დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთის და რუმინეთის ეკონომიკები დაანგრია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ჰჰ
862
VIEWS

27 აპრილს პორტალმა „საქართველო და მსოფლიომ“  პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც რესპოდენტი უმუშევრობასა და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს და მათ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და უვიზო მიმოსვლასთან აკავშირებს.  ერთ-ერთ მაგალითად ჰამლეტ ჭიპაშვილს ბულგარეთი და რუმინეთი მოჰყავს, რომლებსაც, მისი თქმით, ევროკავშირში შესვლის შემდგომ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მხრივ არსებული იმედები გაუცრუვდათ, რადგან საწარმოები და ქარხნები დაიხურა, ხოლო უმუშევრობამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ჰამლეტ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი, განსაკუთრებით კი ისეთი დარგების მიმართულებით, როგორებიცაა მეღვინეობა და მევენახეობა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „რაც შეეხება ბულგარეთსა და რუმინეთს, ვერაფრით გამოსწორდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მოლოდინი, რომელიც მათ ჰქონდათ ევროკავშირში შესვლისას, ვერ გამართლდა. პირიქით _ საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები, რომლებიც მანამდე მუშაობდა, დაიხურა და უმუშევრობამ კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, თუმცა მათ ხელისუფლებებს ყველა ეს პრობლემა მოხსნილი აქვთ, იმიტომ, რომ ხელს იშვერენ ბრიუსელისკენ. ზუსტად ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც. მართალია, ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ, რაც გვაქვს, იმავე სოფლის მეურნეობაში, საბოლოოდ ჩაკვდება და განადგურდება. პირველ რიგში, ეს ემუქრება ისეთ დარგებს, როგორიცაა მეღვინეობა და მევენახეობა…“

საქართველო და მსოფლიო,
27 აპრილი, 2018

ჰამლეტ ჭიპაშვილის მტკიცება, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებამ ბულგარეთის და რუმინეთის ეკონომიკების ნგრევა გამოიწვია, სიცრუეა. აღნიშნული ქვეყნები ევროგაერთიანებაში 2007 წელს მიიღეს, რის შემდეგაც მათი მთლიანი შიდა პროდუქტის, ექსპორტის, საშუალო წლიური ხელფასების მაჩვენებლები, ასევე მათ ეკონომიკებში სამრეწველო სექტორის მიერ შექმნილი პროდუქციის წილი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამასთან, რუმინეთის ექსპორტის 84% ევროპის ქვეყნებზე მოდის, ბულგარეთისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 78%-ია.

რეალური ფაქტები

ფაქტი #1:  ბულგარეთის მშპ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, 2006 წელს  34,3 მლრდ $-ს შეადგენდა, 2016 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 52, 4 მლრდ$ იყო. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2006 წელს 6 107,71 $ უტოლდებოდა, 2016 წელს კი – 7 926$-ს.

დიაგრამა 1. ბულგარეთის მშპ ევროკავშირში გაწევრიანებამდე (1998-2006)

"
დიაგრამა 2. ბულგარეთის მშპ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ (2007-2016)

"

წყარო: Tradingeconomics.com, მსოფლიო ბანკი

ფაქტი #2: რუმინეთის მშპ 2006 წელს  123,53 მლრდ დოლარი იყო, 2016 წელს კი 186,69 მლრდ დოლარი. 2006 წელს, ევროკავშირში გაწევრიანებამდე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე რუმინეთითვის 7418.42 აშშ დოლარს შეადგენდა, 2016 წელს კი 10080.97 აშშ დოლარი იყო.

დიაგრამა 3. რუმინეთის მშპ ევროკავშირში გაწევრიანებამდე (1998-2006)

"

დიაგრამა 4. რუმინეთის მშპ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ (2007-2016)

"

წყარო: Tradingeconomics.com, მსოფლიო ბანკი

ფაქტი #3.  2006 წლიდან 2018 წლამდე  პერიოდში ბულგარეთის ექსპორტი 122%-ით, რუმინეთის კი 142% -ით გაიზარდა. ამასთან, ევროპის ქვეყნების წილი ბულგარეთის ექსპორტში 78%-ია,  რუმინეთისთვის  84%.

ბულგარეთი

"
რუმინეთი

"
წყარო: საერთაშორისო ვაჭრობის გაეროს მონაცემთა ბაზა (UN COMTRADE Database)

ფაქტი #4. ბულგარეთსა და რუმინეთში 2007-2018 წლებში ინდუსტრიული სექტორის მიერ შქმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მუდმივად იზრდება.

ბულგარეთისთვის, ამ მხრივ არსებული პირველი თვეების მონაცემები, თითქმის ორჯერ მეტია ევროკავშირში გაწევრიანების პირველი თვეების მონაცემებთან შედარებით (იხ. დიაგრამა 5 და 6). რუმინეთში 2018 წელს წარმოების სექტორის მიერ შექმნილი მშპ, 27%-ით მეტია 2007 წლის დასაწყისის მონაცემთან შედარებით.

დიაგრამა 5. ინდუსტრიული სექტორის მიერ შექმნილი პროდუქცია ბულგარეთში, 2007-2018

"
წყარო: Tradingeconomics.com, ბულგარეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი

დიაგრამა 6. ინდუსტრიული სექტორის მიერ შექმნილი პროდუქცია რუმინეთში, 2007-2018

"
წყარო: Tradingeconomics.com, რუმინეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი

ფაქტი # 5. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბულგარეთსა და რუმინეთში საშუალო წლიური ხელფასების ზრდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ 180%-ზე მეტი იყო.

როგორც ბულგარეთში, ისე რუმინეთში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ხელფასები საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საშუალო წლიური ხელფასი ბულგარეთში ევროკავშირში გაწევრიანებამდე (2006) 348, 9 ბულგარულ ლევს შეადგენდა. გაწევრიანებიდან 10 წლის შემდგომ კი 2017 წელს 1045 ბულგარულ ლევს. ანალოგიურად, საშუალო წლიური საშუალო ხელფასი რუმინეთში, ევროკავშირში გაწევრიანებამდე (2006) 1150 რუმინულ ლეი იყო, გაწევრიანებიდან 10 წლის თავზე კი 2017 წელს, თითქმის 3314 რუმინულ ლეი (RON). აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ ორივე ქვეყანაში საშუალო წლიური ხელფასის ზრდა 180%-ზე მეტი იყო.

ფაქტი #6. მტკიცება, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ბულგარეთსა და რუმინეთში ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ კატასტროფულ მაჩვენებელს მიუახლოვდა, უსაფუძვლოა. ბულგარეთში უმუშევრობის უდიდესი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა და 12,9% იყო, რუმინეთში 2011 წელს – 7,2%.  2013 წლიდან, ორივე ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება.

"

"

წყარო: მსოფლიო ბანკი

ფაქტი #7. 2009-2011 წლებში რუმინეთმა ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 2.35 მლრდ ევრო მიიღო. ბულგარეთში განხორციელებული პროგრამები მოიცავდა მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას, ადამიანური რესურსების და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას.

ევროკავშირის დახმარების პროგრამები, წევრ ქვეყნებს სხვადასხვა სექტორების განვითარებასა და ეკონომიკური კრიზისების შედეგების დაძლევაში ეხმარება. 2009 წლის კრიზისის შემდეგ, რუმინეთმა პირველი დახმარება ევროკავშირისგან 2009-2011 წლებში მიიღო, ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში. ჯამში მიღებულმა თანხამ 2.35 მილიარდი ევრო შეადგინა. მეორე და მესამე დახმარების პროგრამა შემუშავდა როგორც პრევენციული პროგრამები. პროგრამებს ევროკავშირთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

ბულგარეთში მნიშვნელოვანი დახმარების პროგრამაა „ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა“, რომლის მთავარ სამიზნე ჯგუფს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ. პროგრამის სტრატეგიაა, როგორც ევროკავშირის სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდების დანერგვა ბულგარეთში, ასევე ბულგარეთის წვლილის ზრდა „Europe 2020” პროგრამაში. დაფინანსების ჯამური ოდენობა 1, 079 მილიარდ ევროს შეადგენს და ორიენტირებულია 5 მთავარ საკითხზე.

  • ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები,
  • სამეწარმეო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება,
  • ენერგიისა და რესურსების ეფექტურად გამოყენება,
  • ტექნიკური დახმარება,
  • ბუნებრივი აირის მარაგების უსაფრთხოება.

კიდევ ერთი დახმარების პროგრამა, ადამიანური რესურსების განვითარებაზე იყო ორიენტირებული და ხელს უწყობდა 29 წლის ზემოთ, უმუშევარი ადამიანის დასაქმებასა და დატრენინგებას. პროექტის ბიუჯეტი 15 მლნ ევროს შეადგენდა.

„სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროექტის ფარგლებში 6 მილიონი ევრო გამოიყო და მის მიზანს მცირე და საშუალო საწარმოების, სასოფლო-სამურნეო წარმოებისა და მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში მოხდა განახლებადი ენერგიის წარმოება და რეალიზაცია. განხორციელდა ინვესტიციები ტურიზმის განახლების, სოფლის-მეურნეობის მწარმოებლებისა და მიკრო-საწარმოების კეთილმოწყობის კუთხით.

იხ. ინფოგრაფიკა

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბულგარეთი, ევროკავშირი, რუმინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist