დეზინფორმაცია: “ქართული ლეგიონის” მებრძოლებმა უკრაინა დატოვეს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

cover
125
VIEWS

2017 წლის 27 იანვარს tb24.ge – ზე გამოქვეყნდა სიახლე “დაქირავებული ქართველი მებრძოლები ხელფასების გადაუხდელობის გამო, უკრაინიდან საქართველოში ბრუნდებიან”. გამოცემა ეყრდნობა ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო მილიციის წარმოამდგენლის, ანდრეი მაროჩკოს განცხადებას, რომელიც რუსულ მედიაში (Риа Новости, Novorossia Vision, Rusnewstoday24..) გავრცელდა.

ანდრეი მაროჩკო: “ე.წ.ქართული ლეგიონის 38-მა დაქირავებულმა მებრძოლმა, რომლებიც უკრაინელი სამართლადამცველების მხარეს, 25-ე ცალკეული ბატალიონის 54-ე ბრიგადაში იბრძოდნენ, ბრიგადის მეთაურ გორბატიუკთან, ხელფასების გადაუხდელობის გამო, 24 იანვარს კონფლიქიტის შემდგომ, თვითნებურად მიატოვეს საბრძოლო პოზიციები და ავტობუსით ხარკოვში გაემგზავრნენ, შემდგომში საქართველოში დასაბრუნებლად.”

აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა, შემდეგი ფაქტების გამო:

1. ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ლეგიონი პროტესტის ნიშნად უკრაინას იმ შემთხვევაში დატოვებდა, თუ უკრაინა ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემდა.

2. უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილებით, გია ცერცვაძე 26 იანვარს გათავისუფლდა, შესაბამისად ქართულ ლეგიონს უკრაინა არ დაუტოვებია.

გია ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს უკრაინაში დააკავეს. ის რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2003 წელს ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით იძებნებოდა.

ქართული ნაციონალური ლეგიონი 2014 წლის შემოდგომაზე უკრაინის “მაიდნის მოვლენების” შემდეგ ჩამოყალიბდა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

“თბილისი 24”-ის შესახებ: საინფორმაციო სააგენტო შპს “თბილისი 24” საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად “თბილისი 24”-ის დირექტორია, პარტია “ცენტრისტების” ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია.

დეტალური ინფორმაცია “თბილისი 24”-ის შესახებ ხელმისაწვდომია mediameter.ge-ს ვებ-გვერდზე.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist