დაცენზურებულია რუსეთში! ჰარარის რუსულ თარგმანში ყველას აკრიტიკებენ, რუსეთის გარდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

CENZURA4
139
VIEWS

2019 წლის ივნისში მოსკოვში იუვალ ნოა ჰარარის ბესტსელერის  “ XXI-ე საუკუნის 21 გაკვეთის” (“21 Lessons for the 21st Century”) რუსული თარგმანი გამოქვეყნდა. Guardian-ის და EUvsDisinfo-ს ინფორმაციით, წიგნის რუსული ვერსია ორიგინალისგან განსხვავებით რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას  არ აკრიტიკებს და ციტატები, რომლებშიც უკრაინაზეა საუბარი, ტექსტში სრულიად განსხვავებული თემით არის ჩანაცვლებული.

ცენზურა

მაგალითისთვის, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით წიგნის ორიგინალის ერთ-ერთი პასაჟი (იხ.ქვემოთ) რუსულ თარგმანში საერთოდ ამოღებულია და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული წინადადებითაა ჩანაცვლებული: 

წიგნის ორიგინალი ვერსია ყირიმის ანექსიის შესახებ შესატყვისი ვერსია რუსულ თარგმანში

“რუსეთის ხელისუფლებამ და პირადად პრეზიდენტმა პუტინმაც რამდენჯერმე უარყო, რომ იქ რუსი ჯარისკაცები იყვნენ. მათი თქმით, ისინი წარმოადგენდნენ სპონტანური “თავდაცვის დანაყოფებს”, რომლებმაც ადგილობრივ მაღაზიებში რუსული უნიფორმის მსგავსი ტანსაცმელი შეიძინეს…როდესაც მათ ასეთი სასაცილო განცხადებები გააკეთეს, პუტინმა და მისმა თანამოაზრეებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ იტყუებოდნენ.”

“გაზეთ Washington Post-ის მიხედვით, პრეზიდენტმა ტრამპმა მისი ინაუგურაციის შემდეგ 6 000-ზე მეტი მცდარი განცხადება გააკეთა.”

გარდა ამისა, New York Times-ის ცნობით, წიგნის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ახალი ტიპის არალიბერალური დემოკრატიისა და დიქტატურის გამოცდითაა დაკავებული, რუსეთის ნაცვლად უნგრეთია ჩასმული. ამოღებულია ასევე ის მონაკვეთები, რომელშიც რუსეთი “იდეოლოგიურად გაკოტრებულ ქვეყნადაა” მოხსენიებული, ხოლო ვლადიმირ პუტინი კი ლიდერად, რომელსაც “არ აქვს გლობალური მსოფლმხედველობა.”

ავტორის განცხადებით, ის რუსულ თარგმანში გარკვეულ ცენზურას მართლაც დასთანხმდა, თუმცა მისი თქმით, შეცვლილია ის ნაწილებიც, რომლებზეც ნებართვა არ მიუცია.

“როგორც მოაზროვნე და ავტორი, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მსოფლიო მასშტაბით განსხვავებულ აუდიტორიას მივაწვდინო ხმა… რუსეთიდან მაცნობეს, რომ ცენზურა არ დაუშვებდა წიგნის პუბლიკაციასა და დისტრიბუციას იმ ორი მაგალითის გამო, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. მე დილემის წინაშე აღმოვჩნდი, წიგნი შეცვლილი მაგალითებით გამომექვეყნებინა ან საერთოდ არ დამებეჭდა… არასდროს დავთანხმდებოდი წიგნის მთავარი მესიჯების ცვლილებას,” – განაცხადა ჰარარიმ.

მისი განცხადებით, წიგნში რუსეთის მიერ ყირიმის “დაპყრობა” ჩანაცვლებულია სიტყვით “ხელახლა მიერთება” (re-attachment), რაზეც მას თანხმობა არ მიუცია. ამასთან, ავტორს წიგნის ორიგინალ ვერსიაში ქმარი ჰყავს მოხსენიებული, რაც რუსულ თარგმანში შეიცვალა, როგორც “პარტნიორი”.

რუსეთში  ავტორის ნებართვის გარეშე ხელოვნების ცენზურა მიღებული პრაქტიკაა. 2 წლის წინ ფანტასტიკური ჟანრის რომანის ავტორმა, ვიქტორია ელიზაბეტ შვაბმა, აღმოაჩინა, რომ რუსეთში მისი წიგნი 2 მამაკაცს შორის რომანტიკული ურთიერთობის ისტორიის გარეშე გამოქვეყნდა. რამდენიმე თვის წინ კი ელტონ ჯონზე ბიოგრაფიული ფილმი “Rocketman” რუსეთის კინოთეატრებში ნარკოტიკებისა და ჰომოსექსუალური სცენების გარეშე აჩვენეს. ფილმიდან ამოჭრილი იყო ეპილოგის ტექსტიც, სადაც მოთხრობილია, რომ ელტონ ჯონს მამაკაცი შეუყვარდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist