დეზინფორმაციის ბუმერანგი: რატომ არ სჯერათ რუსეთში COVID-19-ის არსებობის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

def
201
VIEWS

EUvsDisinfo-ს მასალა

რუსეთის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი (23.2%) მიიჩნევს, რომ COVID-19-ის პანდემია არ არსებობს და ის გამოგონილია. გარდა ამისა, 9%-ს მიაჩნია, რომ პანდემიის საფრთხე გადაჭარბებულია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ონლიან გამოკითხვა  რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, ეკონიმიკის უმაღლესი სკოლის  ექსპერტ-ანალიტიკის დირექტორატმა ჩაატარა. გამოკითხვა მარტიდან მაისის ჩათლით 5 ეტაპად მიმდინარეობდა და მასში რუსეთის ყველა რეგიონის მცხოვრებლებმა, საერთო ჯამში 30 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა . გამოკითხვის შედეგები სხვადასხვა რუსულმა გამოცემებმა, მაშ შორის  RBK და Vedmosti გააშუქა.

დეზინფორმაციის ზიანი

გამოკითხვამ გამოავლინა, რომ რუსეთის იმ მოქალაქეების ქცევა, რომლებიც პანდემიას არარეალურად მიიჩნევენ, განსხვავდება მათი თანამოქალაქეების ქცევისაგან,  რომლებიც ამ მოვლენას სერიოზულად აღიქვამენ. მათგან, ვისაც პანდემიის არ სჯერა, 43%  ამბობს, რომ ნათესავების მოსანახულებლად დადის, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ია მათ შორის, ვინც პანდემიის არსებობას აღიარებს.

EuvsDisinfo ვარაუდობს, რომ რუსეთის მოქალაქეებზე გავლენა კრმელის მედიამაც მოახდინა, რომელიც აქტიურად ავრცელებდა “პლანდემიის” ცნებას. #plandemic ჰეშთეგი სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა, რაც გულისხმობდა “გეგმას” – ანუ შეთქმულებას, რომ ახალი კორონავირუსი გარკვეული გეგმის ნაწილი და გამოგონილი იყო.

სხვადასხვა რუსული დეზინფორმაციული გამოცემები ირწმუნებოდნენ, რომ  კოვიდ-19  დიდი ფარმაცევტული კომპანიების მოგონილია ან საიდუმლო გლობალისტური ელიტების “დიდი სქემის” ნაწილია.

ფაქტია, რომ COVID-19-ის შესახებ შეთქმულების თეორიები მხოლოდ რუსეთში ან/და კრემლისტური მედიით არ ვრცელდება.   ისინი სხვადასხვა მედია ბაზარზეც  ჩნდებიან და საზოგადოებაში გაურკკვევლობას თესავენ. PEW -ს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეების  თითქმის  მესამედს(29%) მიაჩნია, რომ კოვიდ-19 დიდი ალბათობით ლაბორატორიაშია შექმნილი.

თუმცა, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებულ კონსპირაციებს სახელმწიფოს კონტროლირებადი მედია თესავდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსი ადამიანის მიერ არის გამოყვანილი და ჩინური დნმ-ის/მონღოლოიდური რასის წინააღმდეგ არის მიმართული ან ჩინეთთან სავაჭრო ომში აშშ-ის ბიოლოგიური და პროპაგანდისტული იარაღია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მაცხოვრებელები  სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მედიის გადაცემებს სულ უფრო ნაკლებად ენდობიან,  დეზინფორმაციული განცხადებების მუდმივმა გამეორებამ, შესაძლოა, პანდემიის და მისი სერიოზულობის შესახებ  საზოგადოების აღქმა მნიშვნელოვნად დაამახინჯა.

მას შემდეგ რაც კოვიდ-19-თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რუსეთში დამძიმდა, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პანდემიას  უფრო გონივრულად და ზუსტად აშუქებენ. დეზინფორმაციის დაბალანსება საზოგადოების ინფორმირებითა და პანიკისა და ჭორების გაფანტვით გახდა საჭირო.  მაგრამ დეზინფორმაციის ზიანი უკვე მიყენებული იყო. რუსი ჟურნალისტის, პაველ კანიგინის თქმით:

“როდესაც პროპაგანდა ფაქტების ნაცვლად აბსურდს ავრცელებს, ეს აუცილებლად დაუბრუნდება უკან დამკვეთს ანუ მას, ვინც ხელისუფლებაშია, რდგან ასეთი პროპაგანდა ადამიანებში ეჭვსა და უნდობლობას სახელმწიფოს ქმედებების წინააღმდეგაც ნერგავს”

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist