დეზინფორმაცია: Facebook-ი შაბათ-კვირას გაითიშება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

2
71
VIEWS

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook-ი შაბათ-კვირას გაითიშება. მსგავსი შინაარსის სიახლე რამდენიმე ვებ-პორტალზეც გამოქვეყნდა, მათ შორის primetime.ge-სა და mshoblebi.ge-ზე. თემა გაიხსნა თბილისის ფორუმზეც. ამ სიახლემ Facebook-ის ქართველ მომხარებლებში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია.

რეალურად, Facebook-ი არც შაბათ-კვირას და არც სამუშაო დღეებში გაითიშება.

დეზინფორმაცია ყველაზე რეიტინგული სოციალური ქსელის გათიშვის შესახებ ბაკურ სვანიძის სატირულმა სააგენტომ bstv.ge გაავრცელა რუბრიკაში “ბლეფ-ნიუსი”. ყალბი სიახლის მიხედვით, ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ინტერვიუ BLEF-TV (ბლეფ-ტვ) – ის მისცა, რომელშიც ის ამბობს, რომ სამყარო ფეისბუკზე დამოკიდებული გახდა, რაც ადამიანის ფსიქიკაზე დამანგრეველ ეფექტს ახდენს.

წყაროს შესახებ. ბაკურ სვანიძე წლებია პრორუსული გამოცემის Geworld.ge-ს (“საქართველო და მსოფლიო”) ავტორია, რომლის დამფუძნებელია “ისტორიული მემკვიდრეობა”. BLEF-TV-ს ვებ-გვერდზე განთავსებულია “საქართველო და მსოფლიო”-ს, ასევე “მარშალპრესი”-ს ბანერები, რაც აღნიშნულ გამოცემებს შორის პარტნიორობას ცხადყოფს. მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, “საქართველო და მსოფლიო” და თავად ბაკურ სვანიძე ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და უსაფუძვლო განცხადებების გავრცელებას ახდენენ. 2016 წლის სიძულვილის ენის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბაკურ სვანიძე და “საქართველო და მსოფლიო” თურქოფობიის და ჰომოფობიის მხრივ გამოირჩეოდნენ, რაც ხშირად ანტიდასავლური კონტექსტის მატარებელი იყო. ბაკურ სვანიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად “მემარცხენე ალიანსის” სახელით მონაწილეობდა.

 

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist