AFP Fact check-ის მიხედვით
ჩინეთის დროშის წინ მუხლმოდრეკილი ხალხის ამსახველი ფოტო მრავალ სოციალურ ქსელში, მათ შორის Weibo-ზე , Twitter-ზე და Facebook-ზე გაზიარდა და ვრცელდებოდა ისე, თითქოს გადაღებული იყო აშშ-ში, პოლიციის სისტასტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს. სინამდვილეში ფოტო ყალბია და მასზე პლაკატიც და ჩინეთის დროშაც ხელოვნურად, სპეციალური პროგრამის საშუალებით არის ჩასმული.
ფოტო Weibo-ზე 2020 წლის 1 ივნისს გამოქვეყნდა. მასზე ჩანს თითქოს ადამიანთა ჯგუფი მუხლმოდრეკილი დგას ჩინეთის დიდი დროშის წინ, ზოგიერთი კი მას უკანა ფონზე აფრიალებს. ერთ-ერთ პირს ხელში პლაკატი უჭირავს წარწერით “გვიშველე, ჩინეთო”.
ფოტოს აღწერილობა ჩინურიდან შემდეგნაირად ითარგმნება:
“ამერიკელი დემონსტრანტების სლოგანი: ჩინეთო, დაგვეხმარე რომ ვისუნთქოთ! გვიშველე ჩინეთო!” #USRiots #USProtestersHasCovered22States32Cities
იგივე ფოტო, მსგავსი მოწოდებებით გავრცელდა Twitter-ზე, ასევე Facebook-ზე და ონლაინ-ფორუმ 4chan-ზე.
Google reverse image search-ის საშუალებით მოიძებნა ფოტოს ორიგინალი, რომელიც Reuters-ზე 2020 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა.
ორიგინალი ფოტოს აღწერილობაში წერია: “მშვიდობიანი მომიტინგეები US Bank Stadium-ის წინ წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ აშშ-ში, მინესოტის შტატში, მინეაპოლისში მოკლულ ჯორჯ ფლოიდს, პროტესტის მე-4 დღეს, 2020 წლის 29 მაისს. ფოტო გადაღებულ იქნა 2020 წლის 29 მაისს. როიტერსი/ნიკოლას პფოსი.”
Reuters-ის ფოტოზე არც ჩინეთის დროშები ჩანს და არც პლაკატი წარწერით “გვიშველე, ჩინეთო”. შეგიძლიათ, შეადაროთ გაყალბებული გამოსახულება (მარცხნივ) და Reuters-ის ფოტო (მარჯვნივ):