Geo Pepe-მ “რადიო თავისუფლების” სახელით პოსტი გააყალბა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

17 მაისს ულტრა-ნაციონალისტურმა ფეისბუკ გვერდმა “Geo Pepe”-მა  გამოაქვეყნა “რადიო თავისუფლების” პოსტის სქრინი, რომლის მიხედვით  ესტონეთის დაზვერვა 17 მაისს კრემლის შესაძლო პროვოკაციის შესახებ საქართველოს აფრთხილებს.

Geo Pepe: “ესტონეთის დაზვერვა : “ქართველები ოცნებობენ ლგბტ აღლუმის ჩატარებაზე, მაგრამ ბნელი რუსეთი ხელს უშლის” ესტონეთის დაზვერვა აგრძელებს ესტონეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას
“ესტონეთის დაზვერვა””

"

Geo-pepe -ის მიერ გამოქვეყნებული “რადიო თავისუფლების” სქრინი ყალბია. “რადიო თავისუფლების” ვებ და ფეისბუკ გვერზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. გაყალბებულ სქრინზე გამოქვეყნებული ფოტო  რადიო თავისუფლების 15 მაისის სტატიიდან არის აღებული, რომელიც საქართველოდან ემიგრირებული ლგბტ და ქვიარ ადამიანების ისტორიებს აღწერს. ასევე,  Geo-pepe -ის მიერ გამოქვეყნებულ სქრინზე “რადიო თავისუფლების” ფეისბუკ გვერდს, რეალური ფეისბუკ გვერდისაგან გასხვავებით,   ფეისბუკის მიერ მინიჭებული ავტორიზაციის ნიშანი არ აქვს.

  1. რადიო თავისუფლების ვებ და ფეისბუკ გვერდებზე ესტონეთის დაზვერვის მიერ საქართველოს გაფრთხილება 17 მაისთან დაკავშირებით არ იძებნება

რადიო თავისუფლების ფეისბუკ გვერდზე ესტონეთის დაზვერვის შესახებ ერთადერთი მასალა იძებნება. რადიო თავისუფლების სტატია, რომელიც ესტონეთის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსადმი რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს ეხება, 2020 წლის 17 თებერვალს არის გამოქვეყნებული და ლგბტ თემი ნახსენები არ არის.

2020 წლის გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “ესტონეთის დაზვერვა: 2020 წელს რუსეთის ყურადღების ცენტრში იქნება არჩევნები აშშ-სა და საქართველოში” ესტონეთის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშზეა საუბარი, რომელიც რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე საქართველოს აფრთხილებს, თუმცა, ლგბტ თემი ნახსენები საერთოდ არ არის.

"

"

   2. გაყალბებულ სქრინზე გამოქვეყნებული ფოტო  “რადიო თავისუფლების” 15 მაისის სტატიიდან არის აღებული, რომელიც საქართველოდან ემიგრირებული ლგბტ და ქვიარ ადამიანების ისტორიებს აღწერს.

რადიო თავისუფლების ამ სტატიაში არც ესტონეთის დაზვერვაზე და არც რუსულ საფრთხეებზე საუბარი არ არის. ის ლგბტ და ქვიარ ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებს გვიყვება.

"

    3. Geo-pepe -ის მიერ გამოქვეყნებულ სქრინზე “რადიო თავისუფლების” ფეისბუკ გვერდს, რეალური ფეისბუკ გვერდისაგან გასხვავებით,  არ აქვს ფეისბუკის მიერ მინიჭებული ავტორიზაციის ნიშანი.

|

Geo Pepe- ს შესახებ

Geo Pepe ულტრა-ნაციონალისტური ფეისბუკ გვერდია, რომლის მიერ გავრცელებულ და გაზიარებულ დეზინფორმაციაზე “მითების დეტექტორი ადრეც წერდა:

  •  მანიპულაცია, თითქოს დანიის სკოლაში ბავშვებს ისლამურ ლოცვას აიძულებენ
  •  ვინ გაავრცელა აპატურაის ინტერვიუ შეცდომაში შემყვანი სათაურით?
  •  ფოტომანიპულაცია: ბანგლადეშის მოქალაქეების პროტესტი გერმანიის მოქალაქეების მხარდაჭერის ნაცვლად
  •  დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთში გაუპატიურების 92% მიგრანტების მიერაა ჩადენილი
თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist