პოლიტიკა

დასპონსორებული პოსტით სეპარატისტული შინაარსის დეზინფორმაცია ვრცელდება

4 ოქტომბერი, 2020

ფეისბუკზე 29 სექტემბერს შექმნილმა გვერდმა Armen Ararad-მა 4 ოქტომბერს დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი შეიცავს ნახატს, რომელზეც საქართველოს ტერიტორიის სამცხე-ჯავახეთის მხარე წითლად არის მონიშნული და სომხეთის ნაწილად წარმოდგენილი. ნახატს თან ერთვის დეზინფორმაციული შინაარსის ინგლისური და ქართული ტექსტი: “Akhalkalaki is Armenia. Akhaltsikhe is Armenia. ახალქალაქი არის სომხეთი.
23

საქართველოს ერთ-ერთი მხარის ქალაქების  - ახალციხის და ახალქალაქის სომხეთის ნაწილად წარმოჩენის შესახებ დეზინფორმაციული პოსტი, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გააქტიურების ფონზე, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.

6 დღის შექმნილ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი დასპონსორებულია, ის 4 ოქტომბერს 4.14 სთზე გამოქვეყნდა და 4 საათში მას 5 200 ნახვა ჰქონდა. 
45

სხვა პოსტი, პროფილის ფოტოს გარდა, გვერდზე არ იძებნება.