გარდაიცვალა თუ არა Delta Air Lines-ის ვაქცინირებული პილოტი ფრენის დროს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

60
VIEWS

13 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილებმა ლილუ ლილუ და Karlito Jitsuryoku გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც ჯეინ რუბიზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ავიაკომპანია Delta Air Lines-ის პილოტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფრენის დროს გარდაიცვალა.
"
13 ოქტომბერს ფეისბუქ-პროფილმა ბოლო ჟამის ქრისტიანები კიდევ ერთი პილოტის შესახებ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვერტმფრენის ჩამოვარდა ჩანს. პოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ ორჯერ აცრილ პილოტს ფრენისას ინსულტი დაემართა და სან დიეგოში ჩამოვარდა.

 

"
დეზინფორმაციაა, თითქოს Delta Air Lines-ის ორჯერადად ვაქცინირებული პილოტი ფრენის დროს გარდაიცვალა. Delta Air Lines-ისა და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის თქმით, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სან-დიეგოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევას, მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით არ არის დადგენილი, შესაბამისად, ინფორმაცია, თითქოს პილოტს ვაქცინის გამო ინსულტი დაემართა, მტკიცებულებების გარეშეა.

  • დეზინფორმაციაა, თითქოს Delta Air Lines-ის ორჯერ ვაქცინირებული პილოტი ფრენის დროს გარდაიცვალა

ჯეინ რუბიმ სტიუ პიტერსის შოუში განაცხადა, რომ ვაქცინირებული პილოტის გარდაცვალების შესახებ სამმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, მან ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევა ოქტომბრის პირველი 10 დღის განმავლობაში მოხდა. Delta Air Lines-ისა და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის თქმით, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამასთან მსგავსი ინცინდენტის შესახებ ცნობები არც სანდო მედიასაშუალებებში იძებნება. ღია წყაროებში არ გვხვდება ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

Lead Stories და The Associated Press ინფორმაციის გადასამოწმებლად ავიაკომპანია Delta Air Lines-ს დაუკავშირდა. მათ აღნიშნეს, რომ ტყუილია, თითქოს მათი რომელიმე პილოტი ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო ფრენის დროს გარდაიცვალა.

Lead Stories ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, რათა დაედგინა 1-11 ოქტომბრის შუალედში ხომ არ ყოფილა Delta Air Lines-ის რეისი, რომელსაც პილოტის გარდაცვალების გამო საავარიო დაშვება მოუწია, მათ კი უპასუხეს, რომ ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 13 ოქტომბერს ავიაკომპანიამ საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლითაც გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ უარყო.

1-11 ოქტომბრის პერიოდში Delta Air Lines-ის რეისის საავარიო დაშვება არც aviation.globalincidentmap.com-ზე იძებნება, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებულ ინცინდენტებს გლობალურად აღრიცხავს.

"

ჯეინ რუბის მიერ აქამდე გავრცელებული ანტივაქსერული დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ბოლო ჟამის ქრისტიანების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სან-დიეგოში თვითმფრინავის ჩამოვარდნას პილოტის ინსულტს უკავშირებს, რაც მათი მტკიცებით, ვაქცინისგან იყო გამოწვეული. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ თუ ბოლო 30 დღის ავიაკატასტროფების სტატისტიკას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ თვითმფრინავები ყველა შტატში ვარდებიან, რაც ვაქცინისგან გამოწვეული ინსტულტის გამო ხდება. ვიდეო ავიაკატასტროფებით მანიპულირებს და მათ ვაქცინაციას მტკიცებულებების გარეშე უკავშირებს.

ინფორმაცია, თითქოს სან-დიეგოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ორჯერ ვაქცინირებული პილოტის ინსულტი გახდა, მტკიცებულებების გარეშეა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ დასკვნები არ გამოქვეყნებულა.

11 ოქტომბერს სან-დიეგოში, ქალაქ სანტეში კერძო, 6-ადგილიანი, ორძრავიანი თვითმფრინავი Cessna C340 ნამდვილად ჩამოვარდა. თვითმფრინავის პილოტი, რომელიც გარდაიცვალა, ექიმი სუგატა დასი იყო, ის არიზონას შტატში, იუმას რეგიონულ სამედიცინო ცენტრში კარდიოლოგად 15 წლის განმავლობაში მუშაობდა.

The San Diego Union Tribune-ის თანახმად, თვითმფრინავში შავი ყუთი არ იყო, საჰაერო მოძრაობის კონტროლის აუდიოჩანაწერი კი მიუთითებს გაფრთხილებებზე, რომელთა მიხედვითაც თვითმფრინავი სიმაღლეს კარგავდა.

სატრანსპორტო უსაფრხოების ეროვნული საბჭოს სპიკერის თქმით, გამოძიების წინასწარი დასკვნების ანგარიში შემთხვევიდან დაახლოებით 15 დღის შემდეგ, ანუ 26 ოქტომბრისთვის გამოქვეყნდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ფატალური შემთხვევების გამოძიებას როგორც წესი 12-24 თვე სჭირდება.

გარდა ამისა, ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ბოლო პერიოდში ავიაკატასტროფების რაოდენობა გაზრდილია და ეს ვაქცინაციას უკავშირდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვებ-გვერდ aviation.globalincidentmap.com-ზე დაყრდნობით, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებულ ინცინდენტებს გლობალურად აღრიცხავს, 12 სექტემბერი – 12 ოქტომბრის პერიოდში აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფების რაოდენობა წინა წლების სტატისტიკას შევადარეთ. აღმოჩნდა, რომ 2020 და 2019 წლებში მომხდარი შემთხვევების რაოდენობა 2021 წლის სტატისტიკას აღემატება.

ვებ-გვერდის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად ავიაკატასტროფები კერძო ან კორპორატიული, შედარებით პატარა ზომის თვითმფრინავების მიერ შესრულებული რეისების დროს ხდება. 2021 წლის 12 სექტემბერი – 12 ოქტომბრის პერიოდში ამ ტიპის თვითმფრინავების ჩამოვარდნის 32 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 40, 2019 წელს – 44, ხოლო 2018 წელს – 35.

ანტივაქსერული ჯგუფები პილოტების გარდაცვალებას ვაქცინაციას მანიპულაციურად აქამდეც უკავშირებდნენ. ამ თემაზე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist