Geworld.ge საქართველოში ბილწსიტყვაობის გამოყენებას დალესის დოქტრინას უკავშირებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

67
VIEWS

29 ივნისს, გაზეთ „Geworld.ge“ გამოაქვეყნა მასალა სათაურითრატომ მოგვიმრავლდნენ ძუკნის შვილები“, სადაც ჟურნალისტი გიორგი კორძაძე აცხადებს რომ ორ ათეულ წელზე მეტია საქართველო სულიერმა, ფიზიკურმა და კულტურულმა კატასტროფის ტალღამ წალეკა. ამ ტალღის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ბილწსიტყვაობა, რომელიც ისმის ისეთი გადაცემებიდან როგორებიცაა „ჩემი ცოლის დაქალები“ რუსთავი 2-ზე, „სხვა რაკურსი“ ტელეკომპანია იმედზე, ასევე  მხატვრული ფილმი  „ტაქსი“. ჟურნალისტის მტკიცებით, აღნიშნული ვითარება შეგნებულად იქმნება ე.წ გლობალისტების, სინამდვილეში მსოფლიო ფინანსური მაფიის მიერ  და დასტურად მოყვანილია  ფრაგმენტი ე.წ „დალესის დოქტრინიდან“. ციტატის შემდგომ ჟურნალისტი თავად ამბობს , რომ ეს ალენ დალესის სიტყვები არაა, თუმცა დასძენს რომ  სიტყვები მოყვანილია „ამერიკის შეერთებული შტატების ომისშემდგომი დოქტრინიდან“, რომელიც 1948 წელს შეიქმნა.

„რომელიღაც ლიბერასტი შემედავება: ეს ალენ დალესის სიტყვები არ არის, მიაწერეს და, საერთოდ, “ფეიკიაო”. მართალია, ეს ეშმაკის ლუღლუღი დალესს არ დაუწერია, მაგრამ ამ დოკუმენტს აქვს ოფიციალური დასახელება _ “ამერიკის შეერთებული შტატების ომისშემდგომი დოქტრინა” და შექმნილია 1948 წელს.“

მითები დალესის დოქტრინის შესახებ  ცნობილი პოსტ-საბჭოთა კონსპირაციის თეორიაა, რომელიც პერიოდულად ვრცელდება  როგორც  ქართულ და რუსულ  ტაბლოიდურ მედიასაშუალებში, ასევე  სოციალურ ქსელში. სინამდვილეში, დალესის დოქტრინად გასაღებული ციტატები  საბჭოთა მწერლის ანატოლი ივანოვის რომანის „მარადიული ძახილი“  (Вечный зов) პერსონაჟის სიტყვებია, ხოლო „ამერიკის შეერთებული შტატების ომისშემდგომი დოქტრინა“ აშშ-ის ეროვნული საბჭოს დირექტივა NSC 20/1-ია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ალენ დალესთან.

ფაქტი #1.  ციტატები ე.წ დალესის დოქტრინიდან ეკუთვნის საბჭოთა რომან „მარადიული ძახილის“ (Вечный зов) პერსონაჟს – ოფიცერ პოლიპოვს.

რომანის სიუჟეტის მიხედვით, საბჭოთა ოფიცერ პოლიპოვს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნისას  SS-ის ოფიცერი, ლახნოვსკი დაკითხავს, რომელიც მეფის ჟანდარმერიის ყოფილი წევრი და პოლიპოვის ძველი ნაცნობია. ლახნოვსკი პოლიპოვს ჰიტლერის საიდუმლო გეგმებს უმხელს, რაც საბჭოთა (რუსი) ხალხის განადურებას თავად რუსეთში ჩამოყალიბებული ე.წ  მეხუთე კოლონის მეშვეობით ისახავს მიზნად. იხ ციტატა რომანიდან, რომელიც ელექტრონულად ხელმისაწვდომია ბმულზე (გვ. 34):

საქართველო და მსოფლიო, 29 ივნისი SS-ის ოფიცერი ლახნოვსკი რომანიდან „მარადიული ძახილი“, ტომი II
“ჩვენ მთელ ოქროს, მატერიალურ ძლიერებას გადავისვრით ხალხის გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, ხალხის შეგნება შეიძლება შეიცვალოს… ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით ნამდვილ ფასეულობებს სიყალბით და ვაიძულებთ მათ, იწამონ ეს ყალბი ფასეულობები. როგორ? ჩვენ ვიპოვით მათ წრეში თანამოაზრეებს, თანამშრომლებსა და მოკავშირეებს… ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან. ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვქრთამოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებსა და კოსმოპოლიტებს” „все золото, всю материальную мощь на оболванивание и одурачивание людей! Человеческий мозг, сознание людей способно к изменению. Посеяв там хаос, мы незаметно подменим их ценности на фальшивые и заставим их в эти фальшивые ценности поверить! Как, спрашиваешь? Как?! Мы найдем своих единомышленников… своих союзников и помощников в самой России! Мы будем браться за людей с детских, юношеских лет, будем всегда главную ставку делать на молодежь, станем разлагать, развращать, растлевать ее! …Да, развращать! Растлевать! Мы сделаем из них циников, пошляков, космополитов!“

ირველად კონსპირაცია 1993 წელს მიტროპოლიტ იოანეს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “ბრძოლა რუსეთისთვის” გამოჩნდა და დღესაც პოპულარულია რუსულ ონლაინ მედიაში (“ნოვოროსია“, „ლაპარაკობს ჟურნალისტი” (Журналист говорит). იუთუბზე ატვირთულია ათეულობით რუსულენოვანი ვიდეო სადაც ლახნოვსკის მონოლოგი აშშ-ს მხრიდან რუსეთის განადგურების დაუოკებელი სურვილის დამამტკიცებელ საბუთადაა წარმოჩენილი. ე.წ „დალესის დოქტრინაზე“ დეზინფორმაციას სხვადასხვა პერიოდში ავრცელებდნენ ქართული მედიასაშუალებები: ასავალ-დასავალი, Geworld.ge, კვირის პალიტრა (იხ. ცხრილი).

"

ფაქტი #2. საქართველოს და მსოფლიოს ჟურნალისტის მიერ ციტატების დოკუმენტურ დასტურად მოყვანილი „ამერიკის შეერთებული შტატების ომის შემდგომი დოქტრინა“ აშშ-ის ეროვნული საბჭოს დირექტივა NSC 20/1-ია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს  ალენ დალესთან არავითარი კავშირი არ აქვს, რუსული წყაროები მას ე.წ „დალესის დოქტრინის“ კონსპირაციის კონტექსტში ხშირად  იყენებენ.

აშშ-ის ეროვნული საბჭოს დირექტივა NSC 20/1 1948 წლის 18 აგვისტოს მიღებული დოკუმენტია, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ ანალიზს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო აშშ-ს პოლიტიკა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში. მას არავითარი კავშირი არ აქვს ალენ დალესთან. დოკუმენტზე კონსპირაციული ვერსიები პირველად 1983 წელს საბჭოთა ისტორიკოსმა ნიკოლაი იაკოვლევმა განავითარა. იაკოვლევი,  რომელიც საბჭოთა KGB-სთან თანამშრომლობდა,  წიგნში „ „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ” (ЦРУ против СССР) წერდა, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს NSC 20/1 დირექტივის მიხედვით, აშშ-ს მიზანია მოსკოვის პოლიტიკური გავლენის შესუსტება და მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორების იმგვარად შეცვლა, როგორც ამერიკის ინტერესებს შეესაბამება.

ამავე თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალები:

მითი ე.წ „დალესის გეგმის” შესახებ ტაბლოიდურ მედიაში კვლავ აქტუალურია იხილეთ ბმულზე

“Вечный зов”-ის “დალესის გეგმად” წარმოჩენა “ასავალ-დასავალსა” და “კვირის პალიტრაში” იხილეთ ბმულზე

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist