დეზინფორმაცია: Russia Today-ს ნდობა ამერიკელ და ევროპელ მაყურებელში იზრდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

news_20500_2885
141
VIEWS

2016 წლის 8 დეკემბერს “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის სტატია “რუსული პროპაგანდის” აბსურდულობის შესახებ”, რომელშიც ის ევროპასა და აშშ-ში რუსული საინფორმაციო სატეევიზიო არხის RT (Russia Today)-ის მზარდ რეიტინგზე საუბრობს.

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტი: “თუკი “რაშა თუდეის” სულ უფრო მეტი ამერიკელი და ევროპელი მაყურებელი ენდობა, ხოლო “სი-ენ-ენის” მიმართ ნდობა იკლებს, ქართულ რეალობაში უფრო მეტი ადამიანი ენდობა რუსეთის ტელევიზიებს და ნაკლებად – “რუსთავი 2”-ს. ეს მითური რუსული პროპაგანდის ან საქართველოს ხელისუფლების ბრალი კი არა, საკუთრივ მიკერძოებული მასმედიის ბრალია.”

რეალური ფაქტები

ინფორმაციას RT-ის ზრდადი რეიტინგების შესახებ 2016 წლის 10 მარტს თავად RT-მ გაავრცელა. RT-ის მიერ მომზადებულ სტატიაში, არხის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ მსოფლიოში RT-ს 35 მილიონზე ადამიანი ყოველდღიურად უყურებს. ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, აშშ-ში ტელეკომპანიას 85 მილიონი ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტ ქვეყანაში – 700 მილიონი ადამიანი უყურებდა. ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ შესაბამისი კვლევა RT-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ორგანიზაცია Ipsos-მა ჩაატარა, თუმცა კვლევა ან მისი მეთოდოლოგია არც RT-ს და არც კვლევით კომპანიას არ გამოუქვეყნებია.

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმნული სტატისტიკის პორტალის statista-ს ინფორმაციით, რომელიც გერმანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, 2015 წლის მონაცემებით, RT აშშ-ის საკაბელო ტელევიზიების რეიტინგის ოცეულშიც არ გვხვდება, ხოლო პირველი სამ ადგილს CBS, NBC და ABC იკავებს.

რაც შეეხება ევროპას, აქაც TV Newser-ის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში, თითოეულ თვეში RT-ის მაყურებელმა ევროპის ტელევიზიების აუდიტორიის 0.1 %-ც არ შეადგინა და არ შესულა კომპანიის მიერ გამოქვეყნებული, ყველაზე ხშირად ყურებადი 97 ტელევიზიის სიაში. ბრიტანეთის სატელევიზიო რეიტინგებს გამზომავი კომპანიის Broadcasters Audience Research Board (BARB)-ის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში RT-ის რეიტინგი 0.03-0.04 %-ს შორის მერყეობდა. ტელეარხის ყურებადობა არ გაზრდილა ბრექსიტის წინა პერიოდშიც, როდესაც პრო-რუსული გამოცემები ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობების გაძლიერებას ცდილობდნენ.

რაც შეეხება საქართველოს, TV MR საქართველოს 2016 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ქართულ არხებს საქართველოს მაყურებლის საშუალოდ 82.66 %, ხოლო რუსულ და სხვა უცხოურ არხებს – 11.41 % უყურებს.

ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ლიდერი რუსთავი 2-ია, რომელსაც იმედი და მაესტრო მოსდევს. რუსული არხების შემთხვევაში, ყველაზე რეიტინგული არხი არის Перец ТВ, რომელსაც საქართველოს მაყურებლების 1.2 % უყურებს. Перец ТВ გასართობ და კრიმინალისტიკურ გადაცემებზე ფოკუსირდება.

TV MR-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ რუსული არხებით დაინტერესებული ქართველი მაყურებელი, ძირითადად, გასართობ არხებს უყურებს.

ყველაზე რეიტინგული არხები საქართველოში

Russia Today

RT-ის პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელი TV-Novosti-ს ბრენდია, რომელმაც მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. RT ინფორმაციას რუსულ, ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე გადასცემს. 2005 წლიდან მოყოლებული RT-ს დაფინანსების მთავარი წყარო რუსეთის მთავრობაა.

ტელეკომპანიის დღის წესრიგი ანტიდასავლურია და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს კრემლის პერსპექტივიდან აშუქებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, RT-მ საქართველო “გენოციდში” დაადანაშაულა, ხოლო რუსეთი გამოყვანილი იყო, როგორც მშვიდობისმყოფელი. ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის RT ეთერს უთმობს ულტრა-მემარცხენე ანტი-გლობალისტებს, ასევე სვადასხვა რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფებს.

ევრაზიული ინსტიტუტი

“ევრაზიის ინსტიტუტი” 2009 წელს გულბაათ რცხილაძემ და გიორგი ვეკუამ დააარსეს. 2013 წელს ევრაზიის ინსტიტუტმა დააფუძნა “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი”. Damoukidebloba.com-ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტის წევრებმა 2014 წლიდან აქტიურად დაიწყეს შეხვედრები რუსეთის ხვადასხვა ინსტიტუტებში, მათ შორის რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარება და ქვეყნის წამყვან სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს.

“ევრაზიის ინსტიტუტის” პარტნიორები არიან მედია-გამოცემები “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი”, “ივერიონი, “ღია ბოქლომი”, Научное общество кавказоведов (НОК) და “ლევ გუმილევის ცენტრი”.

ინსტიტუტის დაფინანსების წყაროები გამჭვირვალე არ არის.

 

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროპა
წყარო

წყარო

გულ
რცხილაძე გულბაათ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist