დეზინფორმაცია, თითქოს ევროპა ინცესტს ნორმად აღიარებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

880
VIEWS

27 დეკემბერს, ონლაინ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” თბილისის წმინდა მარკოზ ეფესელის ეკლესიის მღვდელმსახურ დეკანოზ ვახტანგ დავითაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი ჯაბა ჟვანია საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ კურსზე კითხვის დასმისას ამბობს, რომ ევროპამ, სხვა ამორალურ მოვლენებთან ერთად ინცესტი ნორმად აღიარა.

ჯაბა ჟვანია, ჟურნალისტი: საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ კურსზეც გკითხავთ: ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, აქტიურად ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ თანამედროვე ევროპა, რომელმაც სოდომია, ინცესტი და სხვა მსგავსი ამორალური მოვლენები ნორმად აღიარა, თავისი მენტალობითა და კულტურული ფასეულობებით, ჩვენი ისტორიული არჩევანია”.

საქართველო და მსოფლიო,
27 დეკემბერი 2017

პრორუსული აქტორების ეს მტკიცება, რომელიც პირველად ქართულ დისკურსში 2014 წელს მოძრაობა- ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  გაავრცელა, საფუძველს მოკლებულია, რადგან:

  • არასრულწლოვანთან ინცესტი ყველა ქვეყანაში მძიმე დანაშაულია; ზრდასრულებს შორის ინცესტი კრიმინალიზებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში;
  • ყველაზე მკაცრად ეს ქმედება აშშ-ში ისჯება;
  • ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ზრდასრულებს შორის ინცესტი მხოლოდ ერთში – მოლდოვაშია სისხლის სამართლის წესით დასჯადი;
  • საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ეს ქმედება კრიმინალიზებული არ არის.

სამართლებრივი რეგულირების მხრივ, ინცესტის სამ ძირითად ფორმას, არასრულწლოვანთან ინცესტურ ურთიერთობას, ზრდასრულ ადამიანებს შორის ინცესტს და ახლო ნათესავებს ან ოჯახის წევრებს შორის ქორწინებას გამოყოფენ. სამივე ფორმა ევროკავშირის ქვეყნებში საკანონმდებლო რეგულაციებს ექვემდებარება:

  • ინცესტური ურთიერთობა არასრულწლოვანთან – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობით, გარკვეულ ასაკს (16-18) მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარება ახლო ნათესავების მხრიდან – მკაცრად ისჯება და ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბელგია, ჩეხეტი და ხორვატია – სასჯელის გამკაცრების ტენდენცია შეინიშნება.  2010 წელს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსში შემავალი ცვლილებით, არასრულწლოვანთან ნებისმიერი სახის ინცესტური ურთიერთობა, მათ შორის ძალდატანების გარეშე – გაუპატიურებას გაუთანაბრდა.
  • ინცესტი ზრდასრულ ადამიანებს შორის – ევროკავშირის 17 ქვეყანაშია მსგავსი ურთიერთობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დანარჩენ 11 ქვეყანაში მოქმედებს ინცესტური ურთიერთობებისგან არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობა. ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციით, ზრდასრულ ნათესავებს შორის ინცესტური ურთიერთობის აკრძალვა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და წარმოადგენს გამართლებულ ჩარევას ადამიანის პირად ცხოვრებაში ოჯახის, სუსტი პარტნიორის სექსუალური თვითგამორკვევისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
  • ქორწინება ოჯახის წევრებს ან ახლო ნათესავებს შორის – ევროკავშირის ქვეყნები არ სცნობენ ქორწინებას ახლო ნათესავებს შორის.

სქესობრივი კავშირი სრულწლოვან ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შორის აკრძალული არაა საქართველოში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ამგვარი კავშირი სისხლის სამართლის წესით დასჯადი მხოლოდ მოლდოვაშია.

2014 წელს, პარტია დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დასავლეთში ინცესტის დაკანონების შესახებ, ანალოგიური დეზინფორმაცია  გაავრცელა, როდესაც შემდეგი დეზინფორმაციული განცხადება გააკეთა:

ნინო ბურჯანაძე, ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია: “მე ვერასოდეს ვერ მივიღებ ჰომოსექსუალიზმის, ინცესტის დაკანონებას, ჩვენს ქვეყანაში ეს არის მიუღებელი, და თუ არჩევანი დგას ასე: ინცესტის მიღება, თუ დარჩენა იქ სადაც ვართ, მე არ ვარ რუსეთში, მე ვარ საქართველოში, მე მინდა დავრჩე ჩემს ქვეყანაში. ” 2 მაისი, 2014.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროპა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist