Федор-მა ამერიკელი ასტრონავტის ფოტო მიითვისა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

fedor2-800x445
157
VIEWS

Polygraph-ი იტყობინება, რომ 22 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის კოსმოსურმა სააგენტომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ანდროიდი Skybot F-850 სახელად ფიოდორი (Федор) საცდელი მისიით მიავლინა. 

ფიოდორს ტვიტერის ოფიციალური ანგარიში  (@FEDOR37516789) და 13 000 გამომწერი ჰყავს. რობოტი პერიოდულად აქვეყნებს მისიის ფოტოებს, ვიდეოებს და სხვა სიახლეებს. 

"

რობოტს პირველი წარუმატებლობა 24 აგვისტოს ჰქონდა, როდესაც პირველ ცდაზე კოსმოსურ სადგურზე დაშვება ვერ მოახერხა. მეორე წარუმატებლობას 31 აგვისტოს ჰქონდა ადგილი: ფიოდორმა გიბრალტარის სრუტის ფოტო გამოაქვეყნა, ტექსტით: “სამუშაო დღის ბოლოს “Союз МС-14″ ილუმინატორიდან  ჩვენი დედამიწით ვტკბები. ის ლამაზია. კოსმოსის შესწავლა და აღმოჩენა ადამიანებს უფრო ჭკვიანებს ხდის და ურთიერთთანამშრომლობისაკენ უბიძგებს. და ჩვენ, ადამიანების ხელით შექმნილი მანქანები, მზად ვართ ჩვენს შემქნელებს წინსვლაში დავეხმაროთ.”

"

ფიოდორის  რუსულენოვანმა გამომწერებმა რობოტი პლაგიარიზმში დაადანაშაულეს. კრიტიკოსთა შორის იყო ცნობილი ფოტო ბლოგერი ილია ვარლამოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ფიოდორის მიერ გამოქვეყნებული ფოტო უკვე წლებია ინტერნეტში პოპულარულია. 

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფოტო 2010 წლის 9 სექტემბერსაა გადაღებული NIKON D2Xs ფოტოაპარატით. დამატებითი კვლევებით გამოვლინდა, რომ ფოტო ამერიკელ ასტრონავტს დუგლას ვილოქს ეკუთვნის და მას 2010 წელს ტვიტერზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist