“ევროპული სოციალისტების” პოლიტსაბჭოს წევრების კრემლისტური გზავნილები

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

44
VIEWS

ოპოზიციის ბოიკოტს, უარი თქვას საპარლამანეტო მანდატებზე, ვიდრე ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსიც” შეუერთდა. თუმცა, ალიანსის ეს გადაწყვეტილება სიის 4 დეპუტატმა არ გაიზიარა, რომლებიც ძირითადად ბიზნესმენები არიან, კერძოდ: ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს და 9 იანვარს ახალი პარტია “ევროპელი სოციალისტები” დააფუძნეს.

“პატრიოტთა ალიანსის” სიით გასული 4 ბიზნესმენის პარლამენტში შესვლას მიესალმა ოპოზიციის გარეშე დარჩენილი მმართველი პარტია. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენების ეს ნაბიჯი ოპოზიციის პარლამენტში შესვლად შეაფასა და განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პრორუსული შემადგენლობა პარლამენტს მიღმა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-10 მოწვევის პარლემენტში ღიად პრორუსული პარტიები არ იქნებიან.

“პატიორტთა ალიანსის” პრორუსული ორიენტირების შესახებ გავრცელებული ფაქტების საპირწონედ კი 5 იანვარს, ჯერ კიდევ მანამ, სანამ “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი დეპუტატები ახალ პარტიას ოფიციალურად დაარეგისტრირებდნენ, მედიაში გავრცელდა “ქართული ოცნების” საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც აღნიშნულია,  რომ პარლამენტში შესული პირველი ოპოზიცური პარტია “ევროპელი სოციალისტები” პროდასავლური, ევროპული ღირებულებების მატარებელი ძალაა.

რამდენად პროდასავლურია ახალი პარტია?

Sputnik-საქართველოს თანახმად, “ევროპული სოციალისტების” პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ თამარ კიკნაძე, გიორგი მაღლაკელიძე, ვიქტორ ცაავა და ირაკლი უბილავა, რომლებიც მედიის განვითარების ფონდის ანტიდასავლური პროპაგანდის კვლევებში ხშირად ფიგურირებენ. მათ ასევე კავშირი აქვთ კრემლისტურ მედიასთან, ხოლო თამარ კიკნაძეს რუსეთის სახელისუფლებო ფონდების აქტივობებთან საქართველოში.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ, “ევროპელი სოციალისტების” სახელით გამოჩენილი ახალი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების ანტიდასავლური და ქსენოფობიური გზავნილების მიმოხილვას, ასევე ინფორმაციას, კრემლის ორგანიზაციებთან მათი კავშირების შესახებ.

პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი თამარ კიკნაძე დაკავშირებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა.

კიკნაძე ხშირად მონაწილეობს ცენტრის სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტის და კრემლთან დაკავშირებული სხვა აქტორების მონაწილეობით იმართება, მაგალითად: ექსპერტთა შეხვედრა ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ; არჩილ სიხარულიძის საჯარო ლექცია “ქართულ-რუსული ურთიერთობები აშშ-სა და ევროპის კონტექსტში; პრიმაკოვის საიუბილეო საღამო და სხვა.

;

 

;

;

პრიმაკოვის ფონდთან კავშირის გარდა, თამარ კიკნაძე კრემლის მიერ დაფუძნებული პროპაგანდისტული პლატფორმის, “სპუტნიკ-საქართველოს” ხშირი რესპონდენტიცაა, როგორც 2019 წლის ბოლოს, ასევე 2021 წლის იანვარში, სპუტნიკთან საუბრისას ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას პროგნოზირებდა.

;;

როგორც თამარ კიკნაძე, ასევე პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი მაღლაკელიძე, ირაკლი უბულავა და კრემლთან დაკავშირებული გამოცემა “საქართველოს და მსოფლიოს” ბლოგერი ვიქტორ ცაავა წინა წლებში ანტიდასავლურ და კრემლის დღის წესრიგის შესატყვისს განცხადებებს ხშირად აკეთებდნენ, რომელთაც ქვემოთ გთავაზობ:

დასავლეთი თავს გვახსვევს უცხო ღირებულებებს

თამარ კიკნაძე: „აი, ეს ტოლერანტობა, რომელიც უკვე რაღაცა აბსურდშია ხომ გადასული? ადამიანის უფლებები, როდესაც ევროპარლამენტი მაგალითად სერიოზულად იხილავს საკითხს, რომ ბავშვები სექსუალურად თურმე სამი წლიდან უნდა აღზარდო.”
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 დეკემბერი

თამარ კიკნაძე: “ამერიკელებს ხელს არ აძლევთ ჩინეთისა და რუსეთის მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა რუსეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა უფრო ადვილია, რადგან იმ პირობებს არ უყენებს, რომლებსაც დასავლეთი. ვგულისხმობ, გეებისა და ლესბოსელების დაცვას, არ ესაუბრება ყირიმის პრობლემაზე”.
საქართველო და მსოფლიო, 5 ივლისი

როცა ევროპელები ტყეში დარბოდნენ, ქართველები ცივილიზაციას ქმნიდნენ

თამარ კიკნაძე: „შენ [ქართველები] უფრო დიდი ცივილიზაციის წარმომადგენელი ხარ, ევროპელები რომ ტყეში დარბოდნენ, შენ ისეთი ცივილიზაცია გქონდა, უძველესი, ხო და რატომ იკომპლექსებ ასე თავს.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 18 დეკემბერი, 2018 

საქართველო ევროპის და ამერიკის კოლონიაა

ვიქტორ ცაავა, პატრიოტთა ალიანსი: “ჩვენი ხელით ძალდაუტანებლად მოვაწერეთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც უფრო მეტად შებოჭა პატარა საქართველო. საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან დადო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ევროპის კი არა, ამერიკის კოლონიაცაა. საქართველო ორი ბატონის მონაა”.
საქართველო და მსოფლიო, 9 სექტემბერი 

ყარსის ხელშეკრულება ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს გვიქმნის

თამარ კიკნაძე: “მიდის ექსპანსია ეკონომიკური და დემოგრაფიული. და თუ ყარსის ხელშეკრულებას გადავხედავთ ჩვენ, იქ არის, რომ თუ შეილახება, გარანტი არის ამ ხელშეკრულების თურქეთი და რუსეთი ხომ? თუ მუსლიმ მოსახლეობას ექნება რაღაც პრობლემა, მას შეეძლება ჩაატაროს რეფერენდუმი.”
ობიექტივი, 24 აპრილი, 2017

გიორგი მაღლაკელიძე: “აგერ ყარსის ხელშეკრულებას გაუვა ვადა, მშვენივრად იპყრობს არა იარაღით საქართველოს ტერიტორიებს თურქეთი, პრაქტიკულად ბათუმში ჩახვალ და უკვე ქუჩებია, თურქული ქუჩებია.”
ობიექტივი, ღამის სტუდია, 1 თებერვალი

დასავლეთი საქართველოს/უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებისთვის იყენებს

თამარ კიკნაძე: “საქართველოსა და რუსეთს შორის ომი არ ყოფილა, ეს იყო ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და ჩვენ გავიჭყლიტეთ”.
საქართველო და მსოფლიო, 20 აპრილი

თამარ კიკნაძე: “2008 წლის აგვისტოში საქართველოში იყო დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის… რუსეთ–უკრაინის დაპირისპირებაც არის დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება”.
საქართველო და მსოფლიო, 29 ნოემბერი

ირაკლი უბილავა: “საქართველო არის რუსეთის მტერი იმის შემდეგ, რაც ის გახდა რუსეთის  მტრის მეგობარი.  ჩემი აზრით, დასავლეთი შეეცდება სიტუაციის დესტაბილიზებას ქვეყნის შიგნით და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პირით მოახდინა 21 მარტის აქციის ანონსირება”.
საქინფორმი, 18 მარტი

ნატო=საფრთხეს

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი: „ნატო მე მჭირდება იმისთვის, რომ იყოს ჩემი უსაფრთხოების გარანტი და პირიქით, ნატო გახდა ჩემი საფრთხის გარანტი.“
ობიექტივი, ღამის სტუდია, 23 ივლისი, 2018

ამერიკული ბაზა=საფრთხეს

გიორგი მაღლაკელიძე, პატრიოტთა ალიანსი: „საქართველოში რო სამხედრო ბაზა გაკეთდეს, ღმერთმა არ ქნას და 1 ჭურვიც რო ჩამოვარდეს, იმდენად ძლიერია უკვე ბირთვული იარაღი… ვფიქრობ, რომ საქართველო არ შეიძლება მუსკულებზე, ჯაველინებზე და რაღაცა ძალის დემონსტრირებაზე, განსაკუთრებით საქართველო, იყურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან”.
ობიექტივი, ღამის სტუდია, 11 მაისი

სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ამერიკა ქმნის და იარაღით ამარაგებს

გიორგი მაღლაკელიძე, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: „სირიაში ეს სასაკლაო და ეს საშინელება, როდესაც უკვე გაიხსნა კარტები და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ პრაქტიკულად ამ ტერორისტულ დაჯგუფებებს თითონ ამერიკის შეერთებული შტატები და ძალიან განვითარებული ქვეყნები ედგნენ იმიტომ, რომ შეუძლებელია, ეს იარაღები ხეზე არ იკრიფება. მათი მუდმივი მიწოდება იცით თქვენ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული“.
ობიექტივი, 11 აპრილი, 2018

რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება კარგი არ არის, საქართველომ საგარეო პოლიტიკა უნდა შეცვალოს 

თამარ კიკნაძე: “ხბოს აღტკინებით იმის ძახილი, რომ [ანგელა] მერკელმა თქვა: “რუსეთი ოკუპანტია”, კარგი არ არის. გერმანიის კანცლერმა კარგად იცის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს… საქართველომ უნდა გადახედოს დღეს არსებულ პოლიტიკას და გეზი უნდა შეცვალოს”.
საქართველო და მსოფლიო, 6 სექტემბერი, 2018

პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან დასავლეთის გარეშე და რუსეთის შუამავლობით

თამარ კიკნაძე: „გაღიზიანებას იწვევს რუსეთისა, როდესაც ჩვენ მათ ველაპარაკებით დასავლეთის ჩართვით… სხვათშორის ლავროვსაც, პუტინსაც არა ერთხელ აღუნიშნია, რომ დაელაპარაკეთ აფხაზებს და ოსებს და ჩვენ ვიქნებით ამ დიალოგის რაღაც მედიატორები.”
ობიექტივი, ახალი ამბები, 19 ივლისი

ვიქტორ ცაავა, პატრიოტთა ალიანსი:  “რაც შეეხება ამერიკისა და ევროპის ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, აშშ-ისა და ევროკავშირის გარეშე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან და დაიცვას თავისი ინტერესები. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს”.
საქართველო და მსოფლიო, 20 ოქტომბერი

ლუგარის ლაბორატორია საეჭვოა შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს

თამარ კიკნაძე: “როდესაც ქვეყანაში არსებობს ლუგარისნაირი ლაბორატორია, ფაქტია, რომ რაღაც ფორმით ვირუსებთან შეხება გაქვს… სამწუხაროდ, არავინ იცის, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, აუცილებელია, იქ კომპეტენტური დელეგაცია შევიდეს… ლუგარის ლაბორატორია მუდმივად იქნება რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის გამომწვევი”.
საქართველო და მსოფლიო, 3 ივნისი

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist