ელიზბარ ჯაველიძე პუტინის ავტორიტარულ მეთოდებს განადიდებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

javelidze
1.1k
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავლის” 2018 წლის 15-21 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა პრორუსულ პოლიტიკურ პარტია “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან” დაკავშირებული ორგანიზაცია “სახალხო კრების” წევრის, ელიზბარ ჯაველიძის ინტერვიუ, რომელშიც ის რუსეთის ავტორიტარულ მოდელს განადიდებს და პუტინს რუსეთში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის გამო აქებს.

ელიზბარ ჯაველიძე, სახალხო კრება: “სოროსსა და მისნაირ გლობალიზაციის ალქაჯებს კი ერთი რამ აინტერესებთ – ერის, ახალგაზრდობის დეგრადაცია, რათა შემდეგ ცხვრის ფარასავით მართონ, როგორც მოესურვებათ… პუტინი იმიტომაც უყვართ რუსეთში, რომ მან ყველა არასამთვრობო ორგანიზაციას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, აუკრძალა კანონით სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა!“

რატომ ებრძვის პუტინი არასამთავრობო ორგანიზაციებს?

არასამთავრობო ორგანიზაციებს დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ, რადგან გარდა იმისა, რომ სამიზნე ჯგუფებისთვის ადვოკატირებისა და სხვადასხვა სერვისების უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებენ, ისინი ხელისუფლების საქმიანობის მაკონტროლებლები ანუ watchdog-ები არიან. ერთადერთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობა შეზღუდულია, ეს ავტორიტარული მთავრობები და დიქტატორული რეჟიმებია.

თუ ერთი მხრივ პუტინი რუსეთის ტერიტორიაზე უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს, მეორე მხრივ რუსეთის სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად, საზღვრებს გარეთ საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად კრემლი თავად იყენებს ისეთ დემოკრატიულ ინსტიტებს, როგორიც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის მომზადებულ ანგარიშში “პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში” აღნიშნულია, რომ პუტინმა სამოქალაქო და საინფორმაციო სექტორი იარაღად აქცია და დამოუკიდებელი აქტივისტების ჩახშობის მიზნით ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი ჯგუფები შექმნა.

Human Rights Watch-ი 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვით კრემლი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჯგუფებს ახშობს, რითაც ალტერნატიული მოსაზრებისთვის სივრცეს არ ტოვებს. HRW-ის თანახმად ეს პოლიტიკა სწორედ ახალი კანონდებლობებით არის გამოხატული, რაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად არის შეფასებული.

როგორ ებრძვის კრემლი არასამთავრობო ორგანიზაციებს?

სენატის ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით პუტინი კანონმდებლობასთან ერთად ძალადობრივ და აგრესიულ მეთოდებს იყენებს. არაერთი აქტივისტი და ჟურნალისტი რუსეთში მათი საქმიანობის გამო ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლი გამხდარა.

"

ნატალია ესთემიროვას მკვლელობა. ადამიანის უფლებებზე მომუშავე რუსული ორგანიზაცია “მემორიალის” მკვლევარი ნატალია ესთემიროვა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით მუშაობდა, 2009 წლის ივლისში ჩეჩენთში საკუთარი სახლის წინ გაიტაცეს. ესთემიროვა მოგვიანებით ინგუშეთში მოკლული იპოვნეს. ესთემიროვას მკვლელობისთვის არავინ დასჯილა.

"

თავდასხმა ფილიპ კოსტენკოზე. 2012 წლის თებერვალში ფიზიკურად თავს დაეხსნენ კვლავ მემორიალის აქტივისტს ფილიპ კოსტენკოს. სენატის ანგარიშის თანახმად, კოსტენკოს საავადმყოფოში გადაყვანისას პოლიცია მას აიძულებდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომ არავის უჩივლებდა.

"

“წამების საწინააღმდეგო კომიტეტის” წევრებზე ფიზიკური თავდასხმა. 2016 წლის 3 მარტს “წამების საწინააღმდეგო კომიტეტის” ორ წევრს ჩრდილოეთ კავკასიაში მონიტორინგის მისიის დროს ბეისბოლის ჯოხით თავს დაეხსნენ ნიღბიანი მამამაკაცები. მოგვიანებით მათ მისიის ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. ერთი კვირის შემდეგ გროზნოში თავს დაესხნენ კომიტეტის ხელმძღვანელს იგორ კალიაპინს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა მათ ჩადენილი დანაშაულებების გამო არავინ დაუკავებიათ.

აქტივისტების გარდა, კრემლის თავდასხმის სამიზნე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებიც არიან. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (Committee to Protect Journalists – CPJ) მონაცემების თანახმად რუსეთში 38 ჟურნალისტია მოკლული. 38-დან 33 საქმე რუსეთში გამოუძიებელია და ჟურნალისტთა მკვლელობის გამო პასუხისგებაში არავინ მიცემულა. CPJ-ის ინფორმაციით, რუსეთში მოკლული ჟურნალისტები მეტწილად კორუფციის და პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდნენ, მათ მიმართ სროლის სავარაუდო წყარო კი უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები და კრიმინალური დაჯგუფებების წევრები არიან. ვრცლად რუსეთში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობა რუსეთში

რუსეთში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა კანონმდებლობით არის შეზღუდული. 2012 წლის ივლისში რუსეთში მიიღეს კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების “უცხოურ აგენტად” დარეგისტრირებას ავალდებულებს. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები ვალდებულები არიან იუსტიციის სამინისტროსა და ფედერალურ საგადასახადო სამსახურს პერიოდული ანგარიში წარუდგინონ. დარღვევის შემთხვევაში კი ორგანიზაცია დახურვას ექვემდებარება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2012 წლის ანგარიშში აღნიშნული კანონი შეფასდა, როგორც “ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე მომუშავე ორგანიზაციების სტიგმატიზებისა და მათთვის დაფინანსების შეზღუდვის მცდელობად”.

კანონის ამოქმედების შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში USAID-მა, რომელიც რუსეთში კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სფეროს მიმართულებით მუშაობდა, რუსეთში მისია შეწყვიტა. მას მოჰყვა ისეთი ორგანიზაციების დახურვა, როგორიცაა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), მაკარტურის ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება, ფრიდომ ჰაუსი და სხვა.

"

წარწერა “უცხოური აგენტი! ♥ აშშ” რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია “მემორიალის” კედელზე
© 2012 Yulia Klimova/Memorial

ამას გარდა, უცხო ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთის 2016 წლის უსაფრთხოების კონცეფციაში საფრთხედ არიან მიჩნეულნი. დოკუმენტის მიხედვით, მათი ქმედება მიმართულია რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ქვეყნის შიდაპოლიტიკური და სოციალური დესტაბილიზაციისკენ, რაც გულისხმობს ასევე “ფერადი რევოლუციების” ინსპირაციას და რუსეთის ტრადიციული სულიერი ღირებულებების წინააღმდეგ ქმედებას”.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist