Geworld.ge-ს დეზინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოს იერუსალიმის გამო სანქციებით დაემუქრა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

23
VIEWS

27 დეკემბერს, ონლაინ გამოცემა Geworld.ge- მ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით „“სტრატეგიული მოკავშირის” კრახი გაეროში და რისხვა, რომელიც საქართველოს მთავრობას თავს დაატეხეს“. სტატიაში განხილულია 2017 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები და აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს წარმომადგენლობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ამერიკელების რისხვა დაიმსახურა, რასაც აშშ-ის კონგრესმენების მიერ საქართველოსადმი სანქციების დაწესების მოთხოვნით შემუშავებული კანონპროექტიც ადასტურებს.

ნიკა კორინთელი, ჟურნალისტი:  აშშ-ის კონგრესმენებმა, მათ შორის, სტივ რასელმა შეიმუშავეს კანონპროექტი “პასუხი საქართველოს მთავრობის მოქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება საკონტრაქტო შეთანხმებების დარღვევას აშშ-ის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ბიზნეს და საფინანსო ოპერაციებში საქართველოში…აი ასე! საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც აქამდე მონასავით შესციცინებდა თვალებში ამერიკელ პატრონებს და თბილი სკამების დაკარგვის შიშით მათ მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა, ახლა, როდესაც მხარი არ დაუჭირა ამერიკის აბსურდულ მოთხოვნას, სანქციებით დაემუქრნენ. აბა, რა! ბატონი რისი ბატონია, თუ ყმას თავნებობას აპატიებს… მაგრამ აშშ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორიც” რომ არის?..“

27 დეკემბერი, 2017

Geworld.ge

Geworld.ge-ს მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან ამერიკელი კონგრესმენების, მათ შორის სტივ რასელის მიერ 6 დეკმებერს ინიცირებული საერთაშორისო ანტი-კორუფციული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მხრიდან ამერიკის მოქალაქეებთან და კომპანიებთან დადებული კონტრაქტების დარღვევის საკითხებს ეხება და არა იერუსალიმის სტატუსს.  ამასთან, გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა იმ ქვეყნებს, რომლებმაც 21 დეკმბერს (ანუ კონგრესმენის ინიციატივიდან 15 დღის შემდეგ) კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მათ შორის საქართველოს, მადლობა გადაუხადა.

რეალური ფაქტები

6 დეკემბერს, კონგრესმენ სტივ რასელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ანტი-კორუფციული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკულ კომპანიებთან და აშშ-ის მოკავშირეებთან კონტრაქტების დარღვევაზე პასუხს წარმოადგენს.

სტივ რასელის განცხადებით, ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას კორუფციული ბიზნეს პრაქტიკების, ასევე გარე ძალებისა და ოლიგარქების, მათ შორის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ქართველი ხალხის მისწრაფებას თავისუფალი დემოკრატიული მმართველობისკენ. კონგრესმენის თქმით  ამგვარი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ზიანებს ამერიკელი და ქართველი ხალხის მეგობრობას.
კანონპროექტი   ყოველ 6 თვეში ერთხელ სპეციალური ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-ის მოქალაქეებთან და კომპანიებთან დადებული საკონტრაქტო შეთანხმებების დარღვევას. აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, კანონპროექტი საპასუხოდ საქართველოს მთავრობისა და პასუხისმგებელი ცალკეული ინდივიდების მიმართ შესაბამისი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

ამასთან,  21 დეკემბერს, გაეროში აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ იმ ქვეყნებს, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მადლობა გადაუხადა. ნიკი ჰეილის  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოცაა მითითებული.

99

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გაერო
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist