დელტა ვარიანტით გარდაცვლილთა რაოდენობა ვაქცინირებულებში ნაკლებია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

22 ივნისს გერმანიაში მცხოვრებ ანტივაქსერ კობა კუპრაშვილს თავის ფეისბუქ ანგარიშზე პირდაპირი ვიდეო ჩართვა ჰქონდა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა. მისი ერთ-ერთი მტკიცების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დელტა ვარიანტით სიკვდილიანობა აუცრელებში 0.1%-ია, ერთხელ აცრილებში 0.2%, ხოლო ორჯერადად აცრილებში 0.6%. აღნიშნულ სტატისტიკაზე დაყრდნობით კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ აცრილ მოსახლეობაში კოვიდ19-ით ინფიცირების შემდეგ სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე აუცრელებში.

;
კუპრაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიდ ბრიტანეთში დელტა ვარიანტით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა ორჯერ აცრილებში 6-ჯერ მეტია, ვიდრე აუცრელებში, ტყუილია. რეალურად, დელტა ვარიანტით ინფიცირების შემდეგ გარდაცვლილების 47% ვაქცინირებული არ ყოფილა, 10% -ერთჯერადად, ხოლო 36% ორჯერადად იყო აცრილი.

18 ივნისის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის დელტა ვარიანტის 42 323 შემთხვევა არის დაფიქსირებული. რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ ეტაპისთვის მოსახლეობის 47.2% სრულად ვაქცინირებულია.  ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  მონაცემებზე დაყრდნობით ვაქცინა დელტა ვარიანტსაც უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას მნიშვნელოვნად ამცირებს. 2021 წლის 1 თებერვლიდან 14 ივნისამდე შუალედში საავადმყოფოში დელტა ვარიანტით ინფიცირებული 806 ადამიანი მოხვდა, აქედან 65% ვაქცინირებული არ იყო, 17% ერთი დოზით იყო აცრილი, ხოლო 10% – ორი დოზით.

სტატისტიკა იმასაც აჩვენებს, რომ სიკვდილიანობა ვაქცინირებულ პაციენტებში ნაკლებია და არა 6-ჯერ მეტი, როგორც ამას კუპრაშვილი აცხადებს. 14 ივნისის მდგომარეობით ინგლისში იმათგან, ვისაც დელტა ვარიანტი დაუდასტურდა, 73 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 34 აუცრელი იყო, 10 ერთხელ იყო აცრილი, ხოლო 26 გარდაცვლილი – ორჯერადად.

რა ვიცით დელტა ვარიანტის შესახებ?

დელტას ვარიანტის ყველაზე ადრინდელი შემთხვევა 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში დაფიქსირდა და შემდეგ მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. დიდ ბრიტანეთში ახალი შემთხვევების 90% სწორედ დელტა ვარიანტია, რომელიც ალფა (ბრიტანულ) ვარიანტთან შედარებით 64%-ით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და ასევე ჰოსპიტალიზაციის მომატებული რისკი აქვს. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ჯერ სამეცნიერო წრეებში განხილვას ელოდება, დელტა ვარიანტის ჰოსპიტალიზაციასთან მიმართებით ფაიზერის ვაქცინა ორი დოზის შემდეგ 96%-ით ეფექტიანია, ხოლო ასტრაზენეკას ორი დოზის შემდეგ ეფექტიანობა 92%-ია. რაც შეეხება სიმპტომების მიმართ ეფექტიანობას, ფაიზერმა ორი დოზის შემდეგ 88%, ხოლო ასტრაზენეკამ 67% ეფექტიანობა აჩვენა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist