განმეორებითი ტყუილი, თითქოს აშშ და უკრაინა ნაციზმს მხარს უჭერენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

173
VIEWS

17 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა  Politicano • პოლიტიკანო-მ,  რუსულენოვანი გამოცემა ria.ru-ს სტატიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროს გენანსამბლეის ჰუმანიტარული კომიტეტის რეზულუციას ნაციზმის ჰერიზაციის აკრძალვის შესახებ მხარი 2-მა ქვეყანამ აშშ-მა და უკრაინამ არ დაუჭირა.

ganmeorebithi tqhuili thithqos ashsh da ukraina natsizms mkhars utcheren განმეორებითი ტყუილი, თითქოს აშშ და უკრაინა ნაციზმს მხარს უჭერენპოლიტიკანოს მასალა არ განმარტავს უკრაინისა და აშშ-ის მიერ რეზოლუციის წინააღმდეგ გამოსვლის მიზეზებს და მიზნად ისახავს აშშ-ისა და უკრაინის ნაციზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებად წარმოჩენას. რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი აშშ-მა გამოხატვის, შეკრების და გაეთიანების თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის არსებობით ახსნა. ხოლო უკრაინული მხარე  აღნიშნავს, რომ რეზოლუციის მიღებაზე უარი არ ნიშნავს ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერას.

რეზოლუციას გაეროს გენერალური ანსამბლეა 2012 წლიდან ყოველწლიურად განიხილავს და უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული რეზოლუციებისგან განსხვავებით, მონაწილე ქვეყნებისთვის სამართლებრივად სავალდებულო არაა. 2016 წლის 17 ნოემბერის კენჭისყრით რეზოლუციას  131-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო სამი ქვეყანა: აშშ, უკრაინა და პალაუ შეეწინააღმდეგა. ხოლო 2018 წელს მოწინააღმდეგეთა შორის მხოლოდ აშშ და უკრაინა იყვნენ. ქვეყნების წარმომადგენლები რეზოლუციისთვის მხარის დაჭერაზე უარს შემდეგნაირად განმარტავენ:

  • აშშ: გაეროში აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობის  განმარტებით, აშშ მიიჩნევს, რომ რეზოლუცია პოლიტიზებულია და ხელს უშლის გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას. განმარტებაში ასევე აღინიშნულია, რომ აშშ გმობს და არ იცავს ნაცისტურ იდეოლოგიას და გმობს რასიზმის, ქსენოფობიისა და  დისკრიმინაციის გამოვლინებებს.
  • უკრაინა:  უკრაინის წარმომადგენლმა 2017 წელს  განმარტა, რომ უარი განპირობებული იყო იმ მიზეზით, ,რომ რეზოლუცია არ გმობს სტალინის რეჟიმის  დანაშაულებებს. 2018 წელს კი გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა  აღნიშნა, რომ მილიონობით უკრაინელმა შეიტანა წვლილი ნაციზმზე გამარჯვებაში. მისივე თქმით, რეზოლუციის პროექტი არ არის ბერკეტი ნაციზმის წინააღმდეგ და სხებსაც მოუწოდა, რომ მას მხარი არ დაუჭირონ.  წარმომადგენელმა განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაციზმის წინააღმდეგ რეზოლუციის მხარდაჭერა მაშინ, როცა ის სხვა ერების წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადის, ცინიკურია. უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ რეზოლუციას პროპაგანდისტული მოტივები აქვს.

აშშ-ის და უკრაინის ნაციზმის მხარდამჭერ სახელმწიფოებად წარმოაჩენას გასულ წელს რუსული და ქართული პრორუსული მედიაც ცდილობდა. მითების დეტექტორმა 2017 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ  მასალაში,,საქინფორმი” ფოტომალიპუალციაში ამხილა. ქართული ონლაინ გამოცემისწყარო  რუსულენოვანი ТАСС იყო, სადაც ასევე არ იყო განმარტებული ქვეყნების მიერ რეზოლუციის წინააღმდეგობის მოტივები.

ganmeorebithi tqhuili thithqos ashsh da ukraina natsizms mkhars utcheren1 განმეორებითი ტყუილი, თითქოს აშშ და უკრაინა ნაციზმს მხარს უჭერენ

EU vs Disinfo-ს თანახმად, რუსეთის ინტერესების მოწინააღმდეგეთა დადანაშაულება ნაციზმში კრემლისტური პროპაგანდის ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა. ამ მხრივ ყველაზე ხშირი სამიზნე  უკრაინელები და ბალტიის  ქვეყნების მოსახლეობაა.

წყაროს შესახებ:

Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. ფონდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის თანახმად, 2018 წლის თებერვალში პრიმაკოვის ცენტრის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ბურჯანაძის პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გახდა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გაერო, უკრაინა
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist