დეზინფორმაცია 2018 წელს: 12 უხერხული მომენტი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტრერ
226
VIEWS

EU vs Disinfo -მ 2018 წელს კრემლის მედია საშუალებების მიერ გავრცელებული 12 ყველაზე უხერხული დეზინფორმაციის სია გამოაქვეყნა.

         1. 2018 წლის 25 თებერვალს ОРТ-ს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც სირიის ომში რუსი ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევა გაშუქდა. სიუჟეტს ახლდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც თითქოს სირიაში იყო გადაღებული, თუმცა დაკვირვებულმა მაყურებლებმა მაშინვე ამოიცნეს კომპიუტერული თამაშის  “Arma 3”-ის კადრები.

"
წყარო:EU vs Disinfo

      2. Россия 1-მა სერგეი ლავროვის ფხენიანში ვიზიტის საილუსტრაციოდ მისი კიმ ჩენ ინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოიყენა. როგორც აღმოჩნდა, რუსულმა მედია საშუალებამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ღიმილი ფოტოშოპით დაუმუშავა.

"
წყარო:EU vs Disinfo

        3. 2014 წელს რადიო “Комсомольская Правда”-მ გამოაქვეყნა ვიდეო-ინტერვიუ მამაკაცთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინელი მფრინავი იყო და მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას უკრაინულ მხარეს აკისრებდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი მსახიობი იყო და მას სხვა ადამიანი ახმოვანებდა, რომელსაც ხმის შესაცვლელად თავზე ქვაბი ჰქონდა ჩამოცმული.

"
წყარო:EU vs Disinfo

        4. Russia Today-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსული სპეცსამსახურების ორ თანამშრომელთან, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სერგეი სრკიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ადანაშაულებს. ინტერვიუს დროს მამაკაცები ამტკიცებდნენ, რომ უბრალო რუსი ტურისტები იყვნენ და მომხდართან შეხება არ ჰქონიათ. მათ განცხადებას სოციალურ ქსელებში ფოტოშარჟების სახით დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"
წყარო:EU vs Disinfo

"
წყარო:EU vs Disinfo

         5. როდესაც ვლადიმირ პუტინი ციმბირში ქალაქ ომსკს ესტუმრა, Россия 1-მა  ქალაქის პროგრესის საილუსტრაციოდ გამწვანებული სარეკრეაციო ლანდშაფტის ვიდეოკარები გამოიყენა. როგორც Medusa იუწყება, ვიდეოკადრები სინამდვლეში მოსკოვში, მიტინოს პარკშია გადაღებული.  

"

     6. ОРТ-ს ტელეწამყვანმა აზოვის ზღვა რუსეთის “შიდა ზღვად” მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გასასვლელი უკრაიანსაც აქვს.

"
წყარო:EU vs Disinfo

     7. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსმა ტულას რეგიონში 18 მაისს ჩატარებული არჩევნების გაშუქებისას მიუთითა, რომ “ევროპის საბჭოს დამკირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პროცესში დარღვევები ვერ აღმოაჩინეს”. ვერც აღმოაჩენდნენ, რადგან ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად  საერთოდ არ მიუწვევიათ.

"
წყარო:EU vs Disinfo

     8. НТВ-ს მომზადებულ სიუჟეტში რამდნეიმე დანიელი პოლიტიკოსის და დანიის რიგითი მოქალაქეების ინტერვიუ გააშუქეს. რუსული თარგანის მოსმენის შემდეგ რესპოდენტებმა თავისი სიტყვები ვერ იცნეს, რადგან  НТВ-მ ინტერვიუები გადააკეთა.

"
წყარო:EU vs Disinfo

    9. ОРТ-ს თანამშრომელი Pressfeed.ru-ზე განცხადებით ეძებდა თერაპევტს, რომელიც გადაცემისათვის მაყურებლებს აუხსნიდა, რატომ და როგორ იცვლება წყალი ნათლისღების დღესასწაუელზე. “პასუხი “არაფერი იცვლება” – არ მიიღება”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.  

"
წყარო:EU vs Disinfo

    10. Россия 24-მა სიუჟეტი რუსულ “ყველაზე მაღალტექნოლოგიურ რობოტს” მიუძღვნა და მაყურებლებს მოცეკვავე რობოტის ვიდეოკადრები აჩვენა.  აღმოჩნდა, რომ რობოტი სინამდვილეში ცოცხალი მამაკაცი იყო რობოტის კოსტიუმში.

"
წყარო:EU vs Disinfo

     11. ОРТ-მ “უკრაინელი” მამაკაცის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ის საკუთარ ქვეყანაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა. რესპოდენტი სინამდვილეში ბელორუსიელი მსახიობი აღმოჩნდა.

"
წყარო:EU vs Disinfo

     12. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია “Первый канал”-ის ეთერში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების 77-ე ბრიგადის შესახებ რეპორტაჟი გავიდა, სადაც ავტორები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ბრიგადა  დეზინფორმაციის გავრცელებით იყო დაკავებულლი. სიუჟეტს ახლდა ვიდეოკადრებიც, სადაც მეტი დამაჯერებელობისთვის ჯარისკას სახე ჰქონდა დაფარული. სინამდვილეში კადრები ბრიტანეთის არმიის რეკლამიდან არის აღებული, სადაც არმიის სულ სხვა დანაყოფი  (Royal Signals unit) ჩანს.

"
წყარო:EU vs Disinfo

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist