მიგრანტები

დეზინფორმაცია, თითქოს შვედეთში მიგრანტების რაოდენობა იზრდება

22 აპრილი, 2019

2019 წლის 13 აპრილს მედია კავშირ “ობიექტივის” გადაცემა „ღამის ეთერში“ წამყვანმა გია არეშიძემ განაცხადა, რომ შვედეთში მიგრანტების რაოდენობა იზრდება, რამაც ქვეყნის დემოგრაფიული სურათი შეცვალა.  

გია არეშიძე, ტელეწამყვანი: "იგივე შვეციაში დემოგრაფიული სურათი ისე არი შეცვლილი, ისეთი ვითარებაა იქ იმიგრანტების რაოდენობა იმდენად იზრდება და ა.შ. რომ ამას რო გარკვეული პოლიტიკური ძალა არ უჭერდეს მხარს, შეულებელია და ვიცით, რო უჭერს პოლიტიკური მიზნებით, რათა მოიპოვოს ემიგრანტების ხმები.”

გია არეშიძის განცხადება თითქოს შვედეთში მიგრანტების რაოდენობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა იცვლება, დეზინფორმაციაა. შვედეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით,  2018 წელს შვედეთში, რომლის მოსახლეობა 10 230 185 ადამიანს შეადგენს, 132 602 იმიგრანტი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 163 000-ს აჭარბებდა.

შვედეთის  სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 10 230 185 ადამიანი ცხოვრობს.

"

ბოლო 2 წლის განმავლობაში შვედეთში მიგრანტების რაოდენობა მცირდება. მიგრანტების რიცხვმა შვედეთში ყველაზე მაღალ ნიშნულს 2016 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 163 000-ზე მეტი მიგრანტი მიიღო. 2017 წელს ეს რიცხვი 144 489-მდე, ხოლო 2018 წელს - 132 602-მდე შემცირდა.

"

2018 წელს შვედეთში ჩასული მიგრანტების სიის სათავეში სირიაში დაბადებული პირები, ხოლო მე-2 ადგილზე - შვედეთში დაბადებულები იყვნენ.


მოამზადა ალა მამარიანმა
მმითების დეტექტორის ლაბორატორია