დარჩა თუ არა “ქართველ კაცს” მიწა?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

shutterstock_1757502179 (1)
190
VIEWS

31 ივლისს ობიექტივის ეთერში გადაცემა “ღამის სტუდიაში” პატრიოტთა ალიანის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანს მიწა არ ყოფნის, რადგან მიწის ძირთითადი ნაწილი ირანელებს აქვთ ნაყიდი. მისი მტკიცებით, “ქართველ კაცს”  ირანელისგან ნაქირავებ მიწაზე მუშაობა უწევს.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ადამიანს მიწა არ ყოფნის, ძირითადად ირანელებს აქვთ ნაყიდი ყველაფერი და ქართველ კაცზე აქირავებს ქართულ მიწას ირანელი, რომ იქ ხორბალი მოიყვანო, ან სხვა რამე… სახელმწიფო არანაირად არაფერს არ უწყობს ხელს.“

დავით-თარხან მოურავის განცხადება, თითქოს ქართული მიწები ძირითადად ირანელებს აქვთ ნაყიდი, მცდარია. 2010-2014 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწებიდან ირანელებზე 1.7 % მოდიოდა, 2012-2016 წლებში კი – 1.3%. 2019 წლიდან კი საქართველოს კანომდებლობით მიწის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. 

1. 2010-2018 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთრებაში 16 750 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, 2014 წლის მონაცემებით კი საქართველოში 574  ათასი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი იყო აღრიცხული. 

საქართველოში მიწის ნაკვეთების რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, 2018 წლის ISET-ის(თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის) კვლევის თანახმად, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 30%-მდე არის რეგისტრირებული.

ამავე კვლევის მიხედვით, 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, ქვეყანაში  574 ათასი მეურნეობა დაფიქსირდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობს.  საჯარო რეესტრში დაფიქსირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ტრანზაქციების რაოდენობა  ყოველწლიურად დაახლოებით 26 ათასია. 2016-2018 წლებში ამოქმედებულმა კანონმა მიწის რეგისტრაციის შესახებ  მოქალაქეებს ( ფიზიკურ პირებს) საშუალება მისცა, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები  გამარტივებული წესით დაარეგისტრირებინათ.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რეფორმის ფარგლებში  479,245 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

2015 და 2019 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მიგრაციის პროფილების თანახმად, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეძენილ უძრავი ქონების სტატისტიკას მოიცავს, 2015-2018  წლებში უცხო ქვეყნის მოხალაქეების საკუთრებაში 9 902 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, 2010-2015 წლებში კი 6 848. 2010-დან 2018 წლამდე საერთო ჯამში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთრებაში 16 750 სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს.

"
წყარო: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

"
წყარო: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

2. 2010-2014 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწებიდან ირანელებზე 1.7 % მოდიოდა, 2012-2016 წლებში კი 1. (onlinepharmacyreviews.net) 3% 2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საქართველოში უცხოელების მიერ საკუთრების უფლების რეგისტრირების მხრივ, მათ შორის მიწების,  რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2015 და 2017 წელს გამოქვეყნებული მიგრაციის პროფილების მიხედვით, 2010-2014 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთრების უფლება 6 848  სასოფლო-სამეურნელო მიწის ნაკვეთზე დაარეგისტრირეს, მათაგან ირანელებზე 121 ნაკვეთი მოდის, რაც უცხოელების მიერ საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 1.8 %-ია. 2012-2016 წლებში კი 12 998 სასოფლო სამეურნეო მიწაზე უცხო ქვექყნის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული საკუთრების უფლებიდან 171 ირანელებისაა, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 1.3%-ს წარმოადგენს.

"
წყარო: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

"
წყარო: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

2019 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის  მიგრაციის პროფილი არ ითვალისწინებს მხოლოდ მიწების რაოდენობის განაწილებას მოქალაქეობის მიხედვით, თუმცა მოიცავს ჯამურად უძრავი ქონების მონაცემებს, სადაც შედის როგორც სასოფლო სამეურნეო, ასევე არასასოფლო სამეურნეო მიწები და ბინები. ამ სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% (15 133) რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. რაც შეეხება ირანის მოქალაქეებს, 2015-2018 წლებში მათ საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება, რომელიც  სასოფლო-სამეურნეო მიწების გარდა შეძენილ არასაოსფლო-სამეურნეო მოწებსა და ბინებსაც მოიცავს საერთო ჯამში 5 598-ს შეადგენს.

2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საქართველოში უცხოელების მიერ საკუთრების უფლების რეგისტრირების მხრივ, მათ შორის მიწების,  რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ.

"
წყარო: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

3. 2019 წლიდან საქართველოს კანომდებლობით მიწის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) შეუძლია. იდენტური ჩანაწერია საქართველოს კონსტიტუციაშიც. 2013 და 2017 წლებში კი მთავრობას  მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. 

2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” ორგანული კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც, საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთებზე უცხოელი ფიზიკური პირები მხოლოდ მემკვიდრეობის საფუძველზე მოიპოვებენ. აღნიშნული კანონი უცხოეთის მოქალაქე ფიზიკური პირის მიერ მიწის ყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს.

იდენტური ჩანაწერია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლშიც. კონსტიტუციის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამოკანლისი შემთხვევები კი ორგანული კანონით შეიძლება დადგინდეს.

აღშანიშნავია, რომ ბოლო წლებში მთავრობას სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებში გაყიდვაზე მორატორიუმი ორჯერ 2013 და 2017 წლებში გამოაცხადა.

უცხოელების და კონკრეტულად ირანის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენაზე დეზინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ამ თემაზე:

  •  2 მითი უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების ფლობის შესახებ
  •  მტკიცება, თითქოს თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ, საფუძველს მოკლებულია

მოამზადა ანა ჩიტალაძემ

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist