებისგან ვიზუალურად განსხვავდება. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 20 დღე 20 ოქტომბერს გავიდა. წინა დღეს გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრად იმყოფებოდა. საუბრის განმავლობაში მას ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ციტატის იდენტური ან მსგავსი შინაარსის აზრი არ გამოუთვამს.

გადაცემის ამ ნაწილის დასაწყისში ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სანიკიძეს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე, რის პასუხადაც გუბაზ სანიკიძემ თავისი დამოკიდებულების მკაფიოდ დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ინგა გრიგოლია: თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნება თუ არა სააკაშვილი თანახმა ჰოსპიტალიზაციაზე? და თქვენი პოზიცია მაინტერესებს, როგორია, მან შიმშილობა უნდა განაგრძოს, თუ უნდა შეწყვიტოს, საერთოდ როგრო გესახებათ ამ საკითხის გადაჭრა?

გუბაზ სანიკიძე: საღამო მშვიდობის, მივესალმები მაყურებელს,  შიმშილობა უნდა შეწყვიტოს თუ უნდა გააგრძელოს, მე მგონი, არც მე მაქვს ამის უფლება, რაიმე რჩევა მივცე და წესით არც არავის არ აქვს იმიტომ, რომ ეს არის მორალური და პოლიტიკური აქტი.  სხვათაშორის საქართველოში არ დაწყებულა ეს, ცნობილი ფაქტი არის ეს. ამიტომ როცა მორალურ და პოლიტიკურ აქტზე არის საუბარი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე შეიძლება ჩემი მოსაზრება მქონდეს. 

ინგა გრიგოლია: თქვენი მოსაზრება მითხარით.

გუბაზ სანიკიძე: არა, ვერ ვიტყვი.

ინგა გრიგოლია: რატომ?

გუბაზ სანიკიძე: არ იქნება სწორი, მიშას გადასაწყვეტია ეს. გააგრძელებს შიმშილობას, მე ვიცი, რომ ის გააგრძელებს და ძალიან სერიოზულად არის განწყობილი, რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ესეც მისი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა.

თავისი ინტერვიუს განმავლობაში გუბაზ სანიკიძეს იესო ქრისტე და უდაბნოში მისი შიმშილობა არ უხსენებია, გადაცემის ბოლოს მან მხოლოდ ერთი ბიბლიური პერსონაჟი – მოსე ახსენა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თქვა, რომ ყველა ფარაონისთვივის მოსე გამოჩნდებოდა.

გუბაზ სანიკიძე: ბიძინა, იცოდე, ყველა ფარაონისთვის თავისი მოსე მოიძებნება.

ინგა გრიგოლია: ვინ არის მოსე?

გუბაზ სანიკიძე: მოსეს აჩენს თვითონ სიტუაცია.

ინგა გრიგოლია: ვინ, ვინ, ეს როგორ არ გკითხო.

გუბაზ სანიკიძე: კაცო, მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ვინც როგორ გაიგებს.

მართალია, 20 ოქტომბერს გუბაზ სანიკიძის ფოტო და ციტატა palitravideo.ge-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ციტატა სრულიად სხვა შინაარსისაა და ამოღებულია “რეაქციის” 19 ოქტომბრის ეთერიდან, სადაც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშილს თავისი “უნაგირის ქვეშ” ვერმოქცეული ოპოზიციონერების ეშინია და სძულს.

"
აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებული ყალბი ციტატა რეალურისგან ვიზუალურადაც განსხვავდება. Palitravideo.ge-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ამ ტიპის ფოტოებზე სრულიად განსხავებული ფონტია გამოყენებული.

"
სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist