Geworld-ი ევროპაში მუსლიმთა რაოდენობის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5c-e1-83-9b-5c-_25464189_309161f17275868c66167afde5d998384ab854ec
2.1k
VIEWS

2017 წლის 6 ოქტომბერს ონლაინ-გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურითპარიზის ღვთისმშობლის მეჩეთი”. ავტორი მიგრანტთა კრიზისს, ტერორიზმსა და ევროპისა და საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს ერთდროულად განიხილავს. მასალაში ავტორი საფრანგეთის დემოგრაფიულ სტატისტიკას ფრანგ ჟურნალისტ რობერ დელიუს მონაცემებზე დაყრდნობით გვთავაზობს, ხოლო ევროპის სხვა ქვეყნების სტატისტიკის შესახებ წყაროს არ ასახელებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის საფრანგეთის მოსახლეობის 25% მუსლიმი, ხოლო 40% უცხოელი იქნება, ამასთან საფრანგეთში შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად შემცირებულია. გამოცემის თქმით, დიდ ბრიტანეთში ბოლო წლებში მუსლიმების რაოდენობამ 80 ათასიდან 3 მილიონს მიაღწია, ჰოლანდიასა და ბელგიაში ახალშობილთა 50% მუსლიმია, ხოლო გერმანიაში 2050 წლისთვის უპირატესი რელიგია ისლამი იქნება.

Geworld.ge-ს მიერ მოყვანილი სტატისტიკის ნაწილი ყალბია და ოფიციალურ მონაცემებს არ შეესაბამება, ნაწილი კი არასრულყოფილი და მანიპულაციურია, რომ მკითხველში მუსლიმი საზოგადოების წინააღმდეგ ნეგატიური აღქმები და შიში დათესოს.

ფაქტი #1: დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და ბელგიაში მუსლიმი მოსახლეობის წილი 6 %-ს არ სცდება

Geworld-ი დემოგრაფიული მონაცემებით მკითხველზე ემოციურ მანიპულაციას ახდენს და ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ან მუსლიმი ადამიანების რაოდენობას, ან ახალშობილთა (და არა მთლიანი მოსახლეობის) შორის მუსლიმების პროცენტულ წილს გვთავაზობს. თუმცა Geworld არ ახსენებს, თუ რამდენია ამ ქვეყნებში მთლიან მოსახლეობაში მუსლიმთა წილი.

Pew Research-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 4.8%, ჰოლანდიაში – 6%, ბელგიაში – 5.9%, გერმანიაში – 5.8%-ია.

ფაქტი #2: ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთშია

Pew Research-ის ცნობითვე ამჟამად ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთშია, რაც 10%-ს შეადგენს.
"
ინფოგრაფიკა იხილეთ ბმულზე

ფაქტი #3: 2030 წლისთვის საფრანგეთის მუსლიმი მოსახლეობის წილი 10.3 პროცენტი იქნება

Pew Research Center on Religion & Public Life-ის კვლევა დაახლოებით აფასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობას 2030 წლისთვის. ამ კვლევის მიხედვით, საფრანგეთის მაჩვენებელი მხოლოდ 10.3 პროცენტია და არა – 25

"
ფაქტი #4: საფრანგეთში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება

ევროსტატის“ უკანასკნელი 2015 წლის კვლევის მიხედვით, საფრანგეთის შობადობის მაჩვენებელი ქალზე – 1.96 ბავშვია. სულ 2015 წელს საფრანგეთში 799 700 ბავშვი დაიბადა, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია ევროკავშირში.

„მსოფლიო ბანკის“ მონაცემებით, საფრანგეთის შობადობის მაჩვენებელი 90-იანი წლებიდან იზრდება.
"

ფაქტი #5: საფრანგეთში დაბადებული ბავშვების უმეტესობას ორივე მშობელი ფრანგი ჰყავს

საფრანგეთის ეროვნული დემოგრაფიული ინსტიტუტის (Institut National D’études Démographique) 2016 წლის მონაცემების მიხედვით, საფრანგეთში დაბადებული ბავშვების 69.6 პროცენტის ორივე მშობელი ფრანგია, 15.2-ის – ერთ-ერთი მშობელია უცხოელი და 15.2-ის – ორივე მშობელი უცხოელია.

"

ფაქტი #6: საფრანგეთში ევროპის დანარჩენი ქვეყნებიდან უფრო მეტი მიგრანტია, ვიდრე აფრიკიდან

აღსანიშნავია, რომ იმავე ინსტიტუტის მონაცემებით, 2015 წლისთვის საფრანგეთში დაბადებულ 7.3 მლნ ადამიანს (მოსახლეობის 11 პროცენტი),  ერთი მშობელი მაინც ჰყავდა მიგრანტი, რომელთაგან 45 პროცენტი ევროპული წარმომავლობის გახლდათ, 31 პროცენტი კი მაღრიბის რეგიონიდან იყო (მაროკო, ალჟირი). საფრანგეთში 2015 წელს ჩასული მიგრანტებიდან 100 000 ევროპიდან იყო, 90 000 – აფრიკიდან.

"

პირველწყარო

მუსლიმი მოსახლეობის შესახებ იდენტური ყალბი სტატისტიკა 2009 წლის 30 მარტს Youtube-ზე მომხმარებელმა friendofmuslim გამოაქვეყნა, რომელშიც სტატისტიკების წყაროები მითითებული არ არის.

რობერ დელიუ, რომელსაც “საქართველო და მსოფლიო” ეყრდნობა, რობერ ბელიუს სახელითა და იდენტური ციტატით Аргументы и Факты-ს მიერ ევროპაში მიგრაციის საკითხებზე გამოქვეყნებულ სტატიაში გვხვდება.

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist