განმეორებითი დეზინფორმაცია, თითქოს ECHR ენმ-ის დროს დარღვევებზე არ რეაგირებდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

rt
149
VIEWS

2017 წლის 30 ნოემბერს ონლაინ პორტალმა “მარშალპრესმა” ადვოკატ ინგა ბერიკაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა,  ინტერვიუ რომელშიც ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის პატიმრობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ECHR საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე არ რეაგირებდა.

ინგა ბერიკაშვილი, ადვოკატი: “ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არსებობას აზრი არა აქვს 2003 წლიდან მათ მიერ უმოქმედო ქმედებების გამო!”

ბერიკაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, რომელიც ევროპული ინსტიტუტის მიმართ მოქალაქეების უნდობლობის გაღვივებას ახდენს და მას არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ ECHR-ს ყველაზე მეტი გადაწყვეტილება (34) სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დარღვეულ უფლებებზე აქვს გამოტანილი.  მათგან უმეტეს საქმეებზე (11) ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მე-3 მუხლის – წამება, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა – დარღვევა დაადგინა.

ECHR-ის გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს

სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ სულ 52 გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი, რომელთა რიცხვშიც საქმეების მეგობრული გარიგება არ შედის. 52 საქმიდან 34 (65%) ენმ-ის ხელისუფლების დროს დარღვეულ უფლებებს, ხოლო 18 (35%) მოქალაქეთა კავშირის მმართველობას შეეხება.

"

დეტალური ინფორმაცია ECHR-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წინა ხელისუფლებების დროს გამოტანილ გადაწყვეტილებებზე მოცემულია ადრინდელ პუბლიკაციაში, შემდეგ ბმულზე.

ECHR-ის შესახებ დეზინფორმაციის სხვა წყაროები

ქართულ მედიაში ევროპული სასამართლოს მიმართ დეზინფორმაციები პერიოდულად ვრცელდება. დეზინფორმაციის მორიგი ტალღა 2017 წლის მარტში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაძლიერდა, როდესაც ECHR-მა 2017 წლის 2 მარტს რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, როდესაც რუსთავი 2-ი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ევა გოცირიძე,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე)
2017 წლის 24 აპრილი
“ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს კითხვები გაჩნდა სტრასბურგის სასამართლოს მიმართ. ეს იყო სუბსიდიურობის პრინციპის დარღვევა, რადგან, პირველ რიგში, სწორედ ეროვნული სასამართლოს საქმეა, გადაწყვიტოს კონკრეტული დავა და სტრასბურგის სასამართლოს საქმეა დამატებითი დახმარება. სტრასბურგის ასეთი ჩარევა იყო ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევის ზღვარზე.
ზაზა დავითაია, გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი
2017 წლის 13 მარტი
„განა ევროპული სასამართლოს დუმილის ფონზე არ ხოცავდა ადამიანებს სააკაშვილის რეჟიმი? თითო-ოროლა შემთხვევის გარდა, სტრასბურგის სასამართლო იმ პერიოდში თუნდაც წამების ფაქტებს რად არ ეხმაურებოდა?”
გიორგი ახვლედიანი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა
2017 წლის 7 მარტი
“მე მაქვს კითხვები სტრასბურგის სასამართლოსთანაც… გახსოვთ, 7 ნოემბერს რომ შემოვარდნენ ერთი თვის განმავლობაში იქ რას აკეთებდნენ და რას ანადგურებდნენ ღმერთმა უწყის. ნახევარი ტელევიზია, ტექნიკა თავიდან იქნა ასაწყობი. იმ დღესვე რომ შეეჩერებინა სტრასბურგის სასამართლოს ეს ყველაფერი თურმე შესაძლებელი ყოფილა და რატომ არ შეაჩერეს მე არ მესმის. ამიტომ მაქვს კითხვა – ადგილი ხომ არ აქვს მიკერძოებულობას.”
ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა
2016 წლის 14 ივნისი
“ორმაგი სტანდარტი აღმაშფოთებელია. როცა საქმე დამნაშავე ორგანიზაციის ლიდერს ეხება, სტრასბურგის სასამართლო ძალიან დაფაცურდა, 26 მაისს დაზარალებულების საქმის განხილვას კი, არ ჩქარობს.”

ECHR-ის გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის საქმეზე

2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მერაბიშვილის წინააღმდეგ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული მუხლი წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენებას კრძალავს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist