Geworld-ის და News Front-ის დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა აშშ-ს ყირიმს კოლონიად აბარებდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

DTHTJ
173
VIEWS

2019 წლის 4 დეკემბერს  „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „კიევს უნდოდა, ყირიმი აშშ-ისთვის კოლონიად ჩაებარებინა“. სტატიაში წყაროდ უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმირ ხანდოგის UkrLife.Tv-სთვის მიცემულ ინტერვიუა მითითებული და აღნიშნულია, რომ მან ყირიმის კოლონიად ქცევის გეგმა აღიარა, როდესაც აღნიშნა, რომ 2008 წელს მიღებული უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია ყირიმში საპატიო დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ითვალისწინებდა.

საქართველო და მსოფლიო: “უკრაინის ხელმძღვანელობა მზად იყო, უზრუნველეყო ვაშინგტონისთვის “საკუთარი კოლონიური ადმინისტრაციის” განლაგება ყირიმის ტერიტორიაზე “საპატიო დიპლომატიური წარმომადგენლობის” სახით… დოკუმენტში ლაპარაკი იყო სიმფეროპოლში, ყირიმში საპატიო ან სხვა რაღაც ამგვარი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის საკითხზე”.

„საქართველო და მსოფლიოს“ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა. აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში აშშ მხარს უჭერს უკრაინის ტეროტორიულ მთლიანობას და ყირიმი უკრაინის ერთ-ერთ რეგიონად არის მოხსენიებული. აშშ-ის დიპლომატიური პოსტი კი, რომელიც სიმფეროპოლში უნდა გახსნილიყო, რეალურად აშშ-ის ძალიან მცირე დიპლომატიური წარმომადგენლობაა და ასეთი პოსტები აშშ-ის ევროპის სხვა ქალაქებშიც აქვს. ვლადიმირ ხანდოგის კი, რომელსაც Geworld-ი წყაროდ ეყრდნობა, მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია და ინტერვიუში მხოლოდ პოსტის გახსნის შესახებ ისაუბრა. “აშშ-სთვის ყირიმის კოლონიად ჩაბარება” კრემლისტური მედიის ინტერპრეტაცია. 

  • აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ყირიმის “კოლონიურ სტატუსზე” საუბარი არ არის

უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2008 წლის 19 დეკემბერს მოეწერა ხელი. სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვისა და უსაფრთხოების,  ეკონომიკის, დემოკრატიის და კულტურული განვითარების სფეროებში.

დოკუმენტში ყირიმი მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და არ მოიაზრებს არანაირ სტატუსს, რომელიც მის აშშ-სთან დაქვემდებარებად შეიძლება იყოს განხილული.

დოკუმენტში ვკითხულობთ:  „აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა უკრაინის რეგიონებთან, მათ შორის ყირიმთან. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის გეგმას უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის განვითარების მიზნით.“

  • აშშ-ის წარმომადგენელის პოსტი მცირე დიპლომატიური მისიაა და ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გვხვდება

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა მიესალმება შეერთებული შტატების განზრახვას, დააფუძნონ ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობა (American Presence Post) სიმფეროპოლში.“  ეს პოსტი გულისხმობს მცირე დიპლომატიურ ობიექტს, რომელიც დაკომპლექტებულია საგარეო სამსახურის ერთი ოფიცრის მიერ. ოფიცერი კონსულის ტიტულს ითავსებს, თუმცა American Presence Post-ს რეალურად არ აქვს რეგულარული საკონსულო განყოფილება და არ გასცემს ვიზებს.  გარდა ამისა, მსგავსი ობიექტები გვხვდება საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ბრაზილიის ქალაქებშიც, შესაბამისად მისი ყირიმში გახსნა არ გულისხმობს ამ ტერიტორიის სუვერენიტეტის აღიარებას.

იდენტური დეზინფორმაცია კრემლის მედიაში

Ukrlife TV-ს ეთერში ხანდოგიმ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სიმფეროპოლში ამერიკული დიპლომატიური პოსტის გახსნას ითვალისწინებდა. ხანდოგის აშშ-სთვის ყირიმის კოლონიად ჩაბარებაზე არ უსაუბრია და ეს მთლიანად კრემლის და მასთან დაკავშირებული მედიის ინტერპრეტაციაა. იდენტური დეზინფორმაცია რუსულენოვანმა News Front-მა, crimea-news.com და gazeta.ru-მაც გამოაქვყენეს.

""

"


მოამზადა ირაკლი თაკალანძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist