სამართალი/კრიმინალი

გერმანია გრუ-ს თანამშრომელს ბუნდესტაგის ვებგვერდის “დაჰაკვაში” ამხელს

8 მაისი, 2020

გერმანული გაზეთის Süddeutsche Zeitung-ის ცნობით,  ბუნდესტაგის ვებ-გვერდის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევისათვის გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა პირზე, რომელიც რუსეთის გრუ-ს თანამშრომლად ითვლება, ძებნა გამოაცხადა.  ჰაკერის სახელია დმიტრი ბადინი და გერმანიის პროკურატურა მას რუსული ჰაკერული დაჯგუფების Fancу Bear-ის წევრად მოიაზრებს. 

კიბერშეტევა ბუნდესტაგის ვებ-გვერდზე 2015 წელს განხორციელდა და 30 აპრილიდან 20 მაისამდე გრძელდებოდა. თავდამსხმელებმა 16 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის დოკუმენტები ჩაიგდეს ხელში, მათ შორის გერმანელი დეპუტატების მიმოწერები. ვებ-გვერდიდან მოპოვებული დოკუმენტები WikiLeaks-ზე განთავსდა. 

დმიტრი ბადინს გერმანიის გარდა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც ეძებს. ამერიკის სამართალდამცავი ორგანოები მას მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსა (WADA)  და  აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

'

Bellingcat-ის გამოიებამ ბადინის გრუ-სთან კავშირი დაადასტურა

გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტებში ბადინი აღწერილია, როგორც “სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც 26165 სამმართველოში მუშაობს”, დაბადებული 1990 წლის 15 ნოემბერს. მისი პასპორტის ფოტო საერთაშორისო ძებნის დოკუმენტებთან ერთად გამოქვეყნდა.  ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა Bellingcat ბადინის იდენტიფიცირებისათვის ღია წყაროების მეშეობით გამოძიება ჩაატარა და დაადასტურა, რომ 1990 წლის 15 ნოემბერს დაბადებული დმიტრი ბადინი მართლაც მუშაობს გრუ-ს 26165 სამმართველოში. 

"

რუსული სოციალური ქსელების ფოტოების ძებნის აპლიკაციის FindClone-ის მეშვეობით Bellingcat-მა ბადინის ფოტო მისი მეუღლის Vkontakte-ს პროფილში იპოვა. Microsoft Azure-ს სახის იდენტიფიკაციის ხელსაწყომ დაადასტურა, რომ ორივე გამოსახულებაზე ერთი და იგივე პირია. 

Bellingcat-მა  ბადინის სახელი, გვარი და დაბადების  თარიღი მოსკოვის ავტომობილების რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში (რომელმაც ადრე გაჟონა) შეამოწმა. შედეგები ასეთი იყო: 1990 წლის 15 ნოემბერს დაბადებულმა პირმა, სახელად დმიტრი ბადინი 2018 წლის ივნისში  KIA PS ტიპის მანქანა შეიძინა. რეგისტრაციის მონაცემებში იყო მანქანის მყიდველის პასპორტის ნომერი, გაცემის ადგილი (სანქტ პეტერბურგი) და მისი რეგისტრაციის მისამართი: კომსომოლსკი პროსპექტი 20.

" 

კომსომოლსკი პროსპექტი 20 გრუ-ს 26165 სამმართველოს მისამართია. სამმართველო ასევე ცნობილია გრუ-ს 85-ე მთავარი ცენტრის სახელით, რომლის სპეციალიზაცია კრიპტოგრაფიაა. ცენტრმა სახელი 2017 წელს გაითქვა, როდესაც The Insider-ს გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ სამმართველოს ოფიცერმა თავისი პერსონალური მონაცემები შემთხვევით ჩატოვა დოკუმენტში, რომელმაც სანფრაგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით გაჟონა.

"