ევროინტეგრაცია

დეზინფორმაცია, თითქოს ასოცირების შეთანხმების მონიტორინგის დასკვნა მხოლოდ ლგბტ პირებს ეხება

14 სექტემბერი, 2018

6 სექტემბერს ონლაინ პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარ გიორგი რაზმაძის  ინტერვიუ, სათაურით “მამა გიორგი (რაზმაძე): ამ ხელისუფლებას ევროკავშირი, როგორც გველი, ისე ჰყავს სულში ჩაბუდებული”. ინტერვიუს წინ უძღვის ჟურნალისტ ჯაბა ჟვანიას კომენტარი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 30 სექტემბერს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მხოლოდ ლგბტ პირთა უფლებების დაცვას შეეხება და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 45 მილიონი ეკონომიკის ნაცვლად უმცირეობების უფლებების გასაძლიერებლად დაიხარჯება.

ჯაბა ჟვანია, საქართველო და მსოფლიო: ”რეზოლუცია ახალ რეკომენდაციებსაც შეიცავდა და, მათ შორის, რათქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება უმცირესობების უფლებების წამოწევაზე, მათი დაცვის უფრო ეფექტიანი მექანიზმების ამუშავებასა და ამ მხრივ ფუნდამენტური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე გამახვილდა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” პოლიტიკური მომავალი დიდწილად სწორედ ამ “რეკომენდაციების” შესრულებაზე, ანუ ლგბტ პირებისთვის “თავისუფალი გარემოს” უზრუნველყოფასა და მათთვის, როგორც ხელშეუხებელი ჯგუფებისთვის, გარკვეული საკანონმდებლო პრივილეგიების შექმნაზე იქნება დამოკიდებული.  ზემოაღნიშნული რეზოლუციის გამოქვეყნების პარალელურად ევროკავშირმა საქართველო 45 მილიონი ევროთი დააფინანსა. მართალია, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თანხა ეკონომიკურ რეფორმებს მოხმარდება, მაგრამ დიდი ალბათობით იგი უმცირესობების უფლებების გასაძლიერებლად გათვლილ პროექტებზე დაიხარჯება”.

ჯაბა ჟვანიას განცხადება დეზინფორმაციაა და მკითხველის შეცდომაში შეყვანასა და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად. 8 გვერდიანი ანგარიში 5 თემატიკას ეხება: 1) პოლტიკური დიალოგი, 2) კანონის უზენაესობა და კარგი მმართველობა, 3) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, 4) ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა, 5) ენერგეტიკა და თანამშრომლობის სხვა სფეროები. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 45 მილიონი ევრო კი ფინანსური საჭიროებების დაფარვასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოხმარდება.

ტყუილი N1: ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ლგბტ პირების დაცვას ეხება

რეალური ფაქტი N1: ანგარიში 5 თემატიკას მოიცავს, რომელთაგან უმცირესობათა ჯგუფების დაცვა ერთ-ერთი საკითხია.

ანგარიში, რომლის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსია, ბრიტანელმა დეპუტატმა, სოციალ-დემოკრატების წევრმა კლერ მუდიმ წარადგინა. 27 პუნქტიანი რეზოლუციის პროექტის პირველი ნაწილი ეხება იმ ცვლილებებს, რომლებიც  საქართველოში ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განხორციელდა.

ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ანგარიშის 27 პუნქტიდან მხოლოდ 4 ეთმობა. აქაც, უმცირესობებში მხოლოდ ლგბტქი პირები არ მოიაზრებიან და მათი უფლებრივი მდგომარეობა შშმ პირებთან და სხვა მოწყვალდ ჯგუფებთან ერთადაა განხილული. ანგარიშის ეს ნაწილი ასევე ეხება ქალების ძალადობის ყველა ფორმისგან, სექსუალური შევიწროებისგან დაცვას და მათი მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკასა და შრომით ბაზარზე.

ტყუილი N2: ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 45 მილიონი ევრო უმცირესობებს მოხმარდება

რეალური ფაქტი N2: 45 მილიონი ევროკავშირმა საქართველოსთვის ფინანსური საჭიროებების დაფარვისა და ეკონომიკური რეფორმების გატარებისათვის გამოყო

რეალურად  აღნიშნული 45 მილიონი ევრო არის ის თანხა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს 2017 წლის სექტემბერში შესთავაზა. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ეს წინადადება 2018 წლის აპრილში მიიღეს. 2018 წლის 31 აგვისტოს კი ფინანსური საჭიროებების ნაწილის დასაფარად და ეკონომიკური რეფორმები განახორციელებლად 45 მილიონი ევრო ოფიციალურად გამოუყო. ეს დახმარება ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის გათვალისწინებული  და იგი ორ ნაწილად იყოფა. 10 მილიონამდე ევრო გაიცემა გრანტების სახით, დანარჩენი 35 მილიონი ევრო გაიცემა საშუალოვადიანი სესხის სახით.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარებები სექტორების მიხედვით

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოს ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს. ეს თანხები სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას  ხმარდება. მათ შორისაა:

"


მოამზადა ლია დეკანაძემ

მითების დეტექტორის ლაბორატორია