დეზინფორმაცია: საქართველოში ამერიკული ბრენდები არ შემოსულა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

photoo
106
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2016 წლის 25-31 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა პოლიტიკური გაერთიანების “ჩვენი სამშობლო” ლიდერის და “თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ჩიტიშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის აცხადებს, თითქოს საქართველოში ამდენი ხნის განმავლობაში არცერთი ამერიკული ბრენდი არ შემოსულა. კერძოდ:

ზვიად ჩიტიშვილი, თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის/ჩვენი სამშობლო: “თუ ამერიკა საქართველოს მეგობარია, ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ერთი ამერიკული ბრენდი მაინც ვერ შემოიყვანეს? ესენი თავის ბიზნესმენებს პირდაპირ მიუთითებენ და აკვალიანებენ, სად უნდა შევიდნენ და სად-არა!”

ინფორმაცია, თითქოს საქართველოში არცერთი ამერიკული ბრენდი არ შემოსულა, მცდარია. ქვემოთ წარმოდგენილ ინფოგრაფიკაზე ნაჩვენებია ის ბრენდები, რომლებიც ცალკეული სექტორების მიხედვით საქართველოში შემოსულ რამდენიმე ამერიკულ ბრენდს ასახავს:

1

დეზინფორმაციის წყარო: რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ზვიად ჩიტიშვილი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, არის პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი სამშობლოს” ლიდერი. 17 ივნისიდან “ჩვენი სამშობლო” “თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის” ბლოკს შეუერთდა. პარტია ღიად პრორუსულია. საარჩევნო პროგრამის მიხედვით, პარტია ხელს შეუწყობს 300 000 საქართველოს მოქალაქეს, მიიღოს რუსეთის პასპორტი. ჩიტიშვილი ასევე მოითხოვს ერგნეთის ბაზრობის აღდგენას, რომელიც კონტრაბანდული ვაჭრობის გამო 2004 წელს დაიხურა. “ჩვენი სამშობლოს” წევრია გია კორკოტაშვილიც, რომელიც ხშირად აკეთებს ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ განცხადებებს. კორკოტაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ინფოგრაფიკის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist