დეზინფორმაცია: აშშ-მა ოკუპირებულ ყირიმში ტერორისტული აქტები მოაწყო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

81
VIEWS

2017 წლის 7 ნოემბერს ონლაინ გამოცემაში Geworld.ge გამოქვეყნდა სტრატეგიული კულტურის ფონდის (Фонд стратегической культуры) fondsk.ru-ს ავტორის, იური პოდოლიაკას სტატია,  რომელიც შემდეგნაირად იყო დასათაურებული: “მიხომაიდანი”, როგორც კიევის ხელისუფლების შეცვლის მცდელობა“. სტატია ამტკიცებს, თითქოს  ყირიმში ტერორისტული აქტები განხორციელდა, რომელთაც ავტორი ვაშინგტონის პროვოკაკაციებს მიაწერს.

“უკრაინელი “პროამერიკელებისა” და პეტრე პოროშენკოს მომხრეთა დაპირისპირება გარდაუვალი იყო… ტერორისტული აქტები ყირიმში, რომლებიც კიევისთვის სრულიად ზედმეტი იყო, ძალიან ჰგავს ვაშინგტონის მიერ მოწყობილ პროვოკაციებს.”

აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა და უკრაინის ტერორიზმში დადანაშაულებით კრემლი ყირიმის ოკუპაციის “ლეგიტიმაციას” ცდილობს.

ФСБ-ს და ვლადიმერ პუტინის ბრალდებები

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ)-ს ერთ-ერთი ბრალდება უკრაინის მიმართ 2016 წლის აგვისტოში ოკუპირებულ ყირიმში თითქოსდა უკრაინის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტების აღვკეთის შესახებ გავრცელებულ განცხადებას შეეხებოდა.

2016 წლის 10 აგვისტოს ФСБ-მ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მათ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამართველოს მიერ ყირიმის ტერიტორიაზე მომზადებული ტერორისტული აქტების აღკვეთა შეძლეს. ოფიციალური უწყების მტკიცებით, აქტები ყირიმის ტერიტორიაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავდა მიზნად. იმავე დღეს, კომენტარი აღნიშნულ თემაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის ყირიმში შეჭრა აღკვეთეს  და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება არ ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს მოლაპარაკებების მეშვეობით და გადადის ტერორზე.

უკრაინის პასუხი

2016 წლის 10 აგვიტოსვე  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საპასუხო განცხადება გააკეთა. მან რუსეთის ბრალდებებს, თითქოს უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში ტერორისტული თავდასხმები მოაწყო სისულელე და ცინიზმი უწოდა. პოროშენკოს განცხადებით უკრაინა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას და არასოდეს გამოიყენებს მას ყირიმის დეოკუპაციისთვის. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ფულით და იარაღით ამარაგებს და მხარს უჭერს ტერორიზმს უკრაინაში. პოროშენკომ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს, განსაკუთრებით კი სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთოხების საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვმაკი კრემლის განცხადებებს ანექსირებული ყირიმში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა, რომელიც რუსული სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების მთვრალი ჯარისკაცების ერთმანეთის მიმართ გახსნილი ორმხრივი სროლის გაფადარვისკენ იყო მიმართული.

რუსული პროპაგანდისტული მედია

უკრაინული პორტალის Stopfake.org-ის მასალის მიხედვით, რუსულმა მედია საშუალებებმა კრემლის ბრალდება აღნიშნულ თემაზე ცალმხრივად და ტენდენციურად გააშუქეს და სრულად გაიზიარეს და მხარი დაუჭირეს უკრაინის მხრიდან შესაძლო ტერაქტისა და დივერსიის ვერსიას.

""

""

რუსეთი ტერორიზმის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

ტერორიზმს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ვლადიმირ პუტინი რამდენიმე მიმართულებით იყენებს:

  1. უკრაინის მთავრობის ტერორიზმში დადანაშაულებით, პუტინმა, საზოგადოებაში ყირიმის “დაცვის” ლეგიტიმაცია მოიპოვა;
  2. რუსეთის ფედერაციის კანონები მედიაში ექსტრემიზმისა და ტერორიზმის საკითხების გაშუქების შესახებ, რეალურად, მედიის შინაარსობრივ რეგულირებას იასახავს მიზნად;
  3. პუტინის ანტი-ამერიკული მოწოდებები გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში ერთიანობისკენ, საზოგადოებაში მას, ტერორიზმთან ბრძოლაში, ერთადერთ ლეგიტიმურ აქტორად წარმოაჩენს.

მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist