NATO-ში ინტეგრაცია

დეზინფორმაცია: NATO-ს რუსეთთან დიალოგი სურს

29 ივნისი, 2017

2017 წლის 31 მაისს გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნდა ინტერვიუ “პატრიოტთა ალიანსის” წევრთან, დეპუტატ ადა მარშანიასთან, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ NATO რუსეთთან დიალოგს ცდილობს. მან საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდა რუსეთთან დიალპოგისკენ.

ადა მარშანია: „ხალხნო, ნატო-ს თავად უნდა დიალოგი და ჩვენ, რომლებმაც უბედურება გადავიტანეთ, სად ვართ, რატომ არ ვეძებთ რუსეთთან რეალური დიალოგის საშუალებას და რეალური ურთიერთობების დამყარების მცდელობა რატომ არ გვაქვს? კმარა განცხადებები და გამოსვლები ამ თემაზე, დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს.“

ადა მარშანიას განცხადება მცდარია, რადგან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ NATO-მ რუსეთთან როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სფეროებში ყველა სახის თანამშრომლობა გაწყვიტა. უკრაინაში რუსეთის დესტაბილიზაციური აქტივობების გამო, NATO-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაკისრებული.

ფაქტი 1. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ NATO-მ რუსეთთან ყველა სახის პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ NATO-მ რუსეთთან ყველა სახის ფორმატში თანამშრომლობა შეაჩერა, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში.  NATO-ს განცხადებით, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, და მოქმედებს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ძირითადი დოკუმენტის, NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტის და რომის დეკლარაციის პრინციპებისა და ვალდებულბების საწინააღმდეგოდ. რუსეთთან შენარჩუნებული პოლიტიკური დიალოგის ფორმატი მხოლოდ არსებული კრიზისის შესახებ მოსაზრებების გაცვლას გულისხმობს.

ფაქტი 2. NATO-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული

2014 წელს ყირიმის ანექსიისა და მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს გამიზნული დესტაბილიზაციის საპასუხოდ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციები წარადგინა:

  • ეკონომიკური სახის სანქციები, რომლებიც ეხება რუსულ ბანკებს, ენერგო და სამხედრო კომპანიებს.
  • დიპლომატიური ზომები, რომლებიც გულისხმობს მოლაპარაკაბების შეჩერაბას რუსეთის გაერთიანებაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში (International Energy Agency), ასევე ორხმრივი ევროკავშირ-რუსეთის სამიტების გაუქმებას.
  • აქტივების გაყინვა და ვიზების აკრძალვა 150 პირისთვის, ასევე 37 ორგანაზაციას გაეყინებათ თავიანთი აქტივები. ეს ის პიროვნებები და ორგანიზაციებია, ვინც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმეგოდ მოქმედებდენ და მხარს უჭერდნენ რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
  • შეზღუვდები ყირიმისა და სევასტოპოლის მიმართ, რომლის მიხედვითაც საქონლის იმპორტი სევასტოპოლიდან ან ყირიმიდან, უკრაინული სერტიფიკატის გარეშე აიკრძალა. ინვესტიციების აკრძალვა ყირიმში - ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აღარ შეუძლიათ იყიდონ უძრავი ქონება და სხვა კომპანიები, ასევე მათ ეკრძალებათ ყირიმში მდებარე კომპანიების დაფინანსება. ყირიმსა და სევასტოპოლში ევროკავშირის გემებსა და კომპანიებს ეკრძალებათ ტურისტული სერვისების განხორციელება.

ფაქტი 3. აშშ-ს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ რუსეთზე სანქციები აქვს დაკისრებული

2014 წლის 6 მარტის, აღმასრულებელი ბრძანებით #13660, აშშ-მა სანქციები დაუწესა ყველა ინდივიდს და კომპანიას, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ან/და უკრაინელი ხალხის ქონების მითვისებაში. ასევე იგი კრძალავს კონკეტული ინდივიდების და ოფიციალური პირების შემოშვებას და მოგზაურობას აშშ-ის ტერიტორიაზე. 27 მარტის აღმასრუბელმა ბრძანებამ #13661, გააფართოვა და განავრცო არსებული სანქციები  უფრო მეტად ქონების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც, ძირითადად, რუსეთის ოფიციალურ, მაღალი თანამდებობის და სამხედრო პირებს  ეხება. ასევე გამოიცა აღმასრულებელი ბრძანება #13665, რომელიც ყირიმის რეგიონში ტრანსფერებისა და ინვესტიციების აკრძალვას მოიცავს.

ფაქტი 4. 2017 წლის 15 ივნისს სენატმა ხმათა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით (97 მომხრე; 2 წინააღმდეგი) მიიღო კანონპროექტი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე

კანონპროექტი  რუსეთის მიმართ არსებული სანქციების გავრცობას, ასევე ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს შემდეგი პირების მიმართ:

  • რუსეთის საფინანსო ორგანიზაციები;
  • პირები, რომლებიც ტრანზაქციებს ახორციელებენ რუსეთის მთავრობის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში;
  • პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებებს ლახავენ და სხვ.

კანონპროექტით გათვალისწინებულია 2018-19 ფისკალური წლებისთვის 250,000,000 დოლარის გამოყოფა რუსეთის გავლენის საწინააღმდეგო ბრძოლსითვის, რომელიც საქართველოსა და უკრაინასაც მოიცავს.

როდესაც განცხადებები კეთდება რუსეთთან დიალოგსა და თანამშრომლობაზე აუცილებელია, გადავხედოთ საქართველოს უახლოსი ისტორიის მოვლენათა ქრონიკას რუსეთ საქართველოს ურთიერთობათა ჭრილში.

იხ. ინფოგრაფიკა

"

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ იხილეთ თაიმლაინი.

შეავსეთ ტესტი რუსეთ - საქართველოს ურთიერთობების შესახებ


მოამზადა გიორგი რევიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია