განიკურნენ თუ არა საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულები ე.წ. პლაზმის მეთოდით?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

add
274
VIEWS

3 აპრილს ფეისბუქ გვერდმა ”Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნა. პოსტში აღნიშნულია, რომ 5 დაავადებული ადამიანის პლაზმის საშუალებით განიკურნა და საქართველო ამ გამოცდილებით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა.

"

მტკიცება, თითქოს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა და პლაზმის მკურნალობის მეთოდს იყენებს, დეზინფორმაციაა. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ახალი არ არის, ის სხვა პანდემიების დროსაც გამოიყენებოდა, თუმცა საქართველოს ჯერჯერობით პლაზმით მკურნალობისთვის არ მიუმართავს.

  • საქართველო კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს პლაზმით ამ ეტაპზე არ მკურნალობს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტენით, გამორიცხული არ არის რომ საქართველოში სისხლის პლაზმით მკურნალობა დაიწყოს, თუმცა ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. ე.წ. პლაზმის მეთოდის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ეს საკითხი განიხილება, თუმცა აღნიშნული მეთოდი შეიცავს გარკვეულ რისკებს და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

ამასთან, პაატა იმნაძემ და თენგიზ ცერცვაძემ განაცხადეს, რომ ადამიანის პლაზმით მკურნალობის მეთოდი საქართველოში გამოყენებული ჰქონდათ სხვადასხვა დროს, თუმცა ამას სჭირდება ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, საქართველოში კი ამ ეტაპზე საკმარისი დონორები არ არიან.

  • პლაზმა კორონავირუსის ვაქცინა არ არის და ის ადრინდელი პანდემიების დროსაც გამოიყენებოდა

კორონავირუსის ვაქცინაზე ამჟამად სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მუშაობენ, თუმცა ვაქცინა ჯერ კიდევ დატესტვის რეჟიმშია და ინფიცირებულების სამკურნალოდ არ გამოიყენება. რაც შეეხება პლაზმით მკურნალობას, ამ მეთოდს მიმართა ჩინეთმა და აშშ-მა. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი სხვადასხვა დაავადებებისთვის 1890-იანი წლებიდან გამოიყენება, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის გამოყენებას. სწორედ ამ მეთოდს იყენებდნენ 1918 წელს გავრცელებული “ესპანური გრიპის” პანდემიის დროს.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist