დიქტატორების “თაფლობის თვე” – რა უნდა ვიცოდეთ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

პაქტი_0
314
VIEWS

23 აგვისტო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის წლისთავია. 80 წლის წინ ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი, რითაც სტალინმა ჰიტლერს ომის დაწყებისთივს მწვანე შუქი აუნთო. საბჭოთა პროპაგანდა მრავალი წლის მანძილზე მალავდა ინფორმაციას პაქტის და მისი გასაიდუმლოებული ნაწილის შესახებ. პაქტის არსებობა მიხაილ გორბაჩოვმა მხოლოდ 1989 აღიარა და მისი შინაარსი დაგმო.

საბჭოთა პროპაგანდის მემკვიდრეები დღეს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის უარყოფას, მისგან ყურადღების გადატანასა თუ გამართლებსაც კი სხვადასხვა გზით ცდილობენ. ერთი მხრივ რუსეთის სასამართლომ დასაჯა ბლოგერი, რომელმაც დაწერა, რომ 1939 წელს სსრკ და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ. მას სასამართლომ ნაციზმის რეაბილიტაციისა და ნიურნბერგის ტრიბუნის შედეგების უგულვებელყოფის მოტივით 200 000 რუბლის ჯარიმა დააკისრა. მეორე მხრივ კი 20 აგვისტოს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისადმი მიძღვნილ გამოფენაზე რუსეთის პოზიცია ასეთი იყო – მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის განხილვა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება, რაც 1930-იანი წლების ევროპის realpolitik-ს ვერ ასახავს. ამასთან, პრო-რუსული ძალები ჰიტლერთან თანამშრომლობასა და მის მხარდაჭერაში სტალინის ნაცვლად ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ. მეტიც, რუსეთის თანამედროვე პროპაგანდა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ეფუძნება ნარატივს, თითქოს უკრაინა, პოლონეთი თუ ბალტიის ქვეყნები ნაცისტური სახელმწიფოები არიან, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ბრძოლა გამართლებულია.

რა უნდა ვიცოდეთ ამ ისტორიული პაქტის შესახებ? “მითების დეტექტორი” საკვანძო ფაქტებს გთავაზობთ.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი: მნიშვნელოვანი ფაქტები

  • თავდაუსხმელობის, ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის  პაქტი სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის 1939 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა. შეთანხმება მოიცავდა საიდუმლო ნაწილს, რომლის მიხედვითაც სსრკ და ნაცისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპაში “გავლენის სფეროებს” ინაწილებდნენ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინაპირობას წარმოადგენდა, რის საფუძველზეც 1941 წლის 22 ივნისამდე საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობითა და ტერიტორიული ექსპანსიით იყო დაკავებული.

paqti
გერმანიასა და სსრკ-ს შორის თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა, 1939წ.

paqti2

„გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ხალხების სისხლით შედუღებული მეგობრობა იქნება ხანგრძლივი და მტკიცე“ – იოსებ სტალინის საშობაო მილოცვა ადოლფ ჰიტლერსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოხიმ ფონ რიბენტრობს, 1939წ

paqti3

პაქტის საიდუმლო ნაწილის ბოლო გვერდი გერმანულად და რუსულად. ეს ნაწილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას გავლენის სფეროებად ჰყოფდა.

  • საბჭოთა კავშირი, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როდესაც წითელმა არმიამ პოლონეთის ის ტერიტორია დაიკავა, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით საბჭოთა გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდა. პოლონეთში შეჭრის შემდეგ, 1939 წლის 22 სექტემბერს ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ბრესტ-ლიტოვსკში ოფიციალური საერთო სამხედრო აღლუმიც გამართეს.

paqti4
პაქტის ნაწილი, რომელიც 1939 წლის 28 სექტემბერს გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნდა.

patqi5
საბჭოთა და გერმანელი ჯარისკაცები ბრესტში საერთო აღლუმის წინ

paqti6
1939 წლის 22 სექტემბერი, ბრესტ ლიტოვსკიში ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ს საერთო აღლუმი. წყარო:  ბუნდესარქივი

paqti7
არცხნიდან მარჯვნივ: გენერალლიტენანტი მაურიც ფონ ვიქტორინი (გერმანია), გენერალი ჰაინც გუდერიანი (გერმანია), ბრიგადის მეთაური გენერალი სიმიონ კრივოშეინი (სსრკ) 1939 წლის 22 სექტემბერს ბრესტ ლიტოვსკიში საერთო აღლუმზე. წყარო:  ბუნდესარქივი

  • 1939 წლის 30 ნოემბერს სსრკ ფინეთში შეიჭრა. 1940 წლის 16 ივნისს კი სსრკ-მა მოახდინა ლიეტუვის, ხოლო 17 ივნისს ესტონეთისა და ლატვიის ოკუპაცია;
  • მიუხედავად ჰიტლერის ყველასათვის შესამჩნევი აგრესიისა და ექსპანსიონიმიზმისა სტალინმა  უარყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეთავაზება ერთად ებრძოლათ ჰიტლერის წინააღმდეგ.  სსრკ-მა ნაცისტურ გერმანიას მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადა ომი, რაც გერმანია 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირის საზღვარი გადალახა და უშუალოდ დაესხა თავს.
  • მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან ერთად გაფორმებული  სავაჭრო ხელშეკრულებით, საბჭოთა კავშირი გერმანიას სამხედრო აღჭურვილობასა და ბუნებრივ რესურსებს აწვდიდა. ამასთანავე, საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთ ზღვიდან გერმანიამდე საწვავის ტრანზიტის უსაფრთხოებას  უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს  ამარაგებდა საბრძოლო თვითმფრინავებით, ბომბებითა და რადიო სადგურებით. ამას გარდა სსრკ-მ დამატებით სესხად აიღო 200 მილიონი რაიხსმარკა.
  • პაქტის ხელმოწერის შემდეგ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა შეაქო ჰიტლერის “მშვიდობიანი მიზნები” და დასავლელი მოკავშირეების დაპირისპირება ნაცისტური გერმანიის მიმართ კრიმინალად  გამოაცხადა.
  • პაქტის დარღვევამდე საბჭოთა კავშირის პრესაში ნაცისტური პოლიტიკის გაკრიტიკება შეწყდა. კინოთეატრებში აიკრძალა ანტი-ფაშისტური ფილმები, ხოლო თეატრები ანტი-ნაცისტური შინაარსის შემცველ წარმოდგენებს აღარ  მართავდნენ.
  • შეთანხმების თანახმად, საბჭოთა კავშირი ანტი-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე გერმანელებსა და ავსტრიელებს, რომლებიც ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და დევნილები იყვნენ, გესტაპოს  გადასცემდა. რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ცნობილი გერმანელი კომუნისტი მარგარეტ ბუბერ-ნოიმანი, გერმანიაში იქნა დეპორტირებული, უმრავლესობა მათგანი კი სიკვდილით დაისაჯა.

paqti8

წითელი არმიის მიერ აღმართული ნიშან ბრესტ-ლიტოვსკიში. ტექსტი: “გაუმარჯოს წითელ არმიას, დბ [დასავლეთ ბელარსუსის] და დუ [დასავლეთ უკრაინის] მუშათა კლასის განმათავისუფლებლებს.” საბჭოთა სიმბოლიკის გვერდებში ვხედავთ ნაცისტურ სვასტიკასაც, რაც ამ ორი ტოტალიტარული რეჟიმის თანამშრომლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

“მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი” კარიკატურებში

პაქტის გაფორმებასა და სტალინის და ჰიტლერის თანამშრომლობას დასავლური პრესა კარიკატურებით გამოეხმაურა.

paqti9
კარიკატურა, რომელიც 1939 წლის 20 სექტემბერს ბრიტანულ გაზეთში Evening Standard გამოქვეყნდა. პოლონეთში შეჭრის შემდეგ ჰიტლერი სტალინს ესალმება: “ნაგავი ხალხი, არა?”. რასაც სტალინი პასუხობს “ვგონებ, მუშების სისხლიანი მკვლელები”.

paqti10
ამერიკელი კარიკატურისტის კარიკატურა “ნეტავ რამდენ ხანს გასტანს თაფლობის თვე?”, 1939 წლის ოქტომბერი.

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist