Geworld.ge-ი ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან არ გამოუძევებია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

th
296
VIEWS

9 მარტს, ვებ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა  მასალა, სათაურით „ეს არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება ამერიკის გოშიებისთვის”,  რომლეშიც აღნიშნულია,  რომ საქართველოდან წასული 840 ათასი ადამიანიდან ყველაზე მეტი, 450 000-მდე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და რომ ჟურნალისტს არ ახსოვს ფაქტი, როცა რუსეთს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გამოეძევებინოს.

ბესო ბარბაქაძე, ჟურნალისტი: “საქართველოდან წასული ყველაზე მეტი ადამიანი _ 450 ათასამდე, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს…რა გამოდის? ქვეყანა, რომელიც უპირველეს მტრად გვყავს გამოცხადებული, ნახევარ მილიონამდე ჩვენს თანამემამულეს, ანუ ემიგრანტების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს იფარავს, აძლევს სამსახურს, სარჩოს და… რაღაც არ მახსოვს, ამის გამო რუსეთს ჩვენთვის ხარკი მოეთხოვოს ან ეთქვას: წაიყვანეთ თქვენი მოქალაქეები, ჩემებსაც ძლივს ვარჩენო.” საქართველო და მსოფლიო, 9 მარტი

ფაქტი კი ის არის, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლებამ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მასობრივი რეიდები მოაწყო, რის შედეგადაც საქართველოს 4600-ზე მეტი მოქალაქე რუსეთიდან გამოაძევეს. მასობრივი რეიდებისა და დეპორტაციის პროცესში საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა. 2014 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევას უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიან სასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლკახველ მოპყრობასთან და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებაში.  

ქართველების მასობრივი დეპორტაცია 2006 წელს

2006 წლის ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მასობრივი რეიდები დაიწყო, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი, დამამცირებელი მოპყრობა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

რეიდებს წინ უძღოდა საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავება და ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუარესება. 2006 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „ყოველი მეასე ქართველი დანაშაულს სჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კრიმინალია“. რუსეთის მიგრაციის ფედერალურ სამსახურში სპეციალური „ქართული დეპარტამენტი“ შექმნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ადევნებდა თვალყურს.

2006 წელს განხორციელებული მასობრივი რეიდების შედეგად, საქართველოს 4600-ზე მეტი  მოქალაქე რუსეთიდან გამოაძევეს. მათი ნაწილის დეპორტაცია მოსკოვიდან სატვირთო თვითმფრინავით განხორციელდა, რომელიც მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო მინიმალურ პირობებსაც კი არ აკმაყოფილებდა.

"

"
ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოსკოვიდან, 2006. წყაროები– „ამერიკის ხმა“, Agenda.ge.

2014 წლის 3 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ  2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან ევროპის ადმიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა, ხოლო დაკავებისა და დაპატიმრების დროს ადგილი ჰქონდა ქართველების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.  ქართულმა მხარემ რუსეთის მხრიდან 70 320 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა მოითხოვა, რაც რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მოადგილემ გიორგი მატიუშკინმა ქართული მხარის „კაპრიზად„ (хотелки грузинской стороны) შეაფასა.

რეიდების და დეპორტაციის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქეები

2006 წლის 3 ოქტომბერს  თენგიზ ტოგონიძე სანკტ-პეტერბურგში დააკავეს და დეპორტაციის მოლოდინში დროებით საიზოლაციო მიმღებში მოათავსეს, სადაც მოკლებული იყო სამედიცინო დახმარებასა და სუფთა ჰაერს. 17 ოქტომბერს, ასთმით დაავადებული ტოგონიძე გარდაიცვალა.

2006 წლის 2 დეკემბერს, დეპორტაციის მოლოდინში რუსეთის ერთ-ერთ იზოლატორში მყოფი 51 წლის მანანა ჯაბელია  გულის შეტევით გარდაიცვალა. მანამდე რუსეთის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მას ბინადრობის ვადები არ ჰქონდა დარღვეული,  თუმცა ჯაბელია მაინც წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს. 2016 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე რუსეთს 70 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2006 წლის 20 ოქტომბერს ქ. ერევნის გავლით საქართველოში რევაზ ბერულავა გადმოასვენეს, რომელიც აფხაზეთიდან იყო დევნილი და დროებით ქალაქ მოსკოვში ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ, მოსკოვის საავადმყოფოებში ბერულავას მკურნალობაზე უარი ეროვნების გამო უთხრეს და საავადმყოფოში მხოლოდ მას შემდეგ მოათავსეს, რაც მისმა მაუღლემ თავი აფხაზად წარადგინა. სამედიცინო მომსახურების დაგვიანების გამო, რევაზ ბერულავა გარდაიცვალა.

ზურაბ მუზაშვილი კანონიერად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის სარატოვის ქალაქ ენგელსში, როდესაც სავიზო ნებართვის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ნებაყოფლობითი დეპორტაციის მოთხოვნით მიმართა ქალაქის მილიციის განყოფილებას. მუზაშვილს პასპორტი ჩამოართვეს, დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გამოაძევეს. 1 კვირის განმავლობაში იგი დროებითი დაკავების საკანში იმყოფებოდა. მან მილიციისა და საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტუბერკულოზით დაავადების შესახებ ცნობა წარუდგინა, თუმცა უშედეგოდ. მუცლის არეში მწვავე ტკივილების ჩივილით მუზაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიმღებ-გამანაწილებელში მოათავსეს, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. 2006 წლის 25 იანვარს ზურაბ მუზაშვილი გარდაიცვალა.

2006 წლის ოქტომბერში, რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დააპატიმრეს და მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს. დეპორტაციის პირობებში შიოშვილს მგზავრობა არაადამიანურ პირობებში მოუწია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა. საქართველოში დაბრუნების შემდგომ ლია შიოშვილმა 15 დეკემბერს გურჯაანის საავადმყოფოში მკვდრადშობილი ჩვილი დაბადა. 2017 წლის 9 აგვისტოს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქმეზე „შიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ რუსულმა მხარემ ლია შიოშვილს 30 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა.

"
ფოტო: ლია შიოშვილი შვილებთან ერთად. წყარო – “ამერიკის ხმა.”

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist