ევროკავშირში დეზინფორმაციის შესახებ სწრაფი შეტყობინების სისტემა ამოქმედდა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ყტ
78
VIEWS

18 მარტს ევროკავშირში დეზინფორმაციის შესახებ  სწრაფი შეტყობინების სისტემა ამოქმედდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს  დეზინფორმაციის სწრაფი იდენტიფიცირება და მასზე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ.

"
წყარო: ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დეზინფორმაციის სწრაფი შეტყობინების სიტემა მიზნად ისახავს  ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის საშუალების დეზინფორმაციული კამპანიის სწრაფ გამოვლენას მისი გავრცელებისთანავე.

დეზინფორმაციის სწრაფი შეტყობინების სიტემის ამოქმედება  დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული, რომელიც 2018 წლის დეკემბერში დამტკიცდა.

ევროკავშირის სამოქმედო გეგმის თანახმად, დეზინფორმაციის გავრცელბის შემდეგ პირველი საათები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი  იდენტიფიცირების, გაანალიზებისა და რეაგირებისათვის.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დეზინფორმაციის სწრაფი შეტყობინების სიტემის შეიქმნას მასზე  ერთობლივი რეაგირების მიზნით. ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის მონაცემების გაზიარებას, რაც მათ საერთო სურათის უკეთ აღქმასა და კოორდნინირებული მოქმედების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული ინიციატივა დროისა და რესურსის დაზოგვას ემსახურება.

დეზინფორმაციის სწრაფი შეტყობინების სიტემის ამოქმედებისათვის  თითოეული სახელმწიფოდან ინსტიტუციური რესურსის გამოყოფაა გათვალისწინებული, რომელიც მეტწილად სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტების ხარჯზე მოხდება.  ამ საკითხზე მომუშვე პირები ერთმანეთთან, ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე მოქმედ სხვადასხვა უწყებებთან კორდინირებულად იმუშავებენ და ინფორმაციას რეგულარულად გაცვლიან.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist