გახარიას მხარდაჭერიდან მელიას სოლიდარობამდე და 16 ტროლი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

28
VIEWS

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა, ხოლო ხელისუფლებისა და პოლიტიკური ექსპერტების წრეებში ამ ნაბიჯმა დაბნეულობა გამოიწვია. ცალსახა დისკრედიტაციის კამპანია გიორგი გახარიას მიმართ არ გამოკვეთილა, თუმცა სახელისუფლებო ტროლების ნაწილი შეეცადა, პრემიერის გადადგომა უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივ ქმედებად და ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყლის დასხმად შეეფასებინა.

 

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშთეგი: #მემხარსვუჭერგიორგიგახარიას, ასევე შეიქმნა ყოფილი პრემიერის მხარდამჭერი ანგარიშები (გახარიას პარტიის მხარდამჭერები, გახარია დაბრუნდეს) და საჯარო ჯგუფები,  რომლებშიც აქტიურად ზიარდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარია ახალი პარტიის შექმნას და მესამე ძალად ჩამოყალიბებას აპირებს. ჯგუფში “ჩვენი მხარდაჭერა გახარიას!” თავდაპირველად სატირული პოსტებიც ზიარდებოდა, თუმცა 22 თებერვლის მონაცემებით, მასში ახლადშექმნილი ჯგუფებიდან ყველაზე მეტი –  2000 მხარდამჭერია მობილიზებული. ამ ჯგუფებს უმეტეს შემთხვევაში ყალბი ანგარიშები მართავენ.

18 თებრვლიდან გახარიას მხარდამჭერი 9 (ამ დროისთვის ერთ-ერთი მათგანი წაშლილია, ერთს კი სახელი აქვს შეცლილი) ახალი ჯგუფი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მხარდამჭერ ჯგუფს (გიორგი გახარიას მხარდამჭერების ჯგუფი), რომელიც 20 თებერვალს შეიქმნა და 1 100 ადამიანს აწევრიანებდა, 23 თებერვალს სახელი შეეცვალა და “სოლიდარობა ნიკა მელიას” გახდა. ამავე დღეს ჯგუფმა სახელი მეორედ შეიცვალა და “პოლიტNews”-ად იქცა.
;

ჯგუფი

ადმინები

ჩვენი მხარდაჭერა გახარიას ! შეიქმნა 2021 წლის 18 თევერვალს

;

ყალბი ანგარიშები: Maria Smith,სისონა დარჩია

;

გიორგი გახარიას მხარდამჭერების ჯგუფი შეიქმნა 2021 წლის 20 თებერვალს. 23 თებერველს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა: ჯერ სოლიდარობა ნიკა მელიას დაირქვა, შემდეგ პოლიტNews გახდა

;

;

ყალბი ანგარიშები: Vakhtang Kvaratskhelia, თინა კანდელაკი

;
სახელის შეცვლის შემდეგ ადმინისტრატორების რაოდენობა ერთით შეცირდა
;

გიორგი გახარიას მხარდამჭერები შეიქმნა 2021 წლის 18 თებერვალს

;

 

ყალბი ანგარიშები: Lasha Jugeli, Qeti Beridze – ახალშექმნილი პროფილი, იპარავს ფოტოს, რომლსაც სოც ქსელებში ბევრი იყენებს;
ზაქარია ბარნაბიშვილი – ახალშექმნილი პროფილი;
თამარ ალასანია – არ დებს მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს.
ლეილა ცინაძე-მელიქიძე – ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერი.

;

გახარია დაბრუნდი ! შეიქმნა 2021 წლის 18 თეერვალს

;

ყალბი ანგარიში: მარიამ წიკალური – პროფილის url ბმულში მითითებულია სახელი samzareuloschurcheli,

ნათია ნათია
ყალბი პროფილი

;

გახარია ❤️ შეიქმნა 2021 წლის 18 თებერვალს

;

ნატა ფაღავა – ახლადშექმნილი ანგარიში, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი giorgi.oragvelidze

Giorgi Tughushi

;

მხარდაჭერა გიორგი გახარიას შეიქმნა 2021 წლის 18 თებერვალს
;

Giorgi Kemularia პროფილის ფოტოს მიხედვით პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია
;

გახარიას გუნდი შეიქმნა 2021 წლის 22 თებერვალს. 25 თებერვლისთვის ჯგუფი წაშლილია
;

თიკა გურული
;

დაბრუნდეს გიორგი გახარია შეიქმნა 2021 წლის 24 თებერვალს
;

Salli Bagrationi
;

გახარიას ფანები შეიქმნა 2021 წლის 19 თებერვალს;

Alexander Patsatsia;

დასპონსორებული პოსტი, თითქოს გახარიას 20 ივნისი აპატიეს

გარდა საჯარო ჯგუფებისა, ასევე საინტერესოა, რომ 21 თებერვალს ფეისბუკ გვერდმა “IPhone თაობა” გამოაქვეყნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას ფოტო, შეცდომაში შემყვანი ტექსტით, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მელიას არდაჭერის გამო გახარიას 20 ივნისის მოვლენებს პატიობენ, თუმცა არ ჩანს, თუ ვის ეკუთვნის ტექსტი, რომელშიც წერია: “ძალიან დიდი მადლობა გახარიას ნიკა მელიას გადარჩენისთვის. ამით მან 20 ივნისის ცოდვაც გამოისყიდა! მე ვპატიობ გახარიას 20 ივნისს! გააზიარეთ!” პოსტი, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, დასპონსორებულია და 22 თებერვლის 11:00 საათის მდგომარეობით 90 გაზიარება და 68 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

;

გვერდი IPhone თაობა 2018 წლის 10 სექტემბერს არის შექმნილი, მართავს იმავე სახელწოდების ჯგუფს, სადაც ზემოაღნიშნული ფოტო ასევე აქვს გაზიარებული. გვერდს 13 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ძირითადად აქვეყნებს მიმებს და გასართობი ხასიათის ვიდეოებს. გარდა ამისა გაზიარებული აქვს ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოსტებიც. გვერდის კონტენტი ძირითადად შერეული ხასიათისაა, თუმცა Ad Library-ში გახარიასთან დაკავშირებული პოსტის გარდა სხვა დასპონსორებული პოსტი არ იძებნება.

ახალი პარტიის შექმნის შესახებ ინფორმაციას ყალბი ანგარიში ავრცელებს

ყალბი ანგარიში მარიამ შონია  (პროფილის ბმულში მითითებულია სახელი george.aysga) ჯგუფში Umedia ქლიქბაიტ საიტიდან (Gifsat.com), რომლის IP მისამართად რუსეთია რეგისტრირებული, აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს გახარია ახალი პარტიის შექმნას აპირებს.

;

;

Umedia-ში სისტემატიურად ვრცელდება გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ სხვადასხვა ხასიათის ინფორმაცია და მხარდამჭერი პოსტები.

ტროლები

“მითების დეტექტორმა” 16 ტროლი გამოავლინა, რომელებიც გიორგი გახარიას ქმედებას, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებად, მეორე მხრივ კი, ნაციონალური მოძრაობის პოზიციების გამყარებად აფასებდნენ.

  • 16-დან 5 ტროლს, რომელიც საკუთარ იდენტობას მალავს, პროფილის მისამართში შეცვლილი დასახელება აქვს მითითებული.
  • 16-დან 11 ტროლს მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტელევიზიის, Pos TV-ის გვერდები.

ყალბი ანგარიში

ინფორმაცია ანგარიშის შესახებ

1.Zuria Zuria

;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მხარდამჭერი გვერდები

2.ნინიკო ნინო

;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების გვერდები

3.მე ვარ ეგმა
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის გვერდები

4.Sonderverband Bergmann
;

არ აზიარებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას

5.Dato davita
;

ახალშექმნილი პროფილი, აზიარებს გარეჯის 1938 წლის რუკას, მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს ქართული და რუსული საინფორმაციო სააგენტოების გვერდები

6.Nina Maisuradze
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 12 მეგობარი, მოწონებული აქვს სახელისუფლებო მედიების (შალვა რამიშვილის, პოს ტვ-ის), ასევე ქართული ოცნების ლიდერების გვერდები

7.Tim Sock
;

მალავს იდენტობას, არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას

8.Vek Una
;

მალავს იდენტობას, მოწონებული აქვს POSTV

9.არსენა ოძელაშვილი
;

ჰყავს 4 მეგობარი, არ დებს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას

10.Toma Amilaxvari
;

მალავს იდენტობას, ჰყავს 3 მეგობარი

11.Sandro Gegejkori
;

მალავს იდენტობას, ახალშექმნილი პროფილი, მოწონებული აქვს 4 გვერდი: POSTV – ანალიტიკა, POSTV, Kakha Kaladze კახა კალაძე, ქართული ოცნება / Georgian Dream

12.Charli Gordon
;

არ აქვეყნებს პირად ფოტოებს, პროფილის მისამართში მითითებული აქვს სახელი ermenegildo.zegna

13.Mate Kaflanishvili
;

პროფილის ფოტოთი შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება, ბმულში მითითებული აქვს სახელი simon.svimon. Მოწონებული აქვს რამდენიმე სამთავრობო და ოპოზიციური გვერდი

14.გრიშა გელოვანი
;

მალავს იდენტობას, პროფილის ლინკში მითითებული აქვს სახელი mzisa.damtvarisa.მოწონებული აქვს საინფორმაციო სააგენტოების და სამთავრობო გვერდები

15.მაიკო ცაგურია
;

მალავს იდენტობას, პროფილის ბმულში მითითებულია სახელი baskantera, მოწონებული აქვს ქართული ოცნების გვერდები

16.Giorgi Arveladze
;

პროფილის ლინკში მითითებულია სახელი interviu.yvelastan.ჯგუფებში დავასრულოთ ნაცები – Davasrulot Nacebi !!! და ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე” გააზიარა გახარიას მხარდამჭერი პოსტი.
2020 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საარჩევნო პროტესტის დისკრედიტაციის კამპანიაში


ტროლები გახარიას გადადგომას აკრიტიკებდნენ და მთავრობას მხარს უჭერდნენ. ზოგიერთი მათგანი გახარიას ნაბიჯს ნაციონალების პოზიციების აღდგენის ტოლფასად თვლიდა და ამბობდა, რომ ეს მართლმსაჯულებას ავნებს.

ტროლების მსგავსად გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა სახელისუფლებო მედიების და ექსპერტების ნაწილმა ღალატად და ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებად შეაფასა:

გიორგი გახარიასა და ნაციონალური მოძრაობის გარიგებაზე გელა ზედელაშვილის კომენტარი გააზიარა გვერდმა “ერთიანი ცინიკური მოძრაობა”, ხოლო ანტიოპოზიციურმა გვერდებმა “სექტა” და “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები” გახარიას გადადგომა “მელიასნაირი კრიმინალებისთვის” პოზიციების დათმობად და “ნაციონალების ნავში გადასკუპებად” შეაფასეს:

;;

;

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist