გამყრელიძე: “რუსეთის გარდა ლუგარის ლაბორატორიაზე მითები თავში არავის მოსდის”

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5e58f3d46fe62
2.1k
VIEWS

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ სოციალურ ქსელებში ღიად კრემლისტური ფეისბუქ გვერდები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ შავ პროპაგანდას კვლავ მიმართავენ.  მაგალითად, კრემლთან დაკავშირებულმა გამოცემებმა News Front Georgia-მ და საქართველო და მსოფლიომ ასევე ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ 26-27 თებერვალს “საქართველო და მსოფლიოს” მიერ მომზადებული 2014 და 2017 წელს მომზადებული მასალები გააზიარეს.

12

13

ლუგარის ლაბორატორია საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის არარსებობის შემთხვევაში სადიაგნოსტიკოდ ქვეყანას სხვა ლაბორატორიებში მოუწევდა ამ ტექნოლოგიების აწყობა. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მითებს რუსეთი ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე: “ლუგარის ლაბორატორია გახლავთ ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი და ლუგარში კეთდება კორონა ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტირება. ლუგარის ლაბორატორიაში ლაბორატორიული კვლევები კეთდება თანამედროვე ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დონეზე და იქ არის ძალიან ძლიერი რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს რესპირაციულ ვირუსებთან მუშაობის (გრიპი, სხვა კორონა ვირუსები და ა.შ). ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სერიოზული სიმდიდრეა, ლუგარის ლაბორატორია. რომ არ ყოფილიყო ლუგარის ლაბორატორია, სხვა ლაბორატორიებში უნდა აგვეწყო ეს ტექნოლოგია. ამას [მითების გავრცელებას ლუგარზე]  აკეთებს მხოლოდ ერთი სახელმწიფო, იმ სახელმწიფოს გარდა მსგავსი იდეები თავში არავის არ მოსდის. ეს არის ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ამაში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ჩადებული, სხვა არაფერი.”

ლუგარის ლაბორატორიაზე კონსპირაციები პერიდულად სხვადასხვა წყაროების მხრიდან ვრცელდება. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ქართული მარშის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი ამტკიცებდა, რომ თითქოს ღორის გრიპი, რომელიც 2009 წლიდან ვრცელდება, მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული და მას 2011 წელს გახსნილი ლუგარის ლაბორატორია ავრცელებდა.

ასევე სხვადასხვა კონსპირაცია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის  შესახებ წლებია ვრცელდება და მისი წყარო რუსეთის ხელისუფლება და კრემლისტური მედიაა.

  • 2018 წელს, რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (“როსსელხოზნადზორი”) პრესმდივნმა, იულია მელანომ, ლუგარის ლაბორატორია აფხაზეთში აზიური ფაროსანის გავრცელებაში დაადანაშაულა.
  • რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა და ყოფილმა მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშჩენკომ 2016 წელს ლუგარის ცენტრი აფხაზეთში ზიკას ვირუსის ხელოვნურ გამოყვანაში დაადანაშაულა, ხოლო 2013 წელს რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებასთან დააკავშირა.
  • როსია 24, ვესტი, 4 ოქტომბერი.იგორ კოჟევინი, წამყვანი: „თავდაცვის სამინისტრომ გაანალიზა დოკუმენტები ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის ცენტრის შესახებ, რომელიც ამერიკელებმა საქართველოში ააშენეს. მიღებული მონაცემების მიხედვით, პენტაგონი სწორედ აქიდან ავრცელებდა ჩვენს ქვეყანაში ღორის აფრიკულ შავ ჭირს. “

რეალური ფაქტები ლუგარის ლაბორატორიის შესახებ 

საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის პრიორიტეტებია:

  • სურსათის უვნებლობა – ლაბორატორია თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან საკვები პროდუქტების ბიოლოგიური კვლევების მიმართულებით;
  • საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან – აღმოჩენილი ან გავრცელებული ეპიდემიების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეშვეობით როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში;
  • ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება – რითაც წვლილი შეაქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო უსაფრთხოებაში;
  • სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება – ცენტრის შესაძლებლობებს ფართოდ იყენებენ მაგისტრანტების და დოქტორანტების მოსამზადებლად და სამეცნიერო კვლევებისათვის სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist