პოლიტიკა

გაყალბებული შობა და აღდგომა ფეისბუქში

8 იანვარი, 2020

7 იანვარს ფეისბუქში გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოსტის სქრინი, თითქოს ის შობის დღესასწაულის ნაცვლად, საზოგადოებას აღდგომას ულოცავდა. გარდა ამისა, 6 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “სირცხვილის კორიდორი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია რომ “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი შობის 7 იანვარს აღნიშვნას “იდიოტიზმს და რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებას” უწოდებს. იდენტური პოსტი 7 იანვარს “ჯაბა მუსელიანის ბლოგმაც” გააზიარა.

ქწ

რტ

ერტ

სალომე ზურაბიშვილის სახელით გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტის სქრინი, ყალბია და ფოტოშოპში დამუშავებულია. საქართველოს პრეზიდენტის მისალოც პოსტში და პოსტის “ცვლილებების ისტორიაში” აღდგომა ნახსენები არ არის, ხოლო ტაბულას რედაქტორის შესახებ ფეისბუკ გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოგონილია, რადგან მსგავსი პოსტი არც თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუკის სიახლეების ზოლში იძებნება და მსგავსი კომენტარის გაკეთებას “მითების დეტექტორთან” არც თავად ადასტურებს.

  • სალომე ზურაბიშვილის პოსტის სქრინი, თითქოს მან 7 იანვარს საქართველოს მოქალაქეებს აღდგომა მიულოცა, გაყალბებულია

ფეისბუკში გავრცელებულ პოსტშის სქრინი გაყალბებულია, რადგან  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისალოცი პოსტის ისტორიის შემოწმების შედეგად ჩანს, რომ ერთადერთი ცვლილება, რომელიც მასში განხორციელდა, სიტყვა გვესტუმრნენ-ს უკავშირდება. სხვა ცვლილება რედაქტირების ისტორიაში არ ჩანს.  

4567

789

ამასთანავე, ფეისბუკში გავრცელებულ სქრინზე ჩანს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის ელენე სიხარულიძის “მოწონება”, რომელიც არაბუნებრივი ზომის შრიფტითაა წარმოდგენილი და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სქრინი ფოტოშოპშია დამუშავებული.

4678

  • თამარ ჩერგოლეიშვილი შობასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას არ ადასტურებს

“ტაბულას” რედაქტორს თამარ ჩერგოლეიშვილს მსგავსი პოსტი შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით ფეისბუკში არ გამოუქვეყნებია. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად თამარ ჩერგოლეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მისი სახელით გავრცელებული განცხადება ყალბია. მან აღნიშნა, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც შობას 7 იანვარს აღნიშნავენ, რუსული გავლენის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა შობის ამ თარიღში აღნიშვნას, მისი თქმით, იდიოტიზმს არასდროს უწოდებს.